მურთაზ გურამის ძე გოგსაძე, დაბადებული 1966 წლის 29 ნოემბერს ბაღდადაის რაიონში, განათლება – ტექნიკური, ცოლშვილიანი,1983 წელს დაამთავრა მაიაკოვსკის სახელობის ბაღდადის საშუალო სკოლა,85 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის კოოპერატიულ ტექნიკუმში, რომლის დამთავრების შემდეგაც მუშაობდა ქ. ბაღდადში ავეჯის მაღაზიის გამგედ.
1993 წლის 25 იანვარს მოხალისედ შევიდა 114-ე ბატალიონ „ავაზაში“, 25 თებერვალს ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს სოფელ ტამიშთან ვაჟკაცურად დაეცა ბრძოლის ველზე.
დასაფლავებულია ბაღდადში გოგსაძეების საგვარეულო სასაფლაოზე.
...
ომში უმყოფელს ვაშკაცსა
ომი უბრალო ჰგონია,
ხმლის ქნევა, ფარის ფარება.
ფარიკაობა გონია.
ხალხური