სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ანზორ ოჩხიკიძე 1945-91წწ გარდ. ზნაური სამაჩაბლო დაბ. ბოლნისი ანზორ ოჩხიკიძე 1945-91წწ გარდ. ზნაური სამაჩაბლო დაბ. ბოლნისი ანზორ ოჩხიკიძე 1945-91წწ გარდ. ზნაური სამაჩაბლო დაბ. ბოლნისი ანზორ ოჩხიკიძე 1945-91წწ გარდ. ზნაური სამაჩაბლო დაბ. ბოლნისი ანზორ ოჩხიკიძე 1945-91წწ გარდ. ზნაური სამაჩაბლო დაბ. ბოლნისი

1945-1991 წწ. გარდ. 46 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ოჩხიკიძე სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ანზორ ოჩხიკიძე 1945-91წწ გარდ. ზნაური სამაჩაბლო დაბ. ბოლნისი

ანზორ ოჩხიკიძე  მიხეილის ძე დაიბადა 27 ნოემბერი 1945 წელი ბოლნისში გარდაიცვალა 25 იანვარი 1991 წელი ზნაური სამაჩაბლო





მეუღლე ზოია ოჩხიკიძე ქალიშვილობის გვარი ლაზარიდი დაბადებულია ბოლნისში


ინფორმაცია მოგვაწოდა შვილიშვილმა ანზორ გაიოზის ძე ოჩხიკიძემ დაბ. 2003წელი

გაზეთი ბოლნისი

გამოსათხოვარი მეგობრის ხსოვნას

"ეს სტრიქონები აუცილებლად XXI საუკუნეში უნდა დაწერილიყო, მაგრამ ცხოვრების ბედისწერამ უმოწყალოდ გასწირა

ტრაგიკუკმა შემთხვევამ, უდროოთ გამოაკოლო ჩვენს რიგებს ანზორ მიხეილის ძე ოჩხიკიძე. პიროვნება, რომლის გულიც

მამულის სიყვარულით ძგერდა და მისსავე სიყვარულს შეეწირა ვაჟკაცურად.

ყველა ვისაც კი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანზორთან ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი სახით ჩვენ ერს გამოაკლდა 

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პიროვნება, რომელიც თავისი ვაჟკაცური ბუნებით უკან არ იხევდა

თავისუფლების ნეტარებისაკენ მიმავალ გზაზე არსებული არცერთი სიძნელის წინაშე.

ანზორ ოჩხიკიძე იყო ის პიროვნება ვინც გამოიჩინა მისაბაძი გამბედაობა და დიდი წვლილი შეიტანა ქვემო-ქართლში 

მომხდარი ამბების სტაბილიზაციაში, იგი სიტყვით და საქმით იბრძოდა საკუთარი ერის საკეთილდღეოდ რის სანაცვლოდად

სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა თითოეული ჩვენგანის გულში.

მისი გულის სატკივარი არ ამოიწურებოდა მცირედით, იგი ის მებრძოლი ჯარისკაცი იყო ვისაც მამულისთვის დაცემა

არგუნა განგებამ წილად. სამაჩაბლოში შექმნილი მძიმე სიტუაცია სტკენდა გულს ამ ბოლო ჟამს კი განსაკუთრებით 

დაეტყო ღელვა და შფოთი შორეული ცის ვარსკვლავი ბედისწერას ეთამაშებოდა.

ისევ სძლია მოძმის სიყვარულმა და ბოლნისელი რაინდის სისხლმა გაალღო გაყინული სამაჩაბლოს ქართული მიწის 

ნაწილი. ყველანი გაგვაოგნა და შეგვძრა ამ ცნობამ, მაგრამ გულის სიღრმეში ერთგვარმა ეჭვმაც კი დაისადგურა: 

ბედნიერია ყველა ის გმირი, ვისაც მამულისათვის თავდადება ეღირსა წილად... დიახ ბედნიერი ხარ ძმაო ანზორ,

რომ მშობლიური მიწა ალალად ჩაგიკრავს გულში, კაცური კაცის სახელი დატოვე ამ ქვეყნად და შენს გაიოზს წინ

წარუმძღვარე ერის ლამპარი, შენს ახოვან ვაჟკაცს და ოჯახს დააყოლე ერის სიყვარული, სანაცვლოდ კი დაიღვენთა

ვითარცა სპეტაკი სანთელი.

შავბაბთიანი დროშები იხრებიან შენს წინაშე, შენს წინაშე მუხლს იდრეკს ქართველი ერი, მთელი ბოლნისი შენი 

საყვარელი ადამიანებით. წახვედი, მაგრამ ამ ქვეყნად დატოვე სიყვარული, რასაც უკვდავება ჰქვია, უკვდავება კი მხოლოდ

ერთეულთა ხვედრია, რომელთა სახელსაც სათუთად უფრთხილდება მადლიანი შთამომავლობა."


ანზორ ოჩხიკიძის ოჯახს, ჩემო ძვირფასებო!

ედუარდ შევარდნაძე

"უმძიმეს და ტრაგკულ დღეებს განიცდის ჩვენი ქვეყანა. ცრემლითა და სისხლითაა მორწყული სამშობლოს მიწა,

შავი ძაძები აცვიათ დამწუხრებულ დედებს, დაქვრივებულ მეუღლეებს, უნუგეშოდ დარჩენილ ობლებს... მეც

მათთან ერთად და თქვენთან ერთად ვწუხვარ და ვგლოვობ...

არ არსებობს სიტყვა, რომ შეეძლოს ამ ტკივილებისა და ჭრილობების მოშუშება.

დღეს ომია საქართველოში.

ეს, ალბათ, ბედია, ბედისწერაა. ბევრ ოჯახში იავნანას ნაცვლად დღეს რექვიემი და სულთათანა ისმის.

გთხოვთ მერწმუნოთ, ცუდია ის მთავარსარდალი, რომელსაც თავისი ჯარისკაცების საკუთარი შვილებივით არ უყვარს.

ამ ომში საქართველოს ჯარისკაცებისათვის ნასროლი ყოველი ტყვია, ისე მტკივა, თითქოს ჩემს სხეულს მხვდება, ყოველი

ჭეშმარიტი ჯარისკაცი ღვიძლი შვილივით მიყვარს. საქართველოს ყოველი ჯარისკაცი ჩემი სისხლი სისხლთაგანი და 

ხორცთაგანია და, რომ შემეძლოს, მზად ვარ მათთვის ნასროლ ტყვიას საკუთარი მკერდი შევუშვირო.

აუნაზღაურებელია დანაკლისი, რაც თქვენმა ოჯახმა განიცადა, არვიცი რა სანუგეშო სიტყვა გითხრათ, რით ვუმკურნალო

თქვენს ტკივილებს და ჭრილობებს, რომლებიც ჩემი ტკივილებიცაა და ჩემი ჭრილობებიც.

სულითა და გულით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ქედს ვიხდი თქვენი ოჯახისათვის უძვირფასესი ადამიანის 

ხსოვნის წინაშე.

თუ სანუგეშო სიტყვა არსებობს, ეს, ალბათ, ის არის, რომ დღეიდან თქვენი ოჯახი საქართველოს იმ წმინდა და 

გმირულ ოჯახთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად იცავენ ერს და მამულს, 

თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

მადლიერი ერი თქვენ ამა ამაგს და თავგანწირვას არასოდეს დაივიწყებს.

სისხლით და ცრემლით იწერება ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს ისტორია. მკვდარი არ ეთქმის

იმას, ვინც სამშობლოსათვის მოკვდა, ერი, სამშობლო და ღმერთი თქვენთანაა."





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.06.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0