სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10735

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
კახა მიქელაძე 1972-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი კახა მიქელაძე 1972-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი კახა მიქელაძე 1972-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

1972-1992 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი მიქელაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

77       ბეჭდვა

კახა მიქელაძე 1972-92წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

კახა მიქელაძე დაიბადა 1972 წლის 29 ივნისს ქ. თბილისში. 1980 წელს შევიდა ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლაში. 1988 წელს გადავიდა 164-ე სკოლის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ჯგუფში, რომელიც. დაამთავრა 1989 წელს. იყო ნიჭიერი, გონიერი მოსწავლე. დაინტერესებული იყო სპორტით. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი. ოცნებობდა მსახიობი გამხდარიყო, უკრავდა და მღეროდა. ცეკვავდა ანსამბლ „თბილისში“, წერდა ლექსებს,მაგრამ არ აჩენდა. 



1991 წელს ეროვნულ გვარდიაში შევიდა მოხალისედ. მსახურობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში. როდესაც სამაჩაბლოში საჭირო შეიქმნა საჯარისო ნაწილების შესვლა, თავის თანამებრძოლებთან ერთად კახაც სამაჩაბლოში წაიყვანეს. 1992 წლის 13 ივნისს მონაწილეობა მიიღო ბესიკ ქუთათელაძის მიერ განხორციელებულ ოპერაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქ. გორში იარაღის ჩატანას, რის შედეგადაც მოუხდათ რუსეთის საჯარისო ნაწლთან შეტაკება, და ვერაგულად დახოცეს 16 გვარდიელი, მათ შორის კახა მიქელაძეც; სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ გადაუჭრა არტერია, მერე. კი წაქცეულს, ტანკზე მდგარმა ჯარისკაცმა მთელი ავტომატის ჯერი დაახალა ბეჭებში...

კახას ძალიან უყვარდა მეგობრები. მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ მიუტოვებია განსაცდელში ჩავარდნილი თავისი მებრძოლები. ბევრის სიცოცხლეც იხსნა. ბოლოს კი იმ დროს მოუსწრო მტრის ტყვიამ, როდესაც დაჭრილ მეგობარს შველოდა სამშვიდობოზე გასვლაში. 

კახას სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს ოფიცრის წოდება, ერთ-ერთ ოცეულს კი – კახა მიქელაძის სახელი.

კახა მიქელაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II  ხარისხის ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.07.2021
ბოლო რედაქტირება 17.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0