მაიზერ შაქროს ძე გაბაიძე დაიბადა 20 თებერვალი 1965 წელი სოფელი ციხისძირი ქობულეთი აჭარა, გარდაიცვალა 26 სექტემბერი 1992 წელი ქალაქი გაგრა აფხაზეთი. დაკრძალულია სოფელი ციხისძირი
1982 წელს დაამთავრა ციხისძირის საშუალო სკოლა. 1987 წელს დაამთავრა ჩელიაბინსკის უმაღლესი სამხედრო საინჟინრო სასწავლებელი.
1987-89 წლებში პირნათლად მოიხადა ინტერნაციონალური ვალი ავღანეთში
1992 წლის აგვისტოში მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მ,თლიანობის დასაცავად და იბრძოდა ავღანელთა 1 ასეულის მე-3 ოცეულის მეთაურად.
1992 წლის 26 სექტემბერს გმირულად დაეცა ქალაქ გაგრასთან. დაკრძალულია სოფელ ციხისძირში.
მისი ფოტო ასევე განთავსებულია ქარელის სამხედრო კომისარიატში. ალბათ გარკვეული პერიოდი მისი ოჯახი იქ ცხოვრობდა
ქობულეთის ტენდი
ქარელის სტენდი
ნუგზარ ქებურია „ სათავისო ტყვია არ დამჭირვებია... “ ( დოკუმენტური ნოველა )
შუაღამისას, რაციაში რადისტი ბიჭის აღელვებული ხმა გაისმა:
- ეს წუთია ბიჭვინთაში რუსებმა სადესანტო ნაწილები ჩამოსხეს!..
საოკუპაციო ჯარის ნაწილები გაგრის მისადგომებთან არიან გამაგრებულნი და დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად გამალებით
ემზადებიან ქალაქზე თავდასასხმელად!..
ბატალიონის მეთაური სერგო მინაშვილი კოლხიდაში დაბანაკებულ მეომრებს მიაჩერდა. ისინი უხმოდ იდგნენ. უცებ რაციიდან, ყრუდ გაისმა მტრის მეომართა ნაბიჯების ხმა, შემდეგ
კანტიკუნტი სროლა, ამას მოჰყვა რადისტი ბიჭის საშინელი შეყვირება, ყრუ აფეთქების ხმა, შემდეგ მეორე... მესამე... და ბოლოს მთელ ქალაქში ატყდა გამაყრუებელი გრგვინვა და ქუხილი.
- რა ხდება?!.. - გაოგნებული მეომრები ბატალიონის შტაბის უფროსს, მიხეილ გამკაძეს მიაშტერდნენ. ძლიერი აგებულების ლომივით უშიშარმა მიშა გამკაძემ ბატალიონის მეთაურს გახედა. მინაშვილი წარბებმოღუშული უხმოდ იდგა და ბათინკის ჭვინტით მეწაზე სიგარეტის ნამწვს ასრესდა.
14 სექტემბერს კიტოვანი ჩავიდა სოჭში, რის შემდეგ გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა, ნებისმიერი სროლის და შეტევის... ამის შემდეგ გაგრა ქართველ მებრძოლთა ნახევარზე მეტმა დატოვა. ასევე გაყვანილ იქნა მძიმე ტექნიკის უმეტესი ნაწილი... ამით სააოკუპაციო რეჟიმთან შეთანხმების შედეგად დაკისრებული ვალდებულება, პუჩისტების მიერ ცალმხრივად იქნა სრულად შესრულებული ისინი კრემლთან შეთანხმებით, გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და ამის შემდეგ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ მთელი ძალით შეუდგა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.
გაგრაში დარჩენილი ქართველი გვარდიელები ყველა იდგა პოზიციებზე და არ მოელოდნენ თავდასხმას, მაგრამ ქართველების შეჩერებით მტერმა ისარგებლა და მოულოდნელად გახსნეს ცეცხლი... ჩვენს ბიჭებს კი, სროლის უფლება არ ქონდათ...
-კიტოვანი ნაბიჭვარი!.. გამყიდველი!.. - მთელი ხმით ღრიალებდა ბატალიონის შტაბის უფროსი მიხეილ გამკაძე. - კიტოვანმა შეგვაჩერა და მტერს მისცა დრო ალყაში რომ მოვექციეთ...
გახევებული იდგა ბატალიონის მეთაური სერგო მინაშვილი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეომრების დამშვიდებას ცდილობდა.
- ღმერთი არ გაგვწირავს ბიჭებო! - სიმწრისგან ძლივს ამოილაპარაკა მან.
გუდაუთიდან კი ამ დროს, მძიმე არტილერია პატარა ზღვისპირა ქალაქს,
უმოწყალოდ უშენდა ჭურვების სეტყვას. საკურორტო ქალაქი, რომელიც
ყოველთვის ლაღი დამსვენებლებით იყო სავსე, ნამდვილ ჯოჯოხეთს
დაემსგავსა...
გაოგნებული გვარდიელები ქუჩებში და სკვერებში გაიფანტნენ,. ვინც ვერ ასწრებდა გაქცევას,
ტყვიის სეტყვა ცხრილავდა უმოწყალოდ. მოსახლეობის უმრავლესობა სხვა ქალაქებში იყო
გახიზნული, მაგრამ პუჩისტებმა დაარწმუნეს, რომ გაგრას არავითარი
საშიშროება არ ემუქრება, ისეა დაცული, ჩიტიც ვერ გადაუფრენს ჩვენი
მთავრობის ნებართვის გარეშეო და გაგრელებიც, შიშის მიუხედავად
დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს...
საკუთარი მთავრობის მიერ მოტყუებული და განიარაღებული ქალაქის ვითომ გამაგრებული პოზიციები, ზურგიდან,
რუსეთის სააოკუპაციო ჯარის ნაწილების გააფთრებული იერიშების
ობიექტი გახდა...
ყოველი მხრიდან მტრის ტყვიების წვიმა მოდიოდა.
ყველგან ადამიანთა უსიცოცხლო გვამები ეყარა...
აფხაზური მხარის ბოევიკები ცოცხლად გადარჩენილებს ზვარაკად
შესაწირავ ცხვრებივით მიერეკებოდნენ ქალაქის ცენტრალურ
სტადიონისაკენ. ახალ რუსულ-აფხაზურ საკონცენტრაციო ბანაკში ათავსებდნენ
უბედურ ქართველებს...
გაუგონარი ღალატისა და სისხლისაგან გაბრუებულმა ქართველ
მებრძოლთა მცირერიცხოვანმა ჯგუფებმა ვერ გაუძლეს ყოველი
მხრიდან გრიგალისებურ შემოტევას და უწესრიგოდ დაიხიეს ქალაქის
განაპირა ადგილებისაკენ...
გაგრელებიც უკან მისდევდნენ თავიანთ მეომრებს...
კოლხიდის ტერიტორიაზე, ზემოთ ტყეში,
თავგამოდებით იცავდა თავს ბატალიონის მებრძოლთა მცირე რაზმი, ზაზა ჯოხარიძისა და გურამ მექვაბიშვილის მეთაურობით. მათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ებრძოლათ, რადგან ზურგს უკან,
კოლხიდაში თავს აფარებდა უამრავი ქართველი ქალი, ბავშვი
თუ მოხუცი...
თბილისელი ბიჭები, ზაზა და გურამი განუყრელი მეგობრები იყვნენ, მთელი ომი ერთად იბრძოდნენ და ვერ მოინელა მტერმა, მხოლოდ და მხოლოდ ვაჟკაცურ სხეულებს ავტომატის ტყვიებით უზიანებდნენ, მათი შეჩერება კი ვერ შეძლეს. ის კი არა, ჭრილობებსაც არ აძლევდნენ მოშუშების დროს, დაბინტული დარბოდნენ... ვაჟკაცურად იბრმოდნენ, მაგრამ ალყაში მოქცეულებს ყოველი მხრიდან გააფთრებით უტევდნენ. გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა, მაგრამ მხეცებთან ბრძოლას მაინც არ წყვეტდნენ...
ჯოხარიძე-მექვაბიშვილის ჯგუფის უშიშარი, ძლიერი აგებულების მოხისელი, (ქარელის რაიონიდან) მეტყვიამფრქვევე მიშა ნოზაძე, მარტო იყო სანგრის გაყინულ მიწაზე გაწოლილი. ხეობებს შორის ნისლიან ბინდბუნდში სახე გასცრესცოდა, მაგრამ უხმოდ, უსიტყვოდ გასცქეროდა მისკენ მიმავალ მგლის ხროვას და საბრძოლველად შემართული ლომივით აბრიალებდა გაშტერებულ თვალებს!..
- ქართველო ბარბაროსებო, დაგვნებდით!.. - უკვე სულ ახლოდან მოისმოდა აფხაზური მხარის ბოევიკთა შოკის მომგვრელი ხმა.
მიშა ნოზაძემ ერთი ვაჟკაცურად ამოიოხრა და მის ხელში ტყვიამფრქვევმა იღმუვლა... შეტევაზე გადმოსული, რამდენიმე ბოევიკი მიწას გააკრა. მაგრამ წამოდგომაც კი ვერ მოასწრო, რომ ტყიდან გამოსროლილმა ხელყუმბარის ნაფლეთებმა მკერდი დაუცხრილეს და უსულოდ დავარდა თავისი ტყვიამფრქვევის გვერდით...
თანამებრძოლის დაღუპვით გაშმაგებულმა ზაზა ჯოხარიძემ ავტომატის კონდახი ელვისუსწრაფესად გადამთიელს ცხვირ-პირში თხლიშა და თავის ქალა მთლიანად დაუმსხვრია...
ერთ საათიანი თავგამოდებული ბრძოლის შემდეგ რუსული სააოკუპაციო ჯარის ნაწილების იერიშები უკუაგდეს... ქართველი და აფხაზური მხარის მებრძოლები ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ, ზაზა ჯოხარიძის თქმით ავტომატის კონდახებს ულაწუნებდნენ ერთმანეთს სახეში...
დაბლა სომხების ქუჩაზე ბატალიონის საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი იდგა, რომელსაც შტაბის უფროსი მიხეილ გამკაძე მეთაურობდა. ქართველი მეომრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, მაგრამ მოალყეთა ცეცხლი გამძაფრდა და აფხაზ -კაზაკთა ბოევიკები
მალე კოლხიდის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც უკვე ჩრდილო კავკასიელ
კონფედერანტთა ბანდებს საზარელი ხოცვა-ჟლეტა გაემართათ. უმოწყალოდ ძარცავდნენ, აუპატიურებდნენ და
კლავდნენ
ქალებს, ბავშვებსა და უმწეო მოხუცებს...
უცებ ერთი ხელყუმბარა თბილისელი მაიზერ გაბაიძის ახლოს აფეთქდა, ძლიერი აღნაგობის ბიჭი მოცელილივით ჩაიკეცა და მიწაზე გაიშხლართა.
- მაიზერ, ძმაო!.. - შემზარავი ხმით იღრიალა გურამ გელავამ. - ნუ გეშინია, ძმაო, აგერ ვარ... - სწრაფად მიხოხდა სასიკვდილოდ დაჭრილ მეგობართან გურამი. მაიზერს მკერდზე, ტყვია მარცხენა მხარეს ჰქონდა მოხვედრილი...
ზაზა ჯოხარიძე და არსენ მათიაშვილი (მათე) АГС-ის ბარაბნებში ტყვიების ჩატენვით იყვნენ გართული, როცა აფხაზმა ბოევკმა ახლო მანძილიდან გაისროლა. ნასროლმა ტყვიამ მხარში გაუარა ზაზას, ზურგის მხრიდან, გულთან ახლოს და წელში გავიდა... მერე ატყდა გამაყრუებელი ჭექა-ქუხილი და ყველანი დაწვა. ზაზამ იფიქრა ვკვდებიო და თვალები სომწრისგან მოწკურა. წინ ქვემო ტერასაზე ორი ბიჭი ჩახტა, საიდანაც ისროდნენ. ვასო ჯანიაშვილმა ხელყუმბარა ჩაუგდო თავდამსხმელებს... ამის მერე სროლა შეწყდა, ზაზამ ნელ-ნელა გამოსვლა დაიწყო, სანამ გავიდოდა ორი თანამებრძოლი ნახა მისკენ, რომ მოდიოდა.
- წადი რას დგახარ!.. - უთხრა არსენ მათიაშვილმა დაჭრილ მეგობარს სისხლიანი რომ დაინახა.
- მე თავი დამანებეთ, მიშა ნოზაძეს მიხედეთ!.. თქვა მან და იქვე ქვაზე ჩამოჯდა.
მეორე მათგანი, ვასო ჯანიაშვილი მიშა ნოზაძესთან დაიხარა და ფრთხილად გადმოაბრუნა, მიშას თავი გადმოუვარდა... აღარ სუნთქავდა... ტყვიამფრქვევს ზედ დაკვდომოდა ლომივით კაცი. დახოცილი აფხაზური მხარის ბოევიკები ეყარნენ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით...
უცებ გურამი და ზაზას პოზიციას, რამდენიმე ბოევიკი უკნიდან მოეპარა და ხელყუმბარები დაუშინეს, მერე ავტომატის ჯერი გადაატარეს, ეგონათ დაასრულეს, მაგრამ მძიმედ დაჭრილი ჯოხარიძე და ხელყუმბარების ნაგლეჯებით მკერდ დაცხრილული მექვაბიშვილი შემოუტრიალდათ და იქვე დაუსრულეს მათი ოცნება... დაღუპულთა შორის იყვნენ ბატალიონის შტაბის უფროსი მიხეილ გამკაძე, მებრძოლები: გურამ გელავა, მიხეილ ნოზაძე, მაიზერ გაბაიძე... მძიმედ დაიჭრა გურამ მექვაბიშვილი, ზაზა ჯოხარიძე, არსენ მათიაშვილი, ვლადიმერ კობაიძე, მ. მაიზერაშვილი, მძიმედ დაიჭრა მებრძოლი ტოლიკა (მისი გვარი ბიჭებს არ ახსოვთ), კანტუზირებული იყო ვასო ჯანიაშვილი...
ამ ტყვიების თავსხმაში თურმანიძე (თურმანა) ბეტეერთან იდგა და ერთი წუთითაც არ მიუტოვებია ბიჭები... ბოლოს ყველა დაჭრილი მებრძოლი BTR - ში ჩასვა, სწრაფად დაძრა საბრძოლო მანქანა და ელვისებური სიჩქარით გააქანა ხეობებს შორის გაწოლილი გზის მიმართულებით, სადაც, სავარაუდოდ, სამხედრო ჰოსპიტალი უნდა ყოფილიყო...
ამის შემდეგ თავდასხმები ქართულ მშიდობიან მოსახლეობაზე არ წყდებოდა... გაგრა ფაქტობრივად დაკარგული იყო, როდესაც გიორგი ყარყარაშვილი ქალაქში 120 კაციანი დესანტით ჩაფრინდა. მან გამოქცეული მეომრებიდან თავის გარშემო ხუთასამდე კაცი შემოიკრიბა და
მოწინააღმდეგის რამდენიმე ათასიან, უახლესი სამხედრო ტექნიკით აღჭურვილ ძალებს შეუტია. მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო და ვერც ავიაციამ და ვერც ყარყარაშვილმა, ბრძოლაში გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლეს. პუჩისტების მიტაცებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად გაყიდული და წინასწარ ჩაბარებული გაგრა დაეცა!..
ინფორმაცია მოგვაწოდა გიორგი ხაბალაშვილმა დაბ. 1982წ სოფელი ჭანდრები ქარელი