სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
კონსტანტინე  ნიკოლოზის ძე ლესელიძე 1903-1944წწ, 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ხვარბეთი, ოზურგეთი, გურია.

1903-1944 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ლესელიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე 1903-1944წწ, 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ხვარბეთი, ოზურგეთი, გურია.

კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 2 ოქტომბერი]1903, სოფ. ხვარბეთიოზურგეთის მაზრა — გ. 21 თებერვალი1944მოსკოვი) — ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, მე-18 სადესანტო არმიის სარდალი, საბჭოთა კავშირის გმირი (1971 )


ბიოგრაფია

გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძის მამა — ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე
კ. ნ. ლესელიძე და მისი ვაჟიშვილი ოთარი. მე-18 არმია. 1943 წლის ივლისი


















ადრეული წლემისი მშობლები იყვნენ მამა მეშჩანინი ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე, დედა ნინო პავლეს ასული ქაჯაია. ნიკოლოზ ლესელიძე ნასაკირალის ბრძოლის მონაწილე იყო.

1912—1913 წლებში მუშაობდა ჩაქვის ჩაის პლანტაციაში მუშად საუფლისწულო მამულის უწყებაში. მოგვიანებით ლესელიძეების ოჯახი სოფელ ხვარბეთიდან ქალაქ ოზურგეთში გადავიდა საცხოვრებლად, ნინო ქაჯაიას მამის მიერ ნაჩუქარ სახლში, ბათუმის ქუჩაზე. ამ დროს 1913—1917 წლებში კონსტანტინე სწავლობდა სოფელ ზვანის ორკლასიან სასწავლებელში. 1917—1919 წლებში სწავლობდა ოზურგეთის ორკლასიან დაწყებით სკოლაში, 1919—1921 წლებში ოზურგეთის გიმნაზიაში და 1921 წელს მაისში დატოვა მეხუთე კლასი.

1920 წელს გახდა კომკავშირის წევრი. 1921 წლის მაისში გახდა კავკასიის წითელდროშოიანი არმიის კურსანტთა აღმოსავლეთის ბრიგადის კურსანტი. იმავე წლის აგვისტოში კი გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის კურსანტი. 1922-1925 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ოცეულის მეთაური. 1924 წელს ჩააბარა გამოცდები ნორმალური საარტილერიო სკოლის კურსებზე. ამავე პერიოდში მონაწილეობდა საქართველოში ანტი-საბჭოთა გამოსვლების ჩახშობაში.


სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წელს დაინიშნა გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწის მოვალეობის დროებით შემსრულებლად და გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1926—1927 წლებში იყო გაერთიანებული ქართული სამხედრო სკოლის ბატარეის მეთაურის თანაშემწე. 1927—1928 წლებში იყო კავკასიის წითელდროშოვანის არმიის პირველი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაური. 1928-1929 წლებში განაგრძო სწავლა, იყო მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების საარტილერიო კურსების სმენელი დეტსკოე სელოში.

1929 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშოიანის არმიის 1–ლი ქართული მსროლელი პოლკის ბატარეის მეთაურად. 1930 წელს დაინიშნა კავკასიის წითელდროშიანის არმიის მე–5 ქართული მსროლელი პოლკის დივიზიონის მეთაურად. 1931-1937 წლებში იყო კავკასიის წითელდროშიანის არმიის მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის მეთაური და კომისარი. 1937—1938 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 63–მე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური და კომისარი. ამავდროულად, 1934 და 1937 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ყრილობების დელეგატი.


1938 წელს დატოვა კავკასია და 1941 წლამდე იყო ბელორუსიის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსი. 1939 მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში მე–5 მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად.


საქართველოს სსრ მშრომელთა დელეგაცია სტუმრად მე–18 არმიაში. სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: პოეტი ლეონიძე გიორგი ნიკოლოზის ძე, გენერალ–მაიორი სიმონ კოლონინი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი მიხეილ ბარამია, გენერალ–პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე, ახალციხის რაიკომის პირველი მდივანი გიორგი კირვალიძე; დგანან: არმიის სარდლის ადიუტანტი დიმიტრი დუბროვინი, ჩრდილო კავკასიის ფრონტის პოლიტსამმართველოს მუშაკი მაიორი ა. დოჭვირი, მხატვარი უჩა ჯაფარიძე, პოეტი სიმონ ჩიქოვანი, პოლკოვნიკი ვლადიმერ ზარელუა, მსახიობი აკაკი ხორავა, პოლკოვნიკი ლეონიდ ბრეჟნევი 1943წ.

დიდი სამამულო ომის საწყის წლებში ის იყო დასავლეთის ფრონტის მე–2 მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსი და შემდგომ დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის სარდლის მოადგილე. ტულასთან ბრძოლაში მისმა ტაქტიკამ, პირდაპირი დამიზნებით მტრის ტანკების წინააღმდეგ ყველა ზარბაზნის გამოყენებამ, გაამართლა. ამან ხელი შეუწყო გენერალ გუდერიანის მეორე სატანკო არმიის მრავალი მანქანის განადგურებას.


1942 წლიდან, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგემ კავკასიას შეუტია, ლესელიძე გადაიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტზე. ის იყო ამიერკავკასიის ფრონტის მე–3 მსროლელი კორპუსის მეთაური (1942), ამიერკავკასიის ფრონტის 46–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ამიერკავკასიის ფრონტის 47–ე არმიის ჯარების სარდალი (1943), ჩრდილოეთკავკასიის ფრონტის, 1-ლი უკრაინული ფრონტის მე–18 არმიის ჯარების სარდალი (1943-44). მან თავი გამოიჩინა კავკასიის ქედზე ქლუხორის და მარუხის უღელტეხილებთან გამართული ბძოლებით, ქალაქ ტუაფსესა და ნახევაკუნძულების ნოვოროსიისკისა და ანაპის გათავისუფლებით.

1944 წლის 14 თებერვლიდან ლესელიძე იმყოფებოდა სამკურნალოდ სსრკ ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში ქ. მოსკოვში. იგი ევაკუირებული იყო ფრონტიდან გრიპის გართულების შემდეგ მძიმე ავადმყოფობის სამკურნალოდ. ლესელიძე იქვე გარდაიცვალა 1944 წლის 21 თებერვალს.


გენერალ–პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე დაკრძალეს ქალაქ თბილისში ვერის ძველ სასაფლაოზე. 1974 წელს კი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

იოსებ სტალინი მის შესახებ ამბობდა „ჭკვიანი იყო, ნებისყოფაც ჰქონდა.“[1][2] ლეონიდ ბრეჟნევი აღნიშნავდა:

ვიკიციტატა

„მე მომიხდა მებრძოლა ერთ-ერთ უნიჭიერეს საბჭოთა მხედართმთავართან — მე-18 არმიის სარდალ გენერალ-პოლკოვნიკ კ. ნ. ლესელიძესთან ერთად. ფრონტზე ძალიან მალე მჟღავნდება ადამიანის ბუნება, იქ მაშინვე იგებ, ვინ რას წარმოადგენს. კონსტანტინე ლესელიძე დამახსომდა როგორც ქართველი ხალხის საუკეთესო ეროვნული თვისებების განსახიერება. ეს იყო სიცოცხლით სავსე ვაჟკაცი, მტრისთვის მკაცრი და მეგობრებისათვის გულუხვი, პატიოსანი კაცი, სიტყვის კაცი, გონებამახვილი და გულმგზნებარე[3]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლ. ი. ბრეჟნევი ესაუბრება ო. კ. ლესელიძეს მის მამაზე, მე-18 არმიის სარდალ კონსტანტინე ლესელიძეზე
  • მამა — ნიკოლოზ ანდრიას ძე ლესელიძე (გარდაიცვალა 8.02.1944)
  • დედა — ნინო პავლეს ასული ქაჯაია (გარდაიცვალა 10.12.1965)
  • მეუღლე — ნინო ივანეს ასული შეწირული (1906 — 1974)
  • შვილი — ოთარ კონსტანტინეს ძე ლესელიძე (20.08.1926 —13.05.1981)
  • ქალიშვილი — იზოლდა კონსტანტინეს ასული ლესელიძე (1934—1999)
  • ძმა — დავით ნიკოლოზის ძე ლესელიძე (2(15).10.1900 — 3.5.1972)
  • ძმა — ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე
  • ძმა — ვალერიანე ნიკოლოზის ძე ლესელიძე (1(14).1.1915 — მაისი 1942)

სამამულო ომის პირველ დღიდანვე ვალერიან ნიკოლოზის ძე ლესელიძე შედის წითელ არმიის რეგებში და იღებდა მონაწილეობას ქერჩში როგორც ნაღმმტყორცნის გათვლის მეთაური (მოქმედი წითელი არმია საველე საფოსტო სადგური 251 ქვედანაყოფი 33), 1941 წელს დამლევს დაიჭრა და მკურნალობდა კრასნოდარის სამხედრო ჰოსპიტალში, გამოჯანსაღების შემდეგ გაიგზავნა ნაწილში ქერჩის რაიონში, სადაც უგზოუკლოდ დაიკარგა (224-ე ქართული მსროლელი დივიზია).

  • და — აგრაფინა ნიკოლოზ ასული ლესელიძე (1(14).1.1915 — 18.08.1985

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.03.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0