სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9030

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
იანვარ უმბატოვი 1950-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ალგეთი მარნეული იანვარ უმბატოვი 1950-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ალგეთი მარნეული
მარნეული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

105       ბეჭდვა

იანვარ უმბატოვი 1950-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ალგეთი მარნეული

მარნეული მებრძოლთა სია 1990-იანი წლიდან გადადი ლინკზე

იანვარ ორუჯის ძე უმბატოვი (აზერ. Ənvər Oruc oğlu Hümbətov; დ. 1 იანვარი1950ალგეთიმარნეულისაქართველო — გ. 4 ივლისი1993აფხაზეთისაქართველო) — აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს სამხედრო მოსამსახურე, აფხაზეთის ომის მონაწილე და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოებული.

იანვარ უმბატოვი 1950 წლის 1 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში დაიბადა. მძიმე ეკონომიკური მიძეძებით, მისი ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ რუსთავში გადავიდა, სადაც იანვარი ქალაქ რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა წარჩინებით დაასრულა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი მუშაობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო. პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რუსთავის ფილიალის მეტალურგიის მიმართულებაზე. ქარხანაში მუშაობის პერიოდში იგი ქარხნის ქიმიური წარმოების ნაწილის მთავარი მექანიკოსი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ, იგი სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის პოლონეთში განლაგებულ სარაკეთო თავდაცვის შენაერთში გაიარა, საიდანაც ლეიტენანტის წოდებით უკან საქართველოში დაბრუნდა.


დაოჯახებული იყო ფატმა ხასიევაზე, რომლისგან ორი შვილი ჰყავს: ვაჟი — ემილი და ქალიშვილი — ოფელია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში სეპარატისტული განწყობები გაიაქტიურდა. 1992 წლის ბოლოსთვის, აფხაზი სეპარატისტების გააქტიურების შემდეგ, უმბატოვი რუსთავის სამხედრო კომისარიატს მიმართა და თავისი ნებით აფხაზეთში წავიდა. იბრძოდა რეგიონის ცხელ წერტილებში, როგორიცაა ტყვარჩელილაბრა და შრომა.

1993 წლის 4 ივლისს, სამხედრო დავალების წარმატებულად შესრულების შემდეგ, უკან დაბრუნებისას ჩასაფრებული აფხაზების გარემოცვაში მოყვა და თავისი ჯგუფის გათავისუფლებისთვის თავი გაწირა. მისი თავგანწირვის შედეგად, 25-დან 30-მდე ჯარისკაცი გადარჩა.

იანვარ უმბატოვი სიკვდილისას 43 წლის იყო, თავისი და ოჯახის ანდერძით, მარნეულის სოფელ ალგეთში დაასაფლავეს, სადაც დაიბადა.

1994 წლის 30 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, იანვარ უმბატოვს „საბრძოლო ველზე გამოჩენილი გამბედაობისა და თავგანწირვისთვის“ ვახტანგ გორგასლის ორდენი მიენიჭა,[1] რომელიც ენიჭება საქართველოს მოქალაქეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის.[2]

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის აღმართულ მემორიალურ დაფაზე იანვარ ორუჯის ძე უმბატოვის სახელიც წერია.

დავით მაისურაძის მიერ დაწერილ წიგნში „სამშობლოს შვილები“, რომელიც აზერბაიჯანულ-ქართულ მეგობრობას ეხება, უმბატოვს განსაკუთრებულად მოიხსენიებს. მაისურაძე წიგნში მოიხსენიებს 600-მდე საქართველოს აზერბაიჯანელს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის იბრძოდნენ. აქედან 13 მებრძოლმა „ვახტანგ გორგასლის ორდენით“ დაჯილდოვდა.[3]



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 14.05.2021





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

2 0


აფხაზეთის ომი


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0