გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
ილია ადამაშვილი დაიბადა 1970 წლის 9 ივლისს.
თბილისის 177-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფიზიკური
კულტურის ინსტიტუტში: სამწუხაროდ არ დასცალდა არც დიპლომის გამოყენება და არც ოჯახის შექმნა.
ილია პატარაობიდანვე ნიჭიერი ბავშვი იყო. ყველა საგანს კარგად სწავლობდა, მათემატიკაში კი ბადალი არ ჰყავდა. სპორტი, მუსიკა, ლიტერატურა მისი ჰობი გახლდათ.
გიტარაზე უკრავდა, ველოსპორტში უამრავი ქების სიგელი აქვს მიღებული. ძალიან ბევრს კითხულობდა, ამიტომაც სასიამოვნო მოსაუბრე იყო. სპეტაკი, პატიოსანი, ერთგული ”“ ასე ახასიათებენ მას ნაცნობ-მეგობრები. თანამებრძოლებმა კი მისი მოუსვენრობისა და უშრეტი ენერგიის გამო „პტიცა“ შეარქვეს.
1992 წლის ნოემბერში ილია ჩაეწერა საქართველოს ეროვნული გვარდიის„თეთრი არწივის“ ბატალიონში. მან თავის უპირველეს მოვალეობად მამულის დაცვა ჩათვალა. გულანთებული ვაჟკაცი უღალატო თანამებრძოლად იქცა. ყველას სიყვარული დაიმსახურა. ომმა მას ჯერ განუზომელი ტკივილი მიაყენა დაღუპული ბიჭების გამო, რომელთაც თვითონ აპატიოსნებდა და აბარებდა მიწას, ხოლო შემდეგ თავადაც შეეწირა – 1993 წლის 29 ივნისს დრანდასთან დაასრულა სიცოცხლე.
***
„აწმყო, შობილი წარსულისაგან,
არის მშობელი მომავალისა.“
ლეიბნიცი