სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
დავით კასრაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი დაბ. სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი სამაჩაბლო დავით კასრაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი დაბ. სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი სამაჩაბლო დავით კასრაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი დაბ. სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი სამაჩაბლო

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი კასრაძე სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

დავით კასრაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი დაბ. სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი სამაჩაბლო

დავით ავთანდილის ძე კასრაძე  დაიბადა 1971 წლის 28 სექტემბერს,მოსამსახურის ოჯახში,ცხინვალის რაიონის სოფელ  მამისაანთუბანში.


 1977-78 წლებში  შევიდა ქალაქ ცხინვალის №1 საშუალო სკოლაში.

რომლის სრული კურსი დაამთავრა I988 წელს, შემდეგ დაეუფლა მძღოლის პროფესიას. 

ეროვნული მოძრაობის გამო საბჭოთა არმიის რიგებში არ უმსახურია.

მალე ცხინვალში, ასევე მთელს რეგიონში დაიწყო ეროვნული კონფლიქტები.დათო სხვა თანასოფლელ ბიჭებთან ერთად იღებდა ზომებს სოფლის უსაფრთხოებისათვის. ოსი ექსტრემისტები არ ინდობდნენ ქართველობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭებს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, სკოლიდან რომ ბრუნდებოდნენ, ოსი ბავშვები უხვდებოდნენ ქართველ ბიჭებს და ჩხუბს უტეხავდნენ ხოლმე...


ეს არეულობა რომ მოხდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა სახლი მიტოვებული, როცა 1991 წლის 26 აგვისტოს დათოს სარკმლიდან ესროლეს. დათო და მისი მეუღლე ნინო ბეწვზე გადარჩნენ. ამის შემდეგ უფრო. გაუძლიერდა დათოს სურვილი, რომ დაეცვა ჩვენი სამშობლო. ხშირად თავის უფროს ძმასთან ნუკრისთან ერთად იდგა პიკეტებზე, ბოლოს, როდესაც გაიგო, რომ მამისაანთუბნის მისადგომებთან სჭირდებოდათ ბიჭები შერეულ სამშვიდობო ძალებში. თანასოფლელებთან ერთად დათოც ჩაეწერა. ჩვენ, მშობლები, ვუშლიდით. ვეუბნებოდით,მეუღლე გყავს, ორი უსუსური შვილი გყავს, შენზე არავინ არაფერს იტყვისო.

დათომ არ დაგვიჯერა: ჩვენს უბანს და ცხინვალს უცხო ბიჭები იცავენ და მე რატომ არ უნდა ვიყო იქ? მე ეს იმიტომ უფრო მეკუთვნის, რომ ორი შვილი მყავსო.

1992 წლის 14 სექტემბერს დათომ სურვილი აისრულა. შევიდა შერეული სამშვიდობო ძალების რიგებში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მსახურობდა.

დიდი სიხარული იყო მისთვის, როდესაც მამისაანთუბანშე ჩავიდა და ნახა ჩვენი სახლი, რომლის შესახებ ცხრა თვის განმავლობაში. არაფერი ვიცოდით.მართალია, გული დაწყდა, რომ ჩვენი სახლი და ეზო-კარი. გაუბედურებული და გაპარტახებული დახვდა, გული მაინც იმედით ჰქონდა სავსე: მალე დავბრუნდებით ჩვენს სახლებში და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც გვქონდაო.

დათო და ჩვენი სოფლის ათი ახალგაზრდა ბიჭი რაკი შერეულ სამშვიდობო ძალებში იყვნენ, გამცილებლის როლსაც ასრულებდნენ. შემოდგომით მამისაანთუბნის ოსებს დააბინავებინეს მოსავალი. მათ არავინ ერჩოდა, მაგრამ როდესაც აღარ ჭირდებოდათ ჩვენი „უბნის ბიჭები“, ოსმა ბარბაროსებმა დაუნაღმეს გზა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ამ გზაზე ჩვენი ბიჭები გაივლიდნენ...

და სწორედ 1992 წლის 18 ნოემბერს დავალების შესრულების დროს სოფელ მამისაანთუბანში ნაღმზე აფეთდა მანქანა, რომელშიც იჯდა ხუთი მამისაანთუბნელი ჭაბუკი, მათ შორის დავით კასრაძეც.

დათო 21 წლის იყო. ნაადრევად მოეკიდა ოჯახს, ნაადრევად წავიდა ოჯახიდან, წავიდა და დატოვა 21 წლის მეუღლე ნინო, 2 წლის თეა და სამი თვის ანი, მოხუცებული მშობლები და ორი ძმა.

ყველა დასანანია სიკვდილისთვის, მაგრამ ყველაზე ძნელი ის არის, რომ.

შენი სახლ-კარიდან ლტოლვილი ხარ, რომ შენს ოჯახში არ დაგიტირონ და შენს სასაფლაოზე არ დაიმარხო ახლობლების გვერდით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.04.2022
სულ რედაქტირებულია 2




კასრაძე სპირიდონ ანდრიას ძე მართლმ. მღვდელი 1908 წელს მოღვ. სოფ. ტირძნისი, გორი

1 0

კასრაძე დიმიტრი ანდრიას ძე მართლმ. მღვდელი 1908 წელს სოფ. ქემერტი, ცხინვალი

2 0

კასრაძე

1 0

კასრაძე სერგი რომანის ძე. დ.1959წ. რუსთავის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. დაბ. ბათუმი.

2 0

კასრაძე სასულიერო ოჯახი, ღვთიმსახურნი წარმ. სოფ. ქემერტი (ცხინვალი)

1 0

არკადი ილიას ძე კასრაძე 1981-2022წწ 41 წლის გარდ. რუბეჟნოი, უკრაინა, პარტიზანი. დაბ. ერგნეთი გორი, სამაჩაბლო

2 0

მერაბი თენგიზის ძე კასრაძე 1961- 93 წელი დაკარგ. ბაბუშერა აფხაზეთი

2 0

კონსტანტინე კასრაძე 1954-92წწ. გარდ. ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ერგნეთი გორი ქართლი

3 0


ნუგზარ კასრაძე 1955-91წწ. გარდ. 44 წლის, სოფ. ერდევი ცხინვალი სამაჩაბლო დაბ. სოფ. ქემერტი ცხინვალი სამაჩაბლო

3 0


კასრაძე ა.ო. დაბ. გორი

2 0


ნინო კასრაძე 1970წ მსახიობი.წარმ. ქართლი. დაბ.თბილისი.

1 0


გივი კასრაძე 1929წ მხატვარი, რეჟისორი სოფ. ერგნეთი, სამაჩბლო.

1 0


დინარა კასრაძე 955წ. ექიმი, მთარგმნელი, მხატვარი, პოეტი, რუსეთი, ქ. მოსკოვი.

1 0


ქართლოს კასრაძე 1926-2005წწ მსახიობი, მწერალი, თბილისი

1 0


დავით კასრაძე 1885-1965წწ მთარგმნელი, მწერალი, სოფ. ავნევი, გორი, ქართლი

2 0


ელგუჯა ივანეს ძე კასრაძე 1935-1956წწ მოჭიდავე დაბ. სოფ. კავთისხევი კასპი

2 0