ფრიდონ ალექსანდრეს ძე გეგენავა დაიბადა 1970 წლის 31 ოქტომბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ფრიდონ გეგენავა 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონში პირველი ასეულის მე-2 ოცეულის ყუმბარმტყორცნელად.
1992 წლის 3 სექტემბერს, ფრიდონ გეგენავა გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ბატალიონში დაბრუნდა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის ასეულის სნაიპერად დაინიშნა.
1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან ბატალიონის სარეზერვო ძალები, რომლის რიგებშიც იყო ფრი- დონ გეგენავა, თავდადებით ებრძოდა მტერს, გაანადგურა რამდენიმე „ბოევიკი“ და თვითონაც გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე:
სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის
ფრიდონ ალექსანდრეს ძე გეგენავა დაიბადა 1970 წელს. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მეორე.ბატალიონის რიგებში მოხალისედ მოვიდა 1992 წლის 20 სექტემბრიდან, ჩაირიცხა 1 ასეულში ყუმბარმტყორცნელად. 1993 წლის 3 ოქტომბერს დაიჭრა მდინარე გუმისთის მისადგომებთან. მკურნალობის დამთავრების შემდეგ დარუნდა ისევ ბატალიონში, დაინიშნა პირველი ასეულის მესამე ოცეულის მეთაურად,
1993 წლის 17 მარტს მტრის დივერსიული ჯგუფის ლიკვიდაციას ატარებდნენ მეორე ბატალიონის სარეზერვო ძალები. ფრიდონ გეგენავა ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა. მან გამოიჩინა თავი მხედრული მამაცობით, მოსპო რამდენიმე აფხაზი „ბოევიკი“, თვითონ კი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
მ, კორძაია. მეორე ბატალიონი შტაბის უფროსის თანაშემწე, სამწყობრო ნაწილის უფროსი,