სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
ლერი გივის ძე წივილაშვილი დაიბადა 1967 წლის 3 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში. სწავლობდა სოფელ განახლების ეგნატე ნინოშვილის სახელობის საშუალო სკოლაში. 1984 წელს გაიწვიეს სამხედრო - სავალდებულო სამსახურში. 1986 -1988 წლებში მსახურობდა მოლდავეთში,საიდანაც მშობლებს არაერთი მადლობის წერილი აქვთ მიღებული.
1992 წელს მოხალისედ ჩაირიცხა ქალაქ სოხუმის შინაგანი ჯარების პირველი ასეულის მეორე ოცეულში. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
1993 წლის სექტემბერში მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევისას ლერი წივილაშვილი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის
ითნამშრომლა სვეტლანა ამირანის ასული ჩხვიმიანი დაბადებული სოფელი ლათა, გულრიფში. 1976 წელს. ცხოვრობდა. სოფელი განახლება, გულრიფში აფხაზეთი.