გაგრის ბატალიონი სრული სია წიგნი საქართველოსათვის
კოხტა ვარლამის ძე აბესალაშვილი დაიბადა 1961 წლის 28 პრილს გაგრის რაიონის სოფელს ბზიფში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1976-1979 წლებში, სწავლობდა ქალაქ ფოთის მე-12 პროფესიულ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქალაქ გაგრის რკინიგზის სარემონტო უბანზე.
კოხტა აბესალაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაგრის ბატალიონში ირიცხებოდა რიგით მებრძოლად.
კოხტას გატაცება მთა იყო, ამიტომაც მიუწევდა გული იქითკენ. საკმაოდ კარგ მთამსვლელს არაერთხელ დაულაშქრავს მწვერვალები. სწავლა დაამთავრა 1980 წელს და მუშაობა დაიწყო გაგრის რკინიგზის სადგურში. ოჯახს ადრე მოეკიდა. ჰყავდა საყვარელი მეუღლე და ქალიშვილი. ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ...
საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 10143-ე ბრიგადის.# 06660 ბატალიონ „ავაზაში“ გაიგზავნა კოხტა აგვისტოს დასაწყისში, საკუთარი ქალაქის, საკუთარი კერიის დასაცავად. ომი იყო აფხაზეთში, უჭირდა საყვარელ ქალაქს, ხალხს და, აბა, რა გააჩერებდა, ბედისწერამ თავისი გაგრის დაცვა არგუნა წილად. ორჯერ დაიჭრა კიდეც. მეორე ჭრილობა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ჰოსპიტალში მოუხდა მკურნალობა. რამდენი სიცოცხლე გადაარჩინა, რამდენს შეუნარჩუნა მამა, ძმა, შვილი... გაგრის აღების შემდეგ ეხმარებოდა ყველას, ვისაც კი მისი დახმარება სჭირდებოდა, გამოჰყავდა დაჭრილები, დაღუპულები, ცოცხლებს გაგრიდან გაპარვაში შველოდა... გადაარჩინა საკუთარი ცოლ-შვილიც... სამწუხაროდ, მათ ვერ შეუნარჩუნა მისი თავი...
დაკრძალულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
კოხტა აბესალაშვილი დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს საბრძოლო ოპერაციის დროს.
ტექსტი აკრიფა გუგა ლომაძე დაბადებული 2001 წელი სოფელი ოზურგეთი ოზურგეთი