დიაოხის მეფეები
ისტორიაში პირველი ქართველურ ტომთა სახელმწიფოებრივი გაერთიანება დიაოხი (დაიაიენი, ტაოხი) არსებობდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის XII-VIII საუკუნის დასაწყისში.
VIII
საუკუნის დასაწყისში იგი გაანადგურეს ურარტუს მეფე არგიშთის მეთაურობით ურარტუმ და კოლხას სამეფომ. მწირი ინფორმაცია ამ ადრეულ სამეფოს მეფეთა შესახებ შემოგვრჩა ასურული ლურსმული წყაროებიდან:
სიენი - დაახლ. ძვ.წ. 1120 - ძვ. წ. 1100 წწ.
ასია - დაახლ. ძვ.წ. 850 - ძვ. წ. 825 წწ.
უტუფურსი - დაახლ. ძვ.წ. 810 - ძვ. წ.770 წწ.
კოლხეთის (ლაზიკეს, ეგრისის) მეფეები.
მეორე ქართველური სახელმწიფო იყო კოლხა, რომელიც არსებობდა ძვ.წ. VIII საუკუნეში. ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს იგი გაანადგურეს ჩრდილო კავკასიელმა მომთაბარე კიმერიელთა ველურმა ტომებმა. შემდგომში, ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოდან აქ არსებულ სამეფოს ეწოდა კოლხეთი ანუ ეგრისის სამეფო; მათი მმართველები ატარებდნენ სკეპტუხის ტიტულს. კოლხეთის ამ სამეფომ ძვ.წ. I საუკუნემდე იარსება და შემდეგ ერთი ხანობა არსებობა შეწყვიტა და იგი პონტოს ძლიერმა სამეფომ შეიერთა მითრიდატე VI ევპატორის დროს. ახ.წ. I საუკუნეში რომაელთა მიერ პომპეუსის ლაშქრობის შედეგად პონტოს სამეფოს განადგურების შემდეგ (ძვ.წ. 65წ.) ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე კვლავ აღმოცენდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი იყო ციხეგოჯი ანუ ნოქალაქევი, რომელსაც ბიზანტიელები არქეოპოლისს უწოდებდნენ. ამ სახელმწიფოს ბიზანტიელები ლაზიკეს, ხოლო იბერები - ეგრისს უწოდებდნენ, 4 რომელმაც VIII საუკუნის ბოლომდე იარსება. ამ სამეფოს მეფეთა და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას მდიდარი ბერძნულ-რომაული წყაროები გვაწვდიან;
აეტი/აიეტი - კოლხთა (კოლხას) მეფე. ბერძნული მითოლოგიისა - ,,არგონავტიკა“ და კლასიკური მწერლობის მიხედვით, ცხოვრობდა ძვ.წ. I საუკუნეში. კოლხთა სამეფო დინასტია აეტის სახელს ატარებდა და ითვლებოდა, რომ მათი წინაპარი მზის ღმერთი ჰელიოსი იყო.
მენერტასი - 535-495 წწ
მეგარონი - 495-460 წწ
სავლაკი - 460-420 წწ.
რომაელი ავტორი პლინიუსი მას იხსენიებს როგორც აეტის ჩამომავალს და საოცრად მდიდარ ხელმწიფეს; უცხოვრია ეგვიპტელი ფარაონის სესოსტრის დროს და დაუმარცხებია კიდეც იგი.
აკე I- კოლხეთის (ეგრისის) მეფე ძვ.წ. II ს. 90-იან წლებში. წერილობით წყაროებში მასზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია მისი სახელით მოჭრილმა ოქროს ორმა სტატერმა, ლისიმაქეს ტიპის სტატერების იმიტაციამ.
აკე II – 190-180 წწ
აკუსილოხი - კოლხეთის მეფე ძვ.წ. 179 წლისთვის. მას ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი ასახელებს.
კოლხეთის პონტოელი მეფისნაცვლები
მოაფერნე - 110-84 წწ. მითრიდატე,
ფილადელფოს ფილოპატორი - პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის ძის დიონისეს შვილი, კოლხეთის მეფე ძვ.წ. 84 წ. იგი თვით მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ აჯანყებულმა კოლხებმა მოითხოვეს თავის მბრძანებლად.
ოლთაკე - 83-65 წწ მაქარესი - 65 წწ
არისტარქე - კოლხეთის ფაქტიური მმართველი ძვ.წ. 63-49 წწ, რომაელთა სარდალ გნეუს პომპეუსის მიერ დანიშნული სკეპტუხი.
ეგრის - ლაზიკას მეფეები
აგროსი - I-II საუკუნეების მიჯნა.
მალასა - II ს-ის პირველი ნახევარი.
პაკორი - II ს-ის შუა ხანები.
მეფე ბაკური-II საუკუნე გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელსაც რომის იმპერატორმა ტრაიანემ 114 წელს, აზიაში ლაშქრობისას ძღვენი მიართვა. მალე იგი რომის გავლენის ქვეშ ექცევა.
II საუკუნის ბოლოდან ლაზიკე ჯერ რომის იმპერიის გავლენის ქვეშაა, 5 შემდეგ კი, 330 წლიდან - ბიზანტიის. მიუხედავათ ამისა, IV საუკუნის ბოლოს ლაზიკემ დამოუკიდებლობა კვლავ მოიპოვა.
ტრაიანე 98-117 წწ,
ადრიანე 117-138 წწ,.
ანტონიუს პიუსი 138-161 წწ,
ლუციუს ვერუსი 161-169 წწ,
მარკუს ავრელიუსი 169-180 წწ,
კომოდი 180-192 წწ,
პერტინაკსი 193 წ,
დიდიუს იულიანე 193 წ,
გაი პესცენიუს ნიგერი 193-194 წწ,
სეპტიმიუს სევერუსი (194-211წწ),
გეტა (211-212წწ),
კარაკალა (211-217წწ),
მაკრინუსი (217-218წწ),
ჰელიოგაბალი (218-222წწ),
ალექსანდრე სევერუსი (222-235წწ),
მაქსიმინე თრაკიელი (235-238წწ), გორდიანე II (238,წწ. თანაიმპერატორი), პუპიენუს მაქსიმუსი (238წწ), ბალბინუსი (238,წწ. თანაიმპერატორი),
გორდიანე III (238-244წწ),
ფილიპე არაბი (244-249წწ),
დეციუსი (249-251წწ), ჰერენიუსი (249-251,წწ. თანაიმპერატორი), ჰოსტილიანე (250-251,წწ. თანაიმპერატორი),
ტრებონიანე გალუსი (251-253წწ), ვოლუზიანე (251-253,წწ. თანაიმპერატორი),
ემილიანე (253წ), ვალერიანე (253-259წწ), გალიანე (253-268,წწ. თანაიმპერატორი),
ლელიანე (268წ),
მარიუსი (268წ),
კლავდიუს II გოთელი (268-270წწ),
ავრელიანე (270-275წწ), დომიციანე II (270-275,წწ. თანაიმპერატორი),
ტაციტუსი (275-276წწ),
ფლორიანე (276წ),
პრობუსი (276-282წწ),
ნუმერიანე (283-284წწ),
დიოკლეტიანე (284-305წწ), მაქსიმიანე (285-305,წწ. თანამმართველი), გალერიუსი (293-306,წწ. თანამმართველი),
კონსტანციუს ხლორუსი (305-306წწ), ფლავიუს სევერუსი (305-307, წწ. თანამმართველი),
გალერიუსი (306-311წწ), კონსტანტინე დიდი (306-311,წწ. თანამმართველი), ლიცინიუსი (308-324, წწ. თანამმართველი),
კონსტანტინე I დიდი (311-337წწ), კონსტანტინე II (337-350 წწ. თანამმართველი), კონსტანციუმი (337-361,წწ. თანამმართველი),
იულიანე განდგომილი (361-363წწ),
იოვიანე (363-364წწ),
ვალენტინიანე I (364-375წწ), ვალენტი (364-378 წწ. თანამმართველი), გრაციანე (364-383, წწ. თანამმართველი),
ვალენტინიანე II (375-392წწ),
თეოდოსიუს I დიდი (379-395, წწ. მის დროს იმპერია საბოლოოდ გაიყო). ამიერიდან ეგრის-ლაზიკა ბიზანტიის გავლენის ქვეშაა და მას უშუალოდ ბიზანტიელი ბასილევსები განაგებენ.
არკადიუსი (377-408წწ),
თეოდოსიუს II (408-420წწ).
დაახლოებით 420 წელს ეგრის-ლაზიკამ დამოუკიდებლობა ისევ მოიპოვა
გუბაზ I. V ს. I ნახევარი - 457 წელი,
457 - 460 წწ. ლაზიკე ისევ ბიზანტიის გავლენის ქვეშაა - მას უშუალოდ განაგებს იმპერატორი ლევ I მაკელა.
460წ - VI ს. 20-იან წლებამდე, ლაზიკედან ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიელები განდევნა და იგი ქართლს დაუმორჩილა. შესაბამისად ლაზიკე ქართლის მეფეების გავლენის ქვეშ მოექცა და მის მმართველად დაინიშნა დამნაზე. მაგრამ VI საუკუნის 20-იან წლებში ლაზიკემ დამოუკიდებლობა კვლავ აღიდგინა.
წათე I გუბაზ I-ის ძე 520-531 წწ,
გუბაზ II, წათე I-ის ძე 531-554 წწ, იგი მოღალატურად მოკლეს ბიზანტიელებმა ,,დიდი ომიანობის“ დროს.
წათე II, წათე I-ის ძე (გუბაზ II-ის უმცროსი ძმა) 555-562 წწ,
562-690 წწ, ეგრისი ისევ ბიზნტიის გავლენის ქვეშაა.
იუსტინიანე I იმპერატორი 562-565 წწ,
იუსტინ II იუნიორ ავგუსტი იმპერატორი 565-578 წწ,
ფლავიუს ტიბერიუს კონსტანტინე ავგუსტი იმპერატორი 578-582 წწ.
ფლავიუს მავრიკიუს ავგუსტი იმპერატორი 582-602 წწ,
602-610 წწ, იმპერატორი ფლავიუს ფოკა ავგუსტი.
610-640 წწ, იმპერატორი ფლავიუს I ირაკლი ავგუსტი. იგი 640 წლიდან ეგრისში ნიშნავს მეფისნაცვლებს - პატრიკოსებს.
ეგრისის პატრიკოსები
ამ სახელმწიფოს სატახტო ციხე-ქალაქი იყო ჯიხახორა (აფშილეთის ტერიტორიაზე). მისი მართველები იყვნენ:
ბარნუკ I - 640-663; 664-665წწ.
გრიგორი - 663-664; 665-675წწ.
ბარნუკ II გრიგორის ძე - 675-691წწ.
სერგი ბარნუკის ძე 691 წ -VII ს. ბოლო
VII საუკუნის ბოლოდან - არაბთა ბატონობა.
733 წელს ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი თავისი ძეებით არჩილით და მირით ციხეგოჯში ჩავიდა და იქვე გარდაიცვალა. მისმა ძეებმა კი არაბთა შიშით ანაკოფიის ციხეს შეაფარეს თავი. 740 წელს არაბთა სარდალი მურვან ყრუ ანაკოფიის ციხესთან არჩილმა და მირმა დაამარცხეს. ამით გახარებულმა ბიზანტიის კეისარმა ეგრისის მეფედ მირი დაამტკიცა.
მირი სტეფანოზის ძე 740-748 წწ
არჩილ სტეფანოზის ძე 748-760 წწ - 760 წელს. არჩილი არაბებმა მოტყუებით შეიპყრეს და მოკლეს. არჩილს დარჩა ორი ვაჟი: იოვანე და ჯუანშერი. იოვანე ეგრისის მეფედ გამოცხადდა, ხოლო ჯუანშერი - ქართლის.
VIII საუკუნის 60-იან წლებიდან - 789 წ - იოვანე არჩილის ძე. 789 წელს ეგრისს იპყრობს აფხაზთა მეფე ლეონ II, რომელიც აფხაზეთ-ეგრისს აერთიანებს, ხოლო დედაქალაქად აცხადებს ქუთაისს.
ქართლის (იბერიის) მმართველნი ფარნავაზამდე.
ძველი ჟამთააღმწერლები ,,ქართლის ცხოვრებში“ აღმოსავლეთ საქართველოს ადრეულ მმართველთა წარმოშობაზე შემდეგნაირ ბიბლიურ ცნობებს გვაწვდის:
თავდაპირველად იყო ბიბლიური ნოე;
შემდეგ მისი ძე იაფეტი;
შემდეგ იაფეტის ძე თაშირი;
შემდეგ თაშირის ძე თარგამოსი, რომელიც ითვლება კავკასიელ ხალხთა საერთო წინაპრად. მისი ძეები იყვნენ: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას, ეგროს; აქედან ქართლის გამგებლობა შეხვდა ქართლოსს
ქართლოს. მან აღაშენა არმაზი, სამშვილდე.
ქართლოსის ძე მცხეთოს, რომელმაც დააარსა მცხეთა.
მცხეთოსის ძე უფლოს, რომელმაც აღაშენა უფლისციხე, ურბნისი, კასპი.
უფლოსის სიკვდილის შემდეგ დაიწყო სამხედრო დაპირისპირება მის ძეებსა და ძმებს შორის. დაპირისპირების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით ორივე მხარე შეთანხმდა, რომ არბიტრად (მომრიგებლად) დაედ- გინათ ის, ვინც არმაზციხეში იქნებოდა განწესებული და მას მამასახლისი უწოდეს. ამ დროსვე ქართლში იჭრებიან ჯერ ხაზარები, შემდეგ აქემენიდური ირანის ჯარები. ირანმა მალე მთელი ქართლი დაიმორჩილა და აქ მმართველად გაამწესეს ირანელი ჩინოვნიკი იარედი.
იარედი
მალე იარედს საკუთარი ძმები აუჯანყდნენ და იგი მოკლეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და სპარსელები მოკლე ხნით განდევნეს. მალე სპასელებმა ლეკთა დახმარებით კვლავ დაიპყრეს ქართლი, რომლის მმართველად დანიშნეს სპარსი ჩინოვნიკი ქეკაპოს.
ქეკაპოს.
სპანდიატისპანდიატის ძე ბარამ არდაშირი. ამ დროს უპირისპირდება აქემენიდურ სპარსეთს დიდი ალექსანდრე მაკედონელი, რამაც ირანელთა საამხედრო გავლენა ქართლში ისე შეასუსტა, რომ ქართველებმა განდევნეს ისინი და მცხეთის მამასახლისად აირჩიეს სამარა.
სამარა - მცხეთელი მამასახლისი (აღმოსავლეთ საქართველოს მმართველი) ძვ.წ. IV ს. თრაკია-მაკედონიის მეფის ლისიმაქეს დახმარებით ის ტახტიდან ჩამოაგდო არიან-ქართლის (მესხეთის) სამხედრო გამგებელმა აზომ, რომელმაც ქართლი გააერთიანა, მცხეთა კი დედაქალაქად გაიხადა.
აზო/აზონ - არიან-ქართლის მეფე ,,მოქცევაი ქართლის“ მიხედვით. ძვ.წ. 329- 305 წწ. თრაკია-მაკედონიის მეფის (ალექსანდრე მაკედონელის ყოფილი დიადოხი) ლისიმაქეს სარდალი. მომავალში მასთან ბრძოლაში სამარას ძმის შვილი ფარნავაზი გაიმარჯვებს, აზო არტაანთან ბრძოლაში დაიღუპება. ქართლში იწყება ფარნავაზიანთა დინასტია მეფის ტიტულით.
იბერიის მეფეები ფარნავაზიანთა დინასტიიდან.
ფარნავაზ I - დაახ. ძვ.წ.305 - ძვ.წ.240, იბერიის პირველი მეფე. მას ეკუთვნის ქართული დამწერლობის, ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა და არმაზის კერპის შემოღება.
საურმაგი, - დაახ. ძვ. წ. III საუკუნე, ფარნავაზის ძე, რომელსაც პროსპარსული ძალები აუჯანყდნენ, მაგრამ ალანთა დახმარებით ტახტი შეინარჩუნა, ოღონდ დროებით. მის გარდაცვალებისთანავე ქვეყანაში ფარნავაზიანთა დინასტიის მამრობითი ხაზი ქრება.
მირვანი, - ძვ.წ. II საუკუნე. იგი იყო საურმაგის სპარსი დედის დისშვილი. მირვანის გოგო ცოლად წაიყვანა სომხეთის მეფისწულმა არშაკ არშაკუნიანმა. ფარნაჯომი მირვანის ძე, ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარი. იგი სპარსული ორიენტაციის იყო. ამიტომ მას ქართლის პროპართიულ-სომხური დიდებულები აუჯანყდნენ, დაიკავშირეს მისივე სიძე არშაკი და ბრძოლისას
ფარნაჯომი მოკლეს. მეფის ერთი წლის ძე მირვან სპარსეთს წაიყვანეს. მეფედ გამოცხადდა მოკლული მეფის სიძე არშაკ.
არშაკ I, (არშაკ არშაკუნიანი) ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარი.
არიკი არშაკის ძე, (არიკ; არტაგ არშაკუნიანი) ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარი.
ბრატმანი არიკის ძე, (ბრატმან; ბარტომ არშაკუნიანი) დაახ. ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარი. სპარსეთში გაზრდილმა ფარნაჯომის ძემ მირვანმა მოკლა ბარტომი და თვით გამეფდა. ბარტომს დარჩა გოგოს შვილი ადერკი, რომელიც სომხეთს გაარიდეს.
მირვან II ფარნაჯომის ძე, (მირეან; მირვან ნებროთიანი) ძვ.წ. II საუკუნის I ნახ.
არსუკი, იგივე არშაკ II მირვანის ძე, (არსუკ; არშაკ ნებროთიანი) ძვ.წ. II საუკუნის I ნახ.
ადეროკი, ძე ბარტომის გოგოს შვილისა, რომელიც სომხეთს იზრდებოდა, (როკ; ადერკი არშაკუნიანი) ძვ.წ. II საუკუნის I ნახევარი.
დაახლოებით ძვ.წ. II საუკუნის 60 წლისთვის იბერიის სამეფო ფაქტიურად ორად გაიყო: ერთი მეფე იჯდა არმაზში, მეორე კი მცხეთაში. ამ მოვლენას ქართულ იტორიოგრაფიაში ეწოდა "ორმეფობა ქართლში". "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით, მეფე ადერკიმ სიკვდილის წინ სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, მეორეს კი - არმაზი და ქართლი მტკვრის სამხრე- თით. აი ეს წყვილები:
ქარძამი (ქართამი) და ბრატმანი (ბარტომ), ძვ. წ. II საუკუნის 60–იანი წ.
კაოზი (კაოსი) და ფარსმანი, ძვ.წ. II საუკუნის 50-იანი წ.
არსოკი (აზორკი) და ამაზაერი (არმაზელი), ძვ.წ. II-I სს-ების მიჯნა
ამაზასპი და დერუკ (დეროკი), ძვ. წ. I საუკუნის I ნახ.
როკი და მირდატი, (ქართლის ცხოვრებაში ეს წყვილი არ არის). ძვ. წ. I საუკუნის ს. 70-60-იანი წ. მათ შემდეგ არმაზში გაუქმდა მეფობა და "მცხეთას ოდენ იყო ერთი მეფობაჲ".
არტოკე, ძვ. წ. I საუკუნის 60-იანი წ.
ფარნავაზ II, ძვ. წ. I საუკუნის 30-იანი წ.
მითრიდატე I, ძვ. წ. I საუკუნის 30-იანი წ.
ფარსმან I, ახ. წ. I საუკუნის 40-50-იანი წ.
მითრიდატე II, ახ. წ. I საუკუნის 70-იანი წ.
მითრიდატე III, ახ. წ. I საუკუნის დასაწყისი.
ფარსმან II (ქველი), II საუკუნის 30-50-იანი წწ.
ხსეფარნუგი, II საუკუნის 60-იანი წწ.
ღადამი (ადამი), II საუკუნის დასასრული. ღადამის ცოლი დედოფალი ღადანა, - II საუკუნის დასასრული. იბერიის დროებითი მეფე შვილის სრულწლოვანებამდე. ეს პირვლი შემთხვევაა, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე ქალი ზის.
ფარსმან, - III საუკუნის დასაწყისი.
ამაზასპ III ძე ფარსმანისა, საუკუნის 40-იანი წ. იგი სომხეთის მეფემ მოკლა და გაამეფეს ამაზასპის დისშვილი რევ.
რევ მართალი, - III საუკუნის II ნახ. მან აკრძალა ფარნავაზის დროინდელი წესი - არმაზის კერპისათვის ბავშვთა მსხვერპლთშეწირვა და დაუშვა ცხოველთა შეწირვა. ვაჩე III ძე რევისა, საუკუნის II ნახ. ბაკურ I ძე ვაჩესი,
(ბაკურ) III საუკუნის II ნახ.
მირდატ III ძე ბაკურისა, საუკუნის დასასრული, ან IV საუკუნის დასაწყისი.
ასფაგურ, IV საუკუნის 20-30-იანი წწ. მის დროს გაძლიერდა სასანიდური სპარსეთის გავლენა ქართლში. მათმა ჯარებმა დაამარცხეს ასფაგური და გაამეფეს სპარსთა მეფის ხარჭის ძე მირიან.
მირიან III,- დაახ. IV საუკუნის 30–იანი წ. - 332 წ. მის დროს 326 წელს გაქრისტიანდა ქართლი.
ბაკურ II მირიანის ძე, - IV საუკუნის 30 - 50 - იანი წწ.
თრდატი, ბაკურის ძმა, - IV საუკუნის 60 - 70 - იანი წწ.
ვარაზ-ბაკური (ვარაზ-ბაქარი; ასპაკურეს), - IV საუკუნის 70-80-იანი წწ.
ბაკურ III,- (ბაკურ ძე თრდატისი), - IV საუკუნის 80 - 90-იანი წწ.
ფარსმან V,- (ფარსმან დისწული თრდატისი) IV-V საუკუნეების მიჯნა.
მირდატი, - V საუკუნის 10-იანი წწ.
მის შემდეგ ათიოდე წელი უმეფობის პერიოდია და ამ დროს ქართლს სასანური ირანის შაჰ შაბურის წარმომად- გენელი განაგებს.
არჩილ I, - V საუკუნის 20 – 30-იანი წ. იბერიის მეფე
მირდატ, - V საუკუნის 30 - 50-იანი წ. იბერიის მეფე
საგდუხტი, - 449-457 წწ. მირდატის მეუღლე, მეფე შვილის არასრულწლოვნების დროს.
ვახტანგ I გორგასალი მირდატის ძე, 457- 502 წწ.
დაჩი (დარჩილ) ვახტანგის ძე, VI საუკუნის დასაწყისი.
გურგენი დარჩილის ძე, VI ს. 20-იანი წლები.
მის დროს ქართლში იჭრება ირანის შაჰი კავად I სასანიდი; გურგენი ბიზანტიაში გარბის. შესაბამისად ირანი 523 წელს აუქმებს მეფობას ქართლში. მეფობის გაუქმების შემდეგ იბერიას ირანის ადმინისტრაციული მოხელე - მარზპანი განაგებს.
ქართლის პირველი მარზპანი იყო სომეხი ფეოდალი ვასაკ სიენიელი.
ქართლის მარზპანები:
ფირან გუშნასპი - დაახლ 500 წ -518; 521-541 წწ.
არვანდ გუშნასპი (ფირანის ძმა) - 541 – 547წწ.
ვეჟან ბუზმირი (იგივე ბაჰრამ გუშნასპი) - 547-555 წწ; 548 წლიდნ სომხეთის მარზპანიც.
ტან შაპური - 555-558 წწ (სომხეთის მარზპანიც).
ვარაზდატი - 558-564 წწ (სომხეთის მარზპანიც).
სურენი - 564-572 წწ (სომხეთის მარზპანიც).
ქართლის ერისმთავრები.
572 წელს ქართლში სომეხ-ქართველთა აჯანყების შედეგად სასანიდ ირანელთა ბატონობა დასრულდა, პროირანელი სომეხი მარზპანი სურენი ირანს გააძევეს და ქართლში მეფის ნაცვლად მმართველი თანამდებობა გახდა ერისმთავარი, რომელზეც არჩეულ იქნა ბაგრატიონთა (ბაგრატონიანი - როგორც მოიხსენებოდა მაშინ) დინასტიის პირველი წარმომადგენელი. ბაგრატიონები სთვლიდნენ, რომ მათი წინაპარი ისრაელის მეფე დავით წინასწარმეტყველი და მისი ხასა ვირსავიაა (ბერსაბე). შემდეგ მოხდა ებრაელთა ,,ბაბილონის ტყვეობა“ როდესაც ნაბუქოდონოსორმა ებრაელები იძულებით ბაბილონს გადაასახლა. აქედან ერთ-ერთი წარჩინებული ებრაელი შამბათი, დავითის შთამომავალი, სომხეთის მეფის ჰრაჩიას (მეორენაირად მეფე აიკ II, რომელიც მეფობდა ნაბუქოდონოსორის დროს) წინადადებით სპერში გადასახლებულა და მან დაუდო საფუძველი ბაგრატიონთა დინასტიას.
გუარამ I, (გურგენი?) კურაპალატი - VI ს. 70 - 90 წწ.
ჯუანშერ I, - 590-591 წწ.
სტეფანოზ I , - VI-VII ს. მიჯნა
ადარნარსე , - VIIს. I ნახ.
სტეფანოზ II, - VII ს. II ნახ. ქართლის ერისმთავარი. მის დროს ქართლში ბატონდებიან არაბები ჰაბიბი იბნ მასლამას მეთაურობით. ერისმთავრის თანამდებობა ფორმალური ხდება და იგი ფაქტიურად ემოჩილება არაბთა მიერ დანიშნულ ხელისუფალს - ამირას, რომელიც თბილისში ზის.
ნერსე I, - VII საუკუნის II ნახ.
არშუშა, - VII საუკუნის II ნახ. უკანასკნელი მეოთხედი.
ვარაზ-ბაკური, - VII საუკუნის II ნახ. უკანასკნელი მეოთხედი.
სტეფანოზ III, - VIII საუკუნის I ნახ.
მირი და არჩილი, - VIII საუკუნის I ნახ.
ჯუანშერ II, - VIII საუკუნის 50-60-იანი წლები
ადარნასე, - VIII საუკუნის 70-იანი წლები
ნერსე II, - VIII საუკუნის 70-80-იანი წლები
სტეფანოზ IV, - VIII საუკუნის 80-იანი წლები
აშოტ I დიდი კურაპალატი, - 786-813 წწ.
არაბთა ბატონობისაგან შეწუხებული ქართლის ბოლო ერისმთავარი აშოტი ქართლის ერისმთავრის ტიტულზე უარს აცხადებს, არტანუჯში გარბის და იქ ტაო-კლარჯეთის მეფედ აცხადებს თავს. ამით ერთიანი ქართლის ერთიანი სამეფო შემდეგ ნაწილებად დაიშალა: ჰერეთის სამეფო, კახეთის საქორეპისკოპოსო, აფხაზთა სამეფო, თბილისის საამირო და ტაო-კლარჯეთის სამეფო.
თბილისის ამირათა სია. საამირო დააარსა 736 წელს მერვან ყრუმ. მმართველი დინასიები;
შუაბისძენი;
ალ-ჰაისამ შუაბის ძე, -750-იანი წლები.
საიდ ალ-ჰაისამ იბნ შუაბი,- 780 -იანი წლები.
ისმაილ შუაბის ძე, -? – 813 წწ.
მუჰამედ ათაბის ძე, -813-829 წწ.
ალი I შუაბის ძე, -829-830 წწ.
საჰაკ ისმაილის ძე, -830-853 წწ.
შაბანიანები;
მუჰამედ ხალიდას ძე შაბანიანი, -853-870 წწ; 878 წწ.
ისე შეიხის ძე აშ შაიბანი, -870-875 წწ (მოჰამედის ნათესავი)
აბრაჰამ შაბანის ძე,- 875-878 წწ.
გაბულოცი, -878-880 წწ.
ჯაფარიანები;
ჯაფარ I ალის ძე, -880-914 წწ.
მანსურ I ჯაფარის ძე, -914-954 წწ.
ჯაფარ II მანსურის ძე, -954-981 წწ.
ალი II ჯაფარის ძე, -981-1011 წწ.
ჯაფარ III ალის ძე, -1011-1045 წწ.
აბდულ ჰეიჯა ჯაფარის ძე, -1045-1046 წწ; 1065-1068 წწ.
მანსურ II ჯაფარის ძე, -1045-1046 წწ.
მუსლიმი „ბერების“ (დიდებულების) 12 კაციანი საბჭოს მართველობა, 1046- 1065წწ.
ფადლონ შადადიანი განძელი, -1068-1069 წწ.
სითილ არაბი ჯაფარიანი, -1069-1082 წწ.
მუსლიმი „ბერების“ (დიდებულების) 12 კაციანი საბჭოს მართველობა, 1082- 1122 წწ.
1122 წელს თბილისის საამირო დავით აღმაშენებელმა გააუქმა და იგი უშუალოდ საქართველოს სამეფოს შემოუერთა.
ჰერეთის მართველები VIII-X საუკუნეებში; შაქის ანუ არანის მთავრები (ბაგრატიონები);
მთავრები;
სუმბატ (შამბათ) ბაგრატუნი, - 800-815 წწ.
საჰლ სუმბატის ძე, - 815-854 წწ.
ადარნარსე I საჰლის ძე, - 854-865 წწ.
გრიგოლ ჰამამი, - 865-893 წწ. მთავარი, 893-897 წლებში ალბანეთის მეფე.
გრიგოლ ჰამამის ძეებს შორის სამეფოს დანაწილების შემდეგ მის უფროს ძეს ადარნასეს ერგო შაქი, კამბეჩოვანი და ჰერეთი. ჰერეთის მეფეები; ადარნასე II გრიგოლის ძე, - 897-920-იანი წწ. უცნობი,
ადარნასეს ძე, - 920-იანი - 943 წწ. მისი ცოლი იყო გურგენ II დიდი კლარჯის ასული დინარა რომელმაც ჰერეთში სომხური მონოფიზიტური ქრისტიანობა შეცვალა ქართულით დიოფიზიტური ქრისტიანობით.
იშხანიკ უცნობის ძე, - 943-960-იანი წწ.
იოანე სენექერიმი იშხანიკის ძე, 960-იანი - 990-იანი წლები. მან შემოიერთა მარჯვენა ნაპირის ალბანეთი, გვირგვინი ალბანეთის კათალიკოსისგან მიიღო. დაიპყრო წანარეთი და წანართა მეფის ტიტულიც მიიღო.
დინარა იოანეს ასული, - 990-იანი 1009 წწ.
ჰერეთი 1014 წლიდან შეუერთდა კახეთის სამეფოს.
ტაშირ-ძორაგეთის ქართული-სომხურსამეფო;
ამ სახელმწიფოს დედაქალაქები 1065 წლამდე სამშვილდე, შემდეგ ლორე 1105 წლამდე. მისი მეფეები იყვნენ:
გურგენ-კვირიკე I ბაგრატუნი, (სომხეთის მეფე აშოტ I-ის ძე) - 979-989 წწ.
დავით I, - 989-1048 წწ. კვირიკე II, - 1048-1089 წწ.
დავით II, - 1089-1145წწ აბას I თანამმართველი
უკვე 1011 წლიდან ტაშირელი ქართველ-სომეხი მეფეები მხოლოდ მაწნაბერდისა და ტავუშის ციხეებს ფლობდნენ, 1118 წ. კი მხოლოდ მაწნაბერდი დარჩათ და მელიქის წოდებას ატარებდნენ.
კახეთის მმართველები VII-XII საუკუნეებში;
ერისმთავრები;
ჯუანშერ არჩილის ძე, (ქართლის ერისმთავრის ვაჟი) - 762-764 წწ; 771-786 წწ.
მის შემდეგ შემოდის ქორეპისკოპოსის ტიტული, რაც საერო და სასულიერო უზენაესი თანამდებობების ერთი კაცის ხელში მოყრას ნიშნავს.
ქორეპისკოპოსები;
გრიგოლ წანართა ქორეპისკოპოზი - 787-827 წწ.
ვაჩე იოანე ქვაბულის ძის ძე (გამთავრებამდე გარდაბნის ერისთავი) - 827-839 წწ.
სამოელ დონაური, - 839-861 წწ.
გარდაბნელი გაბრიელ დონაური, სამოელის ძმა - 861-881 წწ.
გარდაბნელი ფადლა I არევმანელი, (გრიგოლის შთამომავალი) - 881-893 წწ.
კვირიკე I ფადლას ძე, - 893-918 წწ.
ფადლა II კვირიკეს ძე, -918-929 წწ.
კვირიკე II ფადლას ძე, -929-976 წწ.
დავით კვირიკეს ძე, -976-1009 წწ კვირიკე III დავითის ძე, -1009-1010 წწ.
1010 წელს ეს სამეფო დაიპყრო საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ და იგი ერთიანი საქართ- ველოს ტერიტორიად (დომენად) გამოაცხადა.
კახეთ-ჰერეთის გაერთიანებული სამეფოს მეფეები;
კვირიკე III დიდი, კახეთ-ჰერეთის მეფე -1014-1037 წწ.
გაგიკ ბაგრატუნი, (დავით ტაშირელის ძე, კვირიკეს დისწული) - 1037-1058 წწ.
აღსართან I გაგიკის ძე, -1058-1084 წწ. კვირიკე IV აღსართანის ძე, -1084-1102 წწ.
აღსართან II კვირიკეს ძმისწული,-1102-1104 წწ. ჰერეთ-კახეთის მეფე.
ეს ერთიანი სახელმწიფო 1104 წელს მიიერთა დავით აღმაშენებელმა. ჰერეთკახეთის ერთიანი საქართ- ველოს სამეფოსთან შეერთების შემდეგ საქართველოს მეფეთა ტიტულატურას მიემატა ტიტული "მეფე რანთა და კახთა".
აფხაზეთის ერისმთავრები და მეფეები;
ანოს - VII ს - ის დასაწყისი აფხაზეთის ერისთავი.
ღოზარ - აფხაზეთის ერისთავი.
ისტვინე (იუსტინიანე) - აფხაზეთის ერისთავი.
ფინიკტოს - აფხაზეთის ერისთავი.
ბარნუკ - აფხაზეთის ერისთავი.
დიმიტრი (დემეტრე I) - აფხაზეთის ერისთავი.
თეოდოსი I - აფხაზეთის ერისთავი.
კოსტანტი (კონსტანტინე I) - აფხაზეთის ერისთავი.
თეოდორე 1 ლეონ II-ის ძე, - აფხაზეთის ერისთავი.
კოსტანტინე (კონსტანტინე II) - აფხაზეთის ერისთავი.
ლეონ I - დაახ. 720 - 740 წწ აფხაზეთის ერისთავი; მის დროს აფხაზთა დედაქალაქი ხდება ქალაქი ქუთაისი; ლეონ II თეოდორეს ძე, - 758 - 798 წწ აფხაზეთის მეფე.
თეოდოსი II - 798 - 825 წწ აფხაზეთის მეფე.
დემეტრე II - 825 - 861 წწ აფხაზეთის მეფე.
გიორგი I აღწეფელი - 861 - 868 წწ აფხაზეთის მეფე.
იოანე შავლიანი - 868-დაახ 880 წწ, აფხაზეთის მეფე (უზურპატორი).
ადარნასე შავლიანი - დაახ 880-887წწ აფხაზეთის მეფე (უზურპატორი).
მის მეფობისას აფხაზეთს იჭრება ყოფილი მეფის, დემეტრე II-ის ძე ბაგრატი, ადარნასე მოკლა, მისი ცოლი კი დედოფლად დაისვა. ბაგრატ I