ლელაძე გიორგი დავითის ძე 13 ნოემბერი 1919 წელი დაბადების ადგილი: სოფელი საზანო, თერჯოლის რაიონი.
დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში.
დიდი სამამულო ომის დროს (1941-1945) მონაწილეობდა ბრძოლაში კურსკის შვერილზე, ბრიანსკის, ბელორუსიის ფრონტების ოპერაციებში, პოლონეთის გათავისუფლებაში; 1944 წლის 5-6 სექტემბერს ღამით მან პირველმა გადაიყვანა თავისი ათასეული მდინარე ნარვის დასავლეთ სანაპიროზე და დაიკავა პლაცდარმი. ომის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საარქიტექტურო ინსტიტუტში და საცხოვრებლად მოსკოვში დამკვიდრდა. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1942-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
- ლენინის ორდენი
წყარო-nplg.gov.ge
გარდაიცვალა 1993 წელს დაკრძალუალია მოსკოვში
Награды и премии |
---|