სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9140

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მამუკა კაციტაძე 1965-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქ. საჩხერე იმერეთი მამუკა კაციტაძე 1965-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქ. საჩხერე იმერეთი მამუკა კაციტაძე 1965-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქ. საჩხერე იმერეთი

1965-1992 წწ. გარდ. 27 წლის

სამაჩაბლო

გვარი კაციტაძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

მამუკა კაციტაძე 1965-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქ. საჩხერე იმერეთი

მამუკა გიორგის ძე კაციტაძე. დაიბადა 1965 წლის 6 ოქტომბერს ქ. საჩხერეში, 1982 წელს დაამთავრა საჩხერის მე-2 საშ. სკოლა. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე.


1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. უშუალო მონაწილეა 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის დღეებისა, 1989 წლიდან არის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი და ამავე პარტიის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ბავშვობიდან იტაცებდა მხატვრული ლიტერატურა, წერდა ლექსებს. მისი საყვარელი მწერლები იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, საყვარელი. პოეტი – მურმან ლებანიძე, საყვარელი ლექსი – ხალხური – „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, იყო ღვთისმორწმუნე, საოცრად კეთილი, მეოცნებე და ბავშვივით სუფთა.

მისი ცხოვრების კრედო კარგად ჩანს მისივე ლექსში:


ოცი წლის ვარ და მაქვს გადაწყვეტილი

ორმოცი საუკუნე ვზიდო,

ჩემი სიცოცხლის წლები დარჩენილი 

სამშობლოს აკიდოზე ვკიდო. '

ერთხელ არჩეული გზიდან არასოდეს გადაუხვევია.

ბესიკ ქუთათელაძესთან ერთად მისი წვლილიც არის პირველი ეროვნული •საჯარისო ფორმირების შექმნაში. 

იბრძოდა სამაჩაბლოში ომის დაწყების პირველი დღიდანვე. 

1992 წლის 12 ივნისს საჩხერელებმა კვების პროდუქტები გაუგზავნეს სამაჩაბლოში საომრად წასასვლელ საჩხერის ბატალიონის მებრძოლებს,რომლებიც დროებით გორში იყვნენ დაბანაკებული. მათ გაჰყვა მამუკაც ყავარჯნებით.

13 ივნისს მოხდა ცნობილი შეტაკება გორში რუსის ჯარსა და გვარდიელებს შორის. დაჭრილი მეგობრების მოსაძებნად ქალაქში გასული მამუკა იმსხვერპლა  რუსი ტანკისტის ტყვიამ. საავადმყოფოში გრძნობაზე მოსვლისთანავე  მოიკითხა: ხომ ცოცხლები ხართო? დაჭრილმა მხოლოდ სამი დღე იცოცხლა.

აუსრულდა ლექსში ნაოცნებარი;

„საქართველოვ, შენთვის დავბადებულვარ!

შენთვის მინდა სიცოცხლეც და სიკვდილიც“.

ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. შეწყდა ოცნება ლამაზ სუფთა ქართულ ოჯახზე...

მამუკა კაციტაძის ინიციატივით საჩხერეში დაარსდა არაფორმალური გაზეთი „მიზანი“,

მამუკა კაციტაძის სახელს დავიწყება არ უწერია.




ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 09.07.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 22.01.2022


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 22.01.2022





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა