სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
პეტრე ტელიაფუსი 1957-92წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხაშური პეტრე ტელიაფუსი 1957-92წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხაშური პეტრე ტელიაფუსი 1957-92წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხაშური

1957-1992 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ტელიაფუსი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

პეტრე ტელიაფუსი 1957-92წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხაშური

პეტრე ტელიაფუსი გარდ 15 ივნისი 1992 წელი

პეტრე ანატოლის ძე ტელიაფუსი დაიბადა 1958 წლის ოქტომბერს ქალაქ ხაშურში, მოსამსახურის ოჯახში. დედა – ქართველი, მამა – პოლონელი.

1965 წელს შევიდა ა/კ რკინიგზის M# 5 საშუალო სკოლის პირველ კლასში.

დაამთავრა 1975 წელს. 1976 წლის ოქტომბერში გაწვეული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა გერმანიაში, ქ. პოტსდამში. სამხედროდან დაბრუნების შემდეგ დაცოლშვილდა და შეეძინათ ორი შვილი – მადონა და ანატოლი. მუშაობდა საყოფაცხოვრებო მომსახურეობაში, ხოლო შემდეგ გახსნილი ჰქონდა მცირე საწარმო, რომლის თავმჯდომარეც იყო. 1988 წლიდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. სამ წელზე მეტხანს იდგა იქ, სადაც საქართვლოს ყველაზე მეტად უჭირდა. პირველად წმინდა ილიას საზოგადოებაში ' შევიდა, შემდეგ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი გახდა. არცერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქცია არ ჩატარებულა მისი მონაწილეობის გარეშე. მალე აფხაზეთში დაიღვარა ქართველთა სისხლი: ბევრ ქართველ პატრიოტთან ერთად პირველი გაეშურა მოძმეთა დასახმარებლად. 1988 წლის ნოემბერში, როცა სამაჩაბლოში დაიძაბა სიტუაცია, მხედრიონის სხვა წევრებთან ერთად ისიც იცავდა ქართულ სოფლებს, კვირაობით ტანგაუხდელი ნახევრად მშიერი ეხმარებოდა მიწისძვრის დაზარალებულებს. ის, როგორც გვარდიის ხაშურის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური, ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყო. 1992 წლის 13 ივნისს ტანკმა გასრისა გორში, როდესაც დაჭრილი გამოჰყავდა, ასე დასრულდა მისი ერთგულება თავისი ხალხისა და სამშობლოს წინაშე.ვერ მოესწრო თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას.

ნათელში იყოს!


საქართველოს მწვანეთა გაზეთი, „დედამიწა“, 1992 წ. 30 ივნისი. ამონაწერი სტატიიდან, „მე ვარ ბანდიტი?“ სტატიის ავტორი ავთანდილ გურასაშვილი.

იხსენებს საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან არსებული ასოციაცია „ორბი-92“-ის წევრი, გია ბოჭორიძე;

„- კიდევ ერთ ბიჭზე მინდა გიამბოთ, ჭაღარა, მაღალი, მხარბეჭიანი და ახოვანი იყო. ხაშურის ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. ყველას ასე, 45 წლის გვეგონა, მაგრამ ოცდათხუთმეტისა, დედისერთა ყოფილა. მართლა ჯიგარი ბიჭი იყო. პეტრე ერქვა, ეროვნებით ბერძენი. ლამით, ოსების ერთ-ერთი მძლავრი შემოტევის დროს, ცოტა უკან დავიხიეთ, საბრძოლო პოზიცია მიწათხრილებში დავიკავეთ. უცებ, ვხედავთ, მიწათხრილების ზემოთ პეტრე მოალაჯებს, ავტომატი თოხივით მხარზე გაუდია და თან ქათმის ბარკალს კბილებით ისე არხეინად გლეჯს, თითქოს არაფერი ხდებაო. ყველანი თვალებდაჭყეტილები ვუყურებდით, მერე დაგვიცაცხანა, ამ ორმოებში რას ჩამძვრალხართ, მომყევითო და, მოულოდნელად, წინ გაიჭრა. მისმა მხნეობამ ყველა გაგვამხნევა და იერიშზე გადავედით, როცა დავბრუნდით და პეტრეს ახლოდან შევხედეთ, მთლად გაფითრებულიყო, მხარში და ბარძაყში დაჭრილიყო. დიდხანს არ გვიმხელდა, ბოლოს, ანალგინი ხომ არ გაქვთო. დილით, 7 საათზე, უკვე გორში წავიდა, იქ რუსის ჯართან ბრძოლაში კიდევ სამი ტყვია მოხვდა. ეს დაცხრილული კაცი კვლავ ფეხზე იდგა და დაჭრილ მეომარს მოათრევდა. ისეთი ცეცხლი და გრგვინვა იყო, ვერც გაიგო, უკნიდან როგორ წამოეპარა ტანკი. იმ ტანკმა მუხლუხებით გასრისა“.

    გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1992 წლის 11 ივლისი სტატია „სინდისი მქენჯნის“ ავტორი სანდრო მრევლიშვილი


(იბეჭდება შემოკლებით)

–- ამ ფოტოზე სერგო ედიშერაშვილმა შარშან, სექტემბერში აღგვბეჭდა ტელერადიოდეპარტამენტის შენობასთან. ბევრის მთქმელი სურათია: ტანკი, ბავშვი ჯარისკაცის კალთაში, მშვიდი გვარდიელები.

–- ოცდაექვსი ივნისის გაზეთი, „რესპუბლიკა“ რომ გადავშალე, ელდა მეცა. დაღუპულ ვაჟკაცთა ხუთი სურათი. მათ შორის პეტრე ტელიაფუსი -- ვაჟკაცი, რომელთან ერთადაც ბედმა ერთ სურათზე აღმბეჭდა. რა ვიცოდი მაშინ, სექტემბერში...

–– როგორ მოვერიო ცრემლს! არ ვიცი, ჩემო პეტრე, რა გითხრათ შენ, შენს ახლობლებს, შენი ოჯახის წევრებს. შენ არ მოკვდი, შენ მარადიულობაში გადახვედი. ჩვენ აქ დავრჩით, დროებით სამყოფელში. ვიდრე ცოცხალი ვიქნები, შენ ჩემთან ერთად ივლი ამ ქვეყანაზე. მართალია, ყოველთვის დარცხვენილი შევხედავ ამ ფოტოს. დარცხვენილი იმიტომ, რომ შენ ჩემს დასაცავად მოევლინე ამ ქვეყანას. მე დამიცავი და სააქაო დატოვე. ჩემთვის ნასროლ ტყვიას გადაუდექი. ნაზრახ სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინე. დიდება შენ და შენს თანამებრძოლებს.

    ჩემი მადლობა მარტო შენ არ გეკუთვნის. მარტო შენს ხსოვნასთან არა ვარ დარცხვენილი. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა გვარდიელის და ყველასი მცხვენია; იმის მაგივრად, რომ ხელისგულზე გატაროთ, ფიანდაზი დაგიფინოთ, თქვენით ვიამაყოთ და თქვენთვის ვილოცოთ, საყვედურებით აგავსეთ და მავანთ კი თქვენი ლანძღვა-გინება ლამის მთავარ საქმედ გაიხადეს ამ ბოლო დროს.

    –- სინდისი მქენჯნის, ვამბობ.. ჯერ იმიტომ, ჩემო პეტრე, რომ კვლავ არ ვდგავარ შენ გვერდზე იარაღით, რომ იმ ტყვიას მე არ გადავეფარე, მე. არ გაგამხნევე და თუ მოსახდენი მაინც მოხდებოდა, თვალები მე არ დაგიხუჭე. რას იზამ: ძალიანაც რომ გთხოვოთ, ომში არ წამიყვანთ გვარდიელები, მანდ დაეტიე და შენი საქმე აკეთე, ომი ჩვენ გვაცალეო, მეტყვით, როგორც არაერთხელ გითქვამთ. ეს მეც კარგად მესმის და მაინც, მცხვენია. მაინც იმას ვფიქრობ, ჩემო პეტრე, ნუ გაჭირდება, თორემ...

    –- მსუბუქი იყოს, ჩემო პეტრე, შენთვის მშობლიური მიწა, სხვას რომ არ დაუთმე და იმავ მიწად იქეც. ბოლოს ერთად შეგვყრის ეგ მიწა მოყმესა და მხცოვანს, და იმედი მაქვს, ამ შეყრის ჟამს, ჩვენ, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, პირშერცხვენილნი არ მოვალთ შენთან და იმ საქმის საბოლოო გამარჯვების ამბავსაც გეტყვით, სახელად მომავალი რომ ჰქვია. მე შენს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს არ ვიცნობ. იქნებ, ჩემმა დაგვიანებულმა სამძიმარმა ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს მათ სევდა. გავკადნიერდები და ვეტყვი მათ: მაღლა ასწიეთ  თავი, რადგანაც პეტრეს ჭირისუფალი მთლიანად საქართველოა.

გაზეთი „ალიონი“ 1992 წელი, 20 ივნისი სამ წელზე მეტია საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მიმდინარეობს, სამ წელზე მეტია პეტრე იქ დგას, სადაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს. პირველად წმინდა ილია მართლის საზოგადოებაში შემოვიდა, შემდეგ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი გახდა. არც ერთი მშვიდობიანი პოლიტიკური აქცია არ ჩატარებულა მისი მონაწილეობის გარეშე. მალე აფხაზეთში დაიღვარა ქართველი კაცის სისხლი. ბევრ ქართველ პატრიოტთან ერთად, პეტრე, ერთ-ერთი პირველი გაეშურა იქით მოძმეთა დასახმარებლად. 1989 წლის ნოემბერში სამაჩაბლოში დაიძაბა სიტუაცია. „მხედრიონის“ სხვა წევრებთან ერთად, ისიც იცავდა ქართულ სოფლებს, ტყე იყო მათი სახლი და კარი, იქ ეძინათ და იქ იბრძოდნენ, კვირაობით ტანგაუხდელები. შემდგომ იყო ქვემო ქართლი, თურქ მესხებს გადაუდგა წინ წითელ ხიდთან და ა.შ.

    არაფერს ითხოვდა თავისი ღვაწლის საფასურად. თავდადება სამშობლოს წინაშე მოვალეობად მიაჩნდა. შვილების აღზრდაშიც სამაგალითო მამა იყო. მოტყუებამ და პირის გატეხამ შეიწირა პეტრეს სიცოცხლე, თორემ პირდაპირ მოსულ მტერთან შეუდრეკელი იყო, –– არასდროს დაცემულა.

    წავიდა ჩვენგან წესიერი და ზრდილი ადამიანი, რომლის შესაქებად სიტყვებს არ დაიშურებს კაცი. მისი ღირსეული ცხოვრება მაგალითი იქნება სხვებისათვის, მის მაგალითზე გაიზრდებიან მისი შვილებიც. გული გვწყდება, რომ ვერ მოესწრო მტერზე გამარჯვებას. მისი მეგობრები მიიყვანენ საქმეს ბოლომდე, პეტრეს ჯავრს მტერს არავინ შეარჩენს. მშვიდობით, ჩვენო კარგო მეგობარო.

 საქართველოს ეროვნული გვარდია.

 საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია.

საქართველოს მხედრიონი.

 საქართველოს სახალხო ფრონტის ხაშურის რეგიონული ორგანიზაცია,

სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ხაშურის რაიონული ორგანიზაცია.

მერაბ კოსტავას საზოგადოების ხაშურის ფილიალი.

გაზეთი „ალიონი“, 1992 წელი, 20 ივნისი საქართველოს მოაკლდა მოტრფიალე და თავდადებული ადამიანი, რომელიც შეეწირა ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობას. ის იყო რიგითი ჯარისკაცი, „შავი საქმის“ გამკეთებელი და გულადი პატრიოტი. მისი მომღიმარი სახე ყოველთვის ანუგეშებდა და იმედს ჰგვრიდა თანამებრძოლებს. პეტრე ტელიაფუსი ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც საქართველოს ჯარისკაცი, ერთგული მეგობარი და მუდამ მომღიმარე ახალგაზრდა კაცი.

–– საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ხაშურის ორგანიზაცია.

ძალიან ძნელია დაწერო ისეთ ადამიანზე, რომელსაც არასოდეს შეხვედრიხარ. კიდევ უფრო ძნელია დაწერო გმირზე, რომელზეც მთელი ქვეყანა ლაპარაკობს და რომელიც ყველასათვის საყვარელ ადამიანად ქცეულა. პეტრე ტელიაფუსის მეგობრების ზემოთ მოყვანილ ჩანაწერებს აღარაფრის დამატება სჭირდება, რამეთუ თითოეულში ნათლად ჩანს მისი ღირსეული პიროვნება. დავამატებთ მხოლოდ ერთს, პეტრეს დარჩა დედა –– ნატალია ბლიაძე, მეუღლე –– მაია ცხოვრებაძე და შვილები –– ანატოლი (ტოლიკა) და მადონა. მადლობა ღმერთს! პეტრეს ფუძეზე ცხოვრობს ვაჟკაცი, რომელიც აუცილებლად მამასავით გმირი მამულიშვილი იქნება. პეტრესაც ასე ენდომებოდა, რადგანაც

„ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“.



ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური


სრული 60 მებრძოლის სია მასალა აღებულია წიგნიდან ისინი იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  გამოცემა 2003 წელი წიგნზე იმუშავეს გოგა ხაჩიძე, შერაზადიშვილი  გადადი ლინკზე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0