ტარიელ ანზორის ძე გეგეშიძე დაიბადა 1962 წლის 15 იანვარს ბაღდადის რაიონის სოფელ ქვედა დიმში. მშობლები ეთერ და ანზორ გეგეშიძეები შრომისმოყვარე, სტუმართმოყვარე და კეთილი ადამიანები არიან.
ტარიელმა რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბაღდადის 69-ე საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1980 წელს.
ტარიელი 17 წლის იყო, როდესაც დაქორწინდა 16 წლის მარინა თედორაძეზე. მათ შეეძინათ სამი ვაჟი: მირზა 13 წლისაა, მერვე კლასის მოსწავლეა,რამაზი 12 წლისაა, მეშვიდე კლასის მოსწავლეა, გიორგი 2 წლისაა მან მამის სახე არ. იცის.
ტარიელი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მშენებლობაზე,ბაღდადის რაიონში, ქუთაისში, თბილისში, სამეგრელოში და სხვადასხვა კუთხეში. იყო შესანიშნავი მძღოლი.
ტარიელს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ გაუვლია, რადგან სრულიად ახალგაზრდას უკვე ორი შვილი ჰყავდა. მაგრამ აფხაზეთის ამბების დაწყებისთანავე ის შევიდა ბატალიონ „ავაზაში“ მოხალისედ, 1992 წლის 12 ივლისს. ბატალიონი „ავაზა“ იცავდა გაგრას, 1992 წლის 25 აგვისტო ტარიელისათვის საბედისწერო აღმოჩნდა, მტრის მუხანათურმა ტყვიამ იმსხვერპლა ლამაზი სიცოცხლე შესანიშნავი ვაჟკაცისა, რომელსაც დარჩა სამი ობოლი ვაჟი, ახალგაზდდა მეუღლე და გამწარებული დედ-მამა,
ტარიელი დასაფლავებულია მშობლიურ სოფელში, ქვედა დიმში, „ევკალიპტების“ "სასაფლაოზე.
ითანამშრომლა შვილმა მირზა გეგეშიძემ, მეუღლესთან ერთად.