სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
ნუგზარ (ჯემალ) ალექსანდრეს ძე ქობალავა დაიბადა 1955 წლის 30 იანვარს ქალაქ სოხუმში.დაამთავრა მშობლიური ქალაქის №5 საშუალო სკოლა,შემდეგ კი, თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მუშაობდა საქართველოს რკინიგზის სამმართველოში. აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 1992 წლის 14 ნოემბრიდან. ირიცხებოდა სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061), I ასეულის მე-2 ოცეულის ათეულის მეთაურად. მონაწილეობდა ლაბრას,ტამიშის,კოდორის,აჩადარას,შრომის,ახალშენის მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. იყო უშიშარი და მამაცი მებრძოლი. ბატალიონის წევრებს შორის ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდა. ნუგზარ ქობალავა,1993 წლის 12 ივლისს,სოფელ შრომაში საბრძოლო დავალების შესრულებისას ,უშეღავათო ბრძოლაში დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ნუგზარ ქობალავა,სიკვდილის სემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.