სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
რომან ალექსანდრეს ძე შოგირაძე დაიბადა 1967 წლის 19 სექტემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქალაქ სოხუმის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. 1988-89 წლებში სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარა ავღანეთის რესპუბლიკაში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა აგუძერის აგრარულ ზონაში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ზემდეგი რომან შოგირაძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) რიგებში ზემდეგად. 1991 წლის 25 ივლისს სოფელ შრომასთან საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მეომართა მცირე ჯგუფი მტრის ალყაში მოექცა. უთანასწორო ორთაბრძოლის დროს რომან შოგირაძე ვაჟკაცურად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რომან შოგირაძე,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.