აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრული სია წიგნიდან საქართველოსათვის
ტარიელ კვირიკაშვილი დაიბადა 1972 წლის 16 თებერვალს ბაღდადის რაიონის სოფელ წითელხევში.
1979 წელს შევიდა წითელხევის პირველ საშუალო სკოლაში. 1989 წელს საშუალო სკოლის წარმატებით დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. იმავე წელს ჩაება შრომით საქმიანობაში. ორი წელი წარმატებით სწავლობდა სოხუმში, მესამე კურსზე ომმა მოუსწრო და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე (მე-3 ბრიგადის პირველი ბატალიონის სოხუმის სამხედრო პოლიციის შემადგენლობაში) მთელი შემართებით, ვაჟკაცურად იბრძოდა თავისი საყვარელი ქალაქის - სოხუმის დასაცავად.
2 ნოემბერს მტერმა ჩვენს ჯარებს დარტყმა ზურგიდან მიაყენა, ამ ბრძოლას შეეწირა ტარიელი.
ასე დასრულდა 20 წლის ვაჟკაცის ხანმოკლე სიცოცხლე, მისი მჩქეფარე სისხლიც შეუერთდა იმ მრავალი ქართველი ვაჟკაცის სისხლს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისათვის, დამოუკიდებლობისათვის , თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის გმირულად გასწირეს თავი.
ტარიელ კვირიკაშვილი
ტარიელ კვირიკაშვილი ბავშვობაში
ვიდეო გადაიღო და მოგვაწოდა სოფიკო ნატრიაშვილი დავითის ასული დაბადებულია სოფელი დიმი ბაღდათი
ითანამშრომლა, ფოტო მოგვაწოდა, მინდია ამირანის ძე კიკნაველიძემ, დაბ. 1986 წელს ბაღდათში