სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
პაატა ზაზიკაშვილი (ბაშკირა)  1962-92წწ გარდ. სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. გორი პაატა ზაზიკაშვილი (ბაშკირა)  1962-92წწ გარდ. სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. გორი პაატა ზაზიკაშვილი (ბაშკირა)  1962-92წწ გარდ. სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. გორი

1962-1992 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ზაზიკაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

180       ბეჭდვა

პაატა ზაზიკაშვილი (ბაშკირა) 1962-92წწ გარდ. სოფ. არადუ ოჩამჩირე დაბ. გორი

პაატა ზაზიკაშვილი

    საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულებით, პაატა ზაზიკაშვილი, გამოჩენილი გმირობისათვის, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის | ხარისხის ორდენით. ყველაფერი კი ასე დაიწყო: პაატა ზაზიკაშვილი ,მხედრიონის“ დაარსების დლიდანვე ჩაირიცხა მის რიგებში. სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭაბუკი იბრძოდა სამაჩაბლოში, სადაც ორჯერ დაიჭრა, თუმცა არ შედრკა და კვლავ გააგრძელა ბრძოლა სამშობლოს დასაცავად.

    პირველივე დლიდან ჩაება პაატა აფხაზეთის ძმათამკვლელ ომში, იბრძოდა გაგრაში, შემდეგ ოჩამჩირეში. ბრძოლის დროს მიილო იარებს და მაინც ბრძოლის ველზე იყო... იყო

    ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაინიშნა 1992 წლის 5 ნოემბერს კი „მხედრიონის“ ის ირიცხებოდა, ოჩამჩირის რაიონის სოფ. არადუში მიილო მტრის პოზიციების დაზვერვის დავალება. დავალების შესრულების დროს  პირისპირ შეეჯახა მოწინააღმდეგეს,  პაატა და მისი ორი თანამებრძოლი ნალმზე აფეთქდა. ერთ-ერთი მათგანი ნალმმა მთლიანად დაფლითა, ბარძაყის არეში მძიმედ დაჭრილი პაატა კი მაინც აგრძელებდა ბრძოლას, თუმცა დიდხანს ვერ გაუძლო და სისხლისგან დაიცალა.  სეპარატისტებმა მხედრიონელი პაატა ზაზიკაშვილი 5 მილიონ მანეთად შეაფასეს, მარჯვენა ყური მოკვეთეს და ცოცხალ ტყვეებში გადაცვალეს.


    „უსაზლვროდ უყვარდა სამშობლო. „სამშობლოს უჭირს და სახლში რა გამაჩერებს, ყველა ლაჩარია, ვინც ჩვენს ქვეყანას არ დაიცავსო“ -- იხსენებს შვი-ლის სიტყვებს დედა, ნანი

პაატა ზაზიკაშვილი, მეტსახელად „ბაშკირა“, დაიბადა 1962 წლის 13 აპრილს, ქალაქ გორში. სწავლობდა ხაშურის M3 საშუალო სკოლაში. რვა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბათუმში, ადმირალ უშაკოვის სახელობის საზღვაოსნო სასწავლებელში. მუშაობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში, შემდეგ კი შუშის ქარხანაში ელექტრიკოსად. 1983 წელს დაოჯახდა და ორი ვაჟი, გურამი და ლაშა შეეძინა და იზრდებიან პაატას ფუძეზე „ლეკვები მგლისანი“, იზრდებიან გმირი მამის სასახელოდ. ამაყობენ მისი სახელით და, ალბათ,

„ისე არ ამოწყდებიან

ჯავრი არ სჭამონ მტრისანი“.



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0