სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10272

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
დიმიტრი ლაზარეიშვილი 1955-92წწ. გარდ. სოფ. ნიქოზი სამაჩაბლო დაბ. სოფ. რატევანი ბოლნისი ქვემო ქართლი დიმიტრი ლაზარეიშვილი 1955-92წწ. გარდ. სოფ. ნიქოზი სამაჩაბლო დაბ. სოფ. რატევანი ბოლნისი ქვემო ქართლი

1955-1992 წწ. გარდ. 37 წლის

სამაჩაბლო

გვარი ლაზარეიშვილი სია

ბოლნისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

70       ბეჭდვა

დიმიტრი ლაზარეიშვილი 1955-92წწ. გარდ. სოფ. ნიქოზი სამაჩაბლო დაბ. სოფ. რატევანი ბოლნისი ქვემო ქართლი

დიმიტრი ლაზარეშვილი გივის ძე დაიბადა 19 თებერვალი 1955 წელი სოფელი რატევანი ბოლნისი ქვემო ქართლი გარდაიცვალა 25 მაისი 1992 წელი სოფელი ნიქოზი გორი სამაჩაბლო

ეროვნული გვარდიის ბოლნისის ასეული. უფროსი ლეიტენანტი

   1972 წელს დაამთავრა ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქართული საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე.

   ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბოლნისის „საქსოფლტექნიკაში“ აგრონომად, მერე - მთავარ აგრონომად.

   1981-82 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადებაში უფროს აგრონომად, 1982-86 წლებში „საქსოფლტექნიკაში“ მმართველის მოადგილედ, 1986 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ბოლნისის „ავტოვაზის“ დირექტორად.

   დიმა ლაზარეშვილი 1989 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

   1991 წლის იანვრიდან იბრძოდა სამაჩაბლოში ოსი ექსტრემისტების წინააღმდეგ, სადაც მას მიანიჭეს ოფიცრის წოდება, იგი იყო ბოლნისის სარეზერვო რაზმის მეთაური. ეს რაზმი დღეს მის სახელს ატარებს.

   1992 წლის 25 მაისს სოფ.ნიქოზში ერთ-ერთი ბრძოლის დროს იგი დაიღუპა.

   დარჩა მეუღლე და ორი ვაჟი.

   დიმა ლაზარეშვილი დაკრძალულია მის მშობლიურ სოფელ რატევანში. ბოლნისის რაიონში, დიმა ლაზარეშვილის სახელს ატარებს ქუჩა, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა.



ინფორმაცია მოგვაწოდა მეუღლე ნონა რეხვიაშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.06.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0