სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9037

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
როლანდ ტოლიაშვილი 1949-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ქსუისი ცხინვალი სამაჩაბლო როლანდ ტოლიაშვილი 1949-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ქსუისი ცხინვალი სამაჩაბლო როლანდ ტოლიაშვილი 1949-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ქსუისი ცხინვალი სამაჩაბლო

1949-1991 წწ. გარდ. 42 წლის

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

66       ბეჭდვა

როლანდ ტოლიაშვილი 1949-91წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. სოფ. ქსუისი ცხინვალი სამაჩაბლო

დაიბადა 1949 წლის 16 სექტემბერს გორის (ყოფილ ცხინვალის)რაიონის სოფელ ქსუისში.

მამა – არჩილ მიხეილის ძე ტოლიაშვილი – გლეხი, სამამულო ომის ინვალიდი. გარდაიცვალა 1970 წელს.

დედა – ანა ტოლიაშვილი – დიასახლისია.


7 წლისა შევიდა ქსუისის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1966 წელს, შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის კოოპერაციულ სასწავლებელში,რომლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევამდე მუშაობდა თავისსავე სოფელში.

1968 წლის მაისში გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც მსახურობდა 1971 წლის მაისამდე. მისი სამსახურის ადგილი იყო ბალტიისპირეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტი.

1972 წელს შექმნა ოჯახი. ჰყავს მეუღლე – ელისო სოლომონის ასული.

ტოლიაშვილი და სამი ვაჟი: არჩილი, ჭაბუკა, მოგელი.

1979 წლიდან მუშაობდა „თბილგვირაბმშენის“ # 13 რაზმში, რომელმაც ააშენა როკის გვირაბი, შემდეგ კი იმავე რაზმს გადაჰყვა ტრანსკავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე. ამ გაერთიანებაში მუშაობდა იგი სიცოცხლის ბოლომდე.

1989 წლის 23 ნოემბრიდან, როცა დაიწყო ეთნოკონფლიქტი სამაჩაბლოში ქართველებსა და ოსებს შორის, როლანდ ტოლიაშვილი უყოყმანოდ ჩადგა 

 ყველაზე ძალიან სჭირდებოდა თავის ხალხს. მისი ეს აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ოს ექსტრემისტებს. მას დასდევდნენ, რომ. როგრმე ხელში ჩაეგდოთ. ეს ბნელი განზრახვა სისრულეში მოიყვანეს 1991 წლის 1 ნოემბერს.

გზად მიმავალს ჩაუსაფრდნენ და საკუთარი მანქანიანად ახლობელ ნათესავთან და განუყრელ თანამებრძოლთან ანდრო (ცაცი) ოქროპირიძესთან ერთად შეიპყრეს იგი. როლანდის შეპყრობის ამბავი იმავე დღეს ცნობილი გახდა ყველასათვის და მოითხოვეს მისი დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. მის დაბრუნებაში მოითხოვეს ჯერ პატიმრობაში მყოფი ოსი მოქალაქის განთავისუფლება, შემდეგ კი დიდძალი თანხა (მილიონნახევარი). ყველაფრის შესრულება აღვუთქვით,მაგრამ ისინი დაპირებას არ გვისრულებდნენ, მხოლოდ გვაიმედებდნენ, რომ აუცილებლად გამოუშვებდნენ. ასე გვატყუეს I7 ნოემბრამდე, როცა განგვიცხადეს, რომ იგი წამებით მოკლეს 3 ნოემბერს, მაგრამ მაინც არ გვაძლევდნენ მის ცხედარს, ვიდრე მათივე ეროვნების ადამიანს, ქართველთა მიერ მძევლად. აყვანილს, არ მიუყვანდნენ. დიდი წვალების, ძებნის შემდეგ ამ პიროვნებასაც მიაგნეს ამხანაგებმა და თანამებრძოლებმა. ამის შედეგად სიკვდილიდან 21-ე დღეს, 24 ნოემბერს გადმოვასვენეთ და მივაბარეთ მშობლიური სოფლის მიწას როლანდ ტოლიაშვილის ნატანჯი სხეული.

ვიდრე ცხედარს მოგვცემდნენ, იმით იმედგადაწყვეტილებმა, რომ მისი სხეული საერთოდ აღარ არსებობდა დედამიწაზე, მოვაწყეთ სიმბოლური დასაფლავება: მიწას მივაბარეთ ცარიელი კუბო, რომელშიც ელაგა მიცვალებულის ტანსაცმელი და გადიდებული სურათი.

ცხედრის გადმოყვანისას კი ხელმეორედ ამოვიღეთ კუბო სამარხიდან და რაკი ჩაცმა. შეუძლებელი იყო, ზეწრით გადავიტანეთ ცხედარი საავადმყოფოს საკაციდან კუბოში და ასე მოგვიხდა ერთი მიცვალებულის ორჯერ დასაფლავება.

როლანდ ტოლიაშვილის ახლობლები

 



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 16.07.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 23.12.2021





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

2 0


სამაჩაბლო


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა