სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
ბორია კახიანი1947-1982წწ. სვანეთის ამაგდარი დაბ. მულახი, მესტია, სვანეთი

1947-1982 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

სიახლეები

გვარი კახიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

296       ბეჭდვა

ბორია კახიანი1947-1982წწ. სვანეთის ამაგდარი დაბ. მულახი, მესტია, სვანეთი

ბორია კახიანი1947-1982წწ.



მასზე მართლა დაუჯერებელ ამბებს ჰყვებიან, ამბებს, რომლებიც სიცოცხლის 35 წლის განმავლობაში მოასწრო. ალბათ, უფრო დიდხანს რომ ეცოცხლა, მასზე გავრცელებული მოსაზრება: „სვანეთს შვეიცარიად აქცევდაო“-ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იქცეოდა რეალობად.


ბორის კაციანი - ბორის კახიანი გახლდათ მესტიის რაიონის ერთ - ერთი ხელმძღვანელი , მესტიის რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი . ბორის კახიანი აგრეთვე გახლდათ ჩინებული სპორტსმენი ( კატეგორია , სათხილამურო სპორტი ) . მესტიის რაიონში ბორის კახიანის ხელმძღვანელობით დაიგო პირველი ასფალტირებული გზა , გაყვანილ იქნა მაღალი ძაბვის ხაზები , უშგულში დაიდგა ტელეანძა , აშენდა სპორტულ - ახალგაზრდული კომპლექსები , სპორტული კლუბენი ( მათ შორის მულახის ილია გაბლიანის სახელობის სპორტ - კომპლექსი , ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ - კომპლექსი ) . ბორის კახიანის დამსახურებაა , რომ საქართველოს , მესტიის სპორტ - კლუბმა თავის დროზე ჭიდაობაში , კრივში და კლდეზე ცოცვაში , ქვეყნისა და საკავშირო ჩემპიონები გაუზარდა . კახიანის ხელმძღვანელობით თბილისში აშენდა სვანური კოშკები , მისი ინიციატივით სვანეთიდან ჩამოყვანილმა 300 - მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო თბილისის ოპერისა და ბალეტის დამწვარი შენობის აღდგენაში . ბორის კახიანი იყო ადამიანი რომელმაც უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის , ის იყო პიროვნება რომელიც სულ ჩვენს სამშობლოზე ფიქრობდა და ზრუნავდა . ბორის კახიანი ძალიან დააკლდა სვანეთს და სრულიად საქართველოს . ბორის კახიანი სვანეთის ის ,, მახვში "(მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, ხევისბერს ხევსურეთში ხუცს უწოდებდნენ, თუშეთში – დეკანოზს, სვანეთში - მახვშს.) იყო რომლის სახელი უკვდავი იქნება სვანეთისა და სვანი ხალხის არსებობა , მეხსიერებაში .


სამწუხაროდ ეს დიდებული პიროვნება გარდაიცვალა 35 წლის ასაკში .

ბორია კახიანი მძღოლთან ერთად დაიკარგა 1982 წელს, ბოლოს ნახეს ხაიშში, უშედეგოდ ეძებდნენ ენგურში. გულბაათ კახიანი, ბორის კახიანის ძმა:— რას ვფიქრობ, იცით? ეს თემა სადღაც ფანტაზიის სფეროში უფრო გადადის. დღეს ამის გაგება და დაზუსტება ძალიან ძნელია.


ეს იყო საბჭოთა პერიოდი, ერთ დღეს ბორია მანქანით გავიდა თავის მძღოლთან ერთად და გაუჩინარდა… სხვათა შორის, იმ წლებში საბჭოთა კავშირში ბევრი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. მასთან ერთად მძღოლიც დაიკარგა და მასზეც არავის არაფერი სმენია. ამ ფაქტის შემდეგ დაახლოებით ორი წელი გავიდა და გაზეთ „პრავდაში“ ვნახეთ. ფოტოზე, სადაც ის იყო გამოსახული რამდენიმე კაცთან ერთად, „ТАСС» ეწერა. მისამართი ან ადგილმდებარეობა არ იყო აღნიშნული. ფოტოზე ავღანეთის ჰიდრომელიორაციის ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ აღბეჭდილი და მათთან ერთად ისიც იყო. ფოტოზე გამოსახული იყვნენ ავღანური გარეგნობის ადამიანები და ეს ყველასგან განსხვავებული იყო და ბორიას ჰგავდა, ის გაზეთი ჩვენს ოჯახში დიდხანს ინახებოდა…










კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 4





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0