სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
სოსო ვალიკოს ძე ყალიჩავა დაიბადა 1954 წლის 25 აგვისტოს გულრიფშის რაიონში,აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მუშაობა დრანდის ჩაის ფაბრიკაში დაიწყო. შემდეგ სახანძრო განყოფილებაში - მეხანძრედ. სევასტოპოლში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. შრომისმოყვარე,პატიოსანი სოსო ირგვლივ ყველას სიყვარულს იმსახურებდა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ზემდეგი სოსო ყალიჩავა ირიცხებოდა შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილის მე-3 ასეულის პირველ ოცეულში მსროლელად.
სოსო ყალიჩავა დაიღუპა 1993 წლის 25 ივლისს,სოფელ შრომის აღების დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის სოსო ყალიჩავა, სიკვდილის შემდეგ , დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.