გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
თემურ შოთას ძე გურგენიძე დაიბადა 1965 წელს სოხუმის რაიონში.
ქალაქ სოხუმის მე-5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო კულაშის ვეტერინალურ სასწავლებელში, შემდეგ კი ჩაირიცხა ლენინგრადის ვეტერინალურ სასწავლო კვლევით ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სოხუმის რაიონში ვეტექიმად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე თემური ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის ბრძანებებსა და დავალებებს. იბრძოდა კინდღთან,აჩადარასთან,ცუგუროვკასთან,გუმისთასთან...
თემურ გურგენიძე 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე დიდი სისხლისმღვრელი შემოტევის დროს გმირულად დაეცა გუმისთის მისადგომებთან. ოჯახის ერთადერთი ვაჟი დააკლდა ოჯახს,ნათესავებს,მეგობრებს, ქვეყანას...
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის თემურ გურგენიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.