სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11177

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა მიქავა 1964-93წწ გარდ. გუმისთა დაბ. სოხუმი აფხაზეთი მამუკა მიქავა 1964-93წწ გარდ. გუმისთა დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მიქავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

305       ბეჭდვა

მამუკა მიქავა 1964-93წწ გარდ. გუმისთა დაბ. სოხუმი აფხაზეთი

აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრული სია წიგნიდან საქართველოსათვის

  მამუკა მიქავა დაიბადა 1964 წლის 11 მაისს ქალაქ სოხუმში.



1992 წლის 10 ოქტომბრიდან, აფხაზეთში კონფლიქტის დროს მამუკა მიქავა ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძლებში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა დავალებას, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებები. თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტს, როცა სოხუმის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა.


   მამუკა მიქავა 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთასთან გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მამუკა მიქავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III  ხარისხის ორდენით.

ავტორი ნუგზარ ქებურია
ზური მარშავა

16 მარტს მდინარე გუმისთის მარჯვენა მხარეს რუსებმა როგორღაც მოახერხეს მე-2 ბატალიონის საბრძოლო პოზიციების გარღვევა... აფხაზური მხარის ბანდიტურმა დაჯგუფებამ ამ მომენტით ისარგებლა და ქალაქის შესასვლელთან სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეომრებს ჩაუსაფრდა, გზა გადაუკეტა... გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა, სადაც ქართველთა მხრიდან რამდენიმე სამხედრო პოლიციელი დაიღუპა და უამრავი დაიჭრა...
აფხაზური მხარის ბოევიკები ცოფიანი ძაღლებივით ველური ყვირილით მიიწევდნენ წინ, მაგრამ ქალაქში შესასვლელი გზა, რომ ვერ იპოვეს, სხვა გზას დაუწყეს ძებნა და მანდარინის პლანტაციებისაკენ წავიდნენ, ერთ-ერთ სომეხის სახლში მოაწყვეს შტაბი, რომელსაც რამდენიმე წუთში თავს დაესხა სამხედრო პოლიციელთა მცირე ჯგუფი, ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილის, კაპიტანი მამუკა მიქავას მეთაურობით. ხელჩართულ ბრძოლაში ავაზაკთა ბანდა ამოხოცეს, მაგრამ მამუკა მიქავა სასიკვდილოდ დაიჭრა...
რამდენიმე წუთში სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მეომრები, ზური მარშავას მეთაურობით შევიდნენ გმირულად დაღუპული მამუკა მიქავას გამოსაყვანად, ზური მარშავას თქმით, მამუკას მთელი სხეული „ პულიმიოტის “ ტყვიებით ჰქონდაო დაცხრილული. ჯავშან ჟილეტი ხელყუმბარის ნაგლეჯებისგან დაფლეთილი. მის გვერდით ათამდე აფხაზური მხარის ბოევიკი ეყარაო... ზური მარშავა და სწრაფი რეაგირების მეომრები საბედნიეროდ გადარჩნენ... ზური დაიბადა 1963 წლის 25 ივნისს. ამჟამად ცხოვრობს ფოთში თავის იჯახთან ერთად... 

ზური მარშავა 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.05.2021
ბოლო რედაქტირება 29.01.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0