გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
დავით ანზორის ძე ჭავჭანიძე ღაიბადა თბილისში 1969 წლის 25 იანვარს.
1975 წელს შევიდა თბილისის მე-16 საშუალო 1კოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1986 წელს, იმაყე წელს შევიდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე.
1987 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხეღრო სამსახურში, საიდანაც დაბრუნდა 1989 წლის ივლისში. «მ პერიოდიდან აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. იყო ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი.
1991 წლის ოქტომბერში გადავიდა დაუსწრებელ განყოფილებაზე და დაიწყო მუშაობა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, შრომის დაცვის კათედრის ლაბორანტად.
1991 წლის 22 დეკემბერს შევიდა ეროვნული გვარდიის რიგებში მოხალისედ.
30 აგვისტოს აფხაზეთში – სოფელ კოლხიდასთან მომხდარი შეტაკების დროს, დაჭრილი თანამებრძოლის საშველად შესული, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
ოჯახის წევრებია: დედა – ვალენტინა ჭავჭანიძე, მამა – ანზორ ჭავჭანიძე, და – ირინა ჭავჭანიძე.