დაბადების დგილი: სოფელი ჩხერი, ხარაგოულის რაიონი.
1941 წელს მობილიზაციით გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. იყო 392-ე ქართული მსროლელი დივიზიის 802-ე მსროლელი პოლკის 1-ბატალიონის მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში. 1942 წლის 30 ოქტომბრს ერთ-ერთი დასახლებული პუნქტისათვის ბრძოლაში წინ წაუძღვა იერიშზე გადასულ ასეულს და ხელჩართულ ბრძოლაში მოსპო მტრის 24 ჯარისკაცი და ოფიცერი(სულ გაანადგურა 50-ზე მეტი ფაშისტი ჯარისკაცი), რისთვისაც მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1964 წლიდან პოლკოვნიკი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1940-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1942 - საბჭოთა კავშირის გმირი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
- ლენინის ორდენი
წყარო-nplg.gov.ge