ბადრი გზირიშვილი, სამაჩბლოში 2008 წელს გარდაცვლილი ვახტანგ გზირიშვილის მამა , გარდაიცვალა ტამიშში
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები და ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების გმირობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოსთვის დიდი პატივია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავყოფაში.
„აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა, თუმცა ჩვენ დღესაც გვახსოვს ის უმძიმესი, ტკივილით სავსე დღეები. სიმბოლურია, რომ სწორედ დღევანდელ დღეს გავხსენით ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა. ვახტანგ გზირიშვილი აგვისტოს ომის გმირია, რომელიც რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, სოფელ ტბეთთან მაშინ დაიღუპა, როდესაც დაჭრილი სამხედროები სამშვიდობოზე გამოჰყავდა. აფხაზეთის ომის გმირია მისი მამა- ბადრი გზირიშვილი, რომელიც სოფელ ტამიშში დაიღუპა. გზირიშვილების ოჯახმა სამშობლოს ერთიანობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე 2 ადამიანი დაკარგა. სწორედ ასეთ ოჯახებზე დგას ჩვენი სამშობლო. ნამდვილად გმირობაა, როდესაც ადამიანი თავის ბედს, თავის კარიერას სამშობლოს დაცვას უკავშირებს. ქედს ვიხრით გმირების წინაშე და უსაზღვროა ჩვენი მადლიერება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ოჯახთან ერთად
შვილი, ვახტანგ ბადრის ძე გზირიშვილი გარდაიცვალა სამაჩაბლო 2008 წელს საბრძოლო მოქმედებებში
ბადრის მეუღლე მარინა ვახტანგის ასული მალუტაშვილი გზირიშვილი დაბ. 1962წწ წარმომავლობა მამა (სოფელი მჭადიჯვარი დუშეთი) შილიშვილთან (ქალიშვილი ნათიას მხრიდან) ბაჩანა
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, ქართული სახელმწიფო იდგა, დგას და იდგება ჩვენი ჯარის სიძლიერესა და გმირობაზე.
„დღეიდან ეს ქუჩა ვახტანგ გზირიშვილის და მისი ასევე ომში დაღუპული მამის სახელობისაა. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწილე ვიყო ჩვენი გმირების სახელების ამ ფორმით უკვდავყოფისა. შარშან შმაგი სოფრომაძის ქუჩა გავხსენით, უფრო ადრე გიორგი ანწუხელიძის და მისი თანამებრძოლების. ძნელია ამ დღეს მისალოცი სიტყვის წარმოთქმა და ვახტანგ გზირიშვილის დედას ქუჩის გახსნას ვერ მივულოცავთ, მაგრამ გმირის გაზრდისთვის მადლობას ვეტყვით. მისალოცი კი არის ის, რომ ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ქუჩის გახსნის შემდეგ, ამავე ქუჩაზე მდებარე ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელზე აგებულ ეკლესიაში ქუჩის სახელისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები (ბიოგრაფიებით) დამაგრდა, ტაძარში კი მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.]