ხვიჩა ცხადაია დაიბადა ქალაქ სოხუმში, 1974 წლის 1 სექტემბერს. 1981 წელს შეიყვანეს სოხუმის მე-16 საშუალო სკოლაში.
გატაცებული იყო მუსიკით, მისდევდა სპორტს. კერძოდ, ვარჯიშობდა ძიუდოში. უყვარდა ამხანაგები და მეგობრები. იყო თავაზიანი, დინჯი, წინდახედული.
1991 წელს დაამთავრა მე-16 საშუალო სკოლა. უნდოდა ჩარიცხულიყო ფიზკულტურულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოცნება არ აუხდა.
ხვიჩა ცხადაია 18 წლისა იყო, როცა ვერ აიტანა ასეთი გაუთავებელი შემზარავი ომი და 1993 წლის 1 თებერვლიდან შევიდა სოხუმის # 2 ბატალიონის მესამე ასეულში. ის გამოდგა ნამდვილი გმირი მებრძოლი. 15-16 მარტს აფხაზთა შემოტევის დროს ის მედგრად იბრძოდა წინა ხაზზე. I7 მარტს მტრის ვერაგულმა ტყვიამ განგმირა. მას ბევრი ლამაზი ოცნება და მიზანი ჰქონდა.
მაგრამ ეს ოცნებები და მიზნები თან წაიღო. დაკრძალულია ხობის რაიონშა, სოფ. ნოჯიხევში.
სამარადისო იყოს ხვიჩა ცხადაიას ხსოვნა!