წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე
ზურაბ სოსოს ძე წიქარიძე დაიბადა 1959 წლის 28 თებერვალს სოფელ ნაგომარში, დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ კი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა სოხუმის გაზაპარატურის ქარხანაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის ნოემბრიდან მონაწილეობდა კოდორთან, ტამიშთან, აჩადარასთან განხორციელებულ საომარ მოქმედებებში.
ზურაბ წიქარიძე დაიღუპა 1993 წლის 15 აგვისტოს სოფელ შრომაში, სეპარატისტებთან მორიგი შეტაკებისას. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ზურაბ წიქარიძე,
სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.