სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დათო (გეგუთა) ზივზივაძე 1957-93წწ. გარდ. 36 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. გეგუთი წყალტუბო იმერეთი დათო (გეგუთა) ზივზივაძე 1957-93წწ. გარდ. 36 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. გეგუთი წყალტუბო იმერეთი დათო (გეგუთა) ზივზივაძე 1957-93წწ. გარდ. 36 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. გეგუთი წყალტუბო იმერეთი

1957-1993 წწ. გარდ. 36 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ზივზივაძე სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

519       ბეჭდვა

დათო (გეგუთა) ზივზივაძე 1957-93წწ. გარდ. 36 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. გეგუთი წყალტუბო იმერეთი

დათო ზივზივაძე „გეგუთა“ 




მასზე ჯერ არაფერი დაწერილა. ბევრს კი ყვებიან. ასე იბადება თურმე ლეგენდა. ასე ხდება დათო ზივზივაძე, გეგუთელი ბიჭი, ლეგენდარული.ყოფილა კი საოცარი მეომარი.


ჩვეულებრივი ცხოვრებით უცხოვრია.

1957 წელს დაიბადა სოფელ გეგუთში, შრომისმოყვარე, პატიოსანი გლეხების ნათელა და ჟორა ზივზივაძეების ოჯახში.

ერთადერთი შვილი ჰყავდათ.

დათომ სკოლა დაამთავრა. ოჯახი ჩქარობდა მის დაკაცებას. ადრევე დააქორწინეს. მეუღლეც – მესხეთელი ნათელა (ნათია) აბდალაძე – მშრომელი შეხვდა.

ერთმანეთის მიყოლებით გაჩნდნენ გოგიტა და ლაშა.

უფროს ვაჟს გოგიტა, გიორგი, თავისი მამის ჟორა (იგივე გიორგი) ზივზივაძის პატივსაცემად დაარქვა. საკმაოდ მოზრდილები არიან, გოგიტა სამედიცინო ტექნიკუმის სტუდენტია, ლაშა – სკოლას ამთავრებს.

ოჯახს, მშობლებს, მეუღლეს და შვილებს ცოცხალი, ჯანმრთელი, ჩვეულებრივი შვილი, მეუღლე და მამა ერჩიათ. დათომ თავად გადაწყვიტა საკუთარი ბედი. უკანასკნელად 16 სექტემბრის შემდეგ, როცა აფხაზმა სეპარატისტებმა კვლავ დაარღვიეს ხელშეკრულება, როცა მძიმე დღეები უდგა სოხუმს, იმ 130 მებრძოლთა შორის, რომლებიც ქუთაისის მერს ბატონ თემურ შაშიაშვილს 21 სექტემბერს გაყვნენ სოხუმში, დათოც იყო.

მას სხვაგვარად არ შეეძლო.

ასე ფიქრობდა ყველა, ვინც მასთან ერთად გაემგზავრა. ბევრი დაიღუპა უთნასწორო მუხთალ ბრძოლაში.

24 თუ 25 სექტემბერს დათოც შეეწირა საქართველოს მთლიანობას.

დათოს საფლავი აფხაზეთში, სოხუმში გაიჭრა. ეს პარადოქსულიც კია... ნეტა რას იზამდა თავად? ის ხომ დაღუპულ მებრძოლ მეგობარს მტერს არ დაუტოვებდა. მის დედას მკვდარი მაინც მივუყვანოთ სატირლადო – იტყოდა,

სიცოცხლის რისკზე მიდიოდა თანამებრძოლის გამოსაყვანად.


აფხაზეთი, სოხუმი კვლავ ჩვენი გახდება. ჩვენი იქნება სოხუმში გათხრილი დათოს საფლავიც, მაგრამ მას აქ ელის მშობლიური გეგუთი.

დათომ თავის სოფელს, ქალაქ ქუთაისს, რომელიც ძალიან უყვარდა, ოჯახს,შვილებს სრული უფლება მისცა, იამაყონ.

ბეგუთა – ასე ეძახდნენ მას მებრძოლი ძმები.

– ჩვენებს ვიღაც გეგუთა ჰყოლიათ, საოცრებებს სჩადის თურმე, – ყვებოდნენ.

აუცილებელია ერთი ფაქტის მოყვანა, რომელიც კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს მის გმირულ საქციელს...

სოხუმის დაცემის შემდეგ, ბუნებრივია, საქართველოში ყველგან და ქუთაისშიც დაიძაბა მდგომარეობა, გზებიც გადაიკეტა. ამას შინააშლილობა, დასავლეთ საქართველოში უაღრესად კრიტიკული მდგომარეობაც უწყობდა ხელს.

ქალაქგარეთ გასულ კაცს შინ დაბრუნება უჭირდა. ასე დაემართა ერთ ჩვენს ნაცნობსაც, რომელიც სოფელ მაღლაკიდან ფეხით დაბრუნდა ქუთაისში.

– მოვდივარ, – თქვა, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა,– უკან რაღაც ხმაური მესმის, ვხედავ, ჩემს ახლოს ტანკი გაჩერდა, საითო? – მკითხეს, – ვუთხარი,ქუთაისში მივდივარ-მეთქი. ჩამისვეს ტანკში და თითქოს დამივიწყეს კიდეც:შვიდი თუ რვა ახალგაზრდა იჯდა ავტომატებით, საბრძოლო აღჭურვილობით.

– ვაი რა ძმა მოგვიკლეს, რა მეგობარი, მამულიშვილი... ტიროდნენ.

ვიღაც გეგუთას ახსენებდნენ. ვაჟკაცობას, გამტანობას, მეგობრობას და ძმობას უქებდნენ. მათივე საუბრიდან გავიგე, გეგუთში მიდიოდნენ, გეგბგუთას მშობლებთან და ოჯახთან სამძიმრისათვის.

უფრო დიდი წუხილი არც მინახავს. ასე ღვიძლ ძმას, ძალზე საყვარელ და ახლობელ ადამიანს დასტირიან. ბიჭები მჯიღებს იცემდნენ: მისი სიკვდილი როგორ უნდა ვაპატიოთ მტერსო.

მინის ტარასთან ჩამომსვეს, მადლობა ვუთხარი, მას “შემდეგ არ მაძლევს მოსვენებას გეგუთაზე ““ საოცარ მეომარზე, საქართველოსთვის დაღუპულ ვაჟკაცზე ფიქრი.

ეს უკვე ნაამბობი ჰქონდა, როცა დათოს დღიურები მომაწოდეს...

საბედნიეროდ, ასეთი მეომარი მარტო დათო არ იყო. ეს ნათლად ჩანს ჩანაწერებში, რადგან მისი თანმიმდევრობა თავადვე დაურღვევია და მთლად სახე არ მიუცია. აქ მრავალ მამაც ადამიანს გაიცნობთ.

სამწუხაროდ, ბევრი ალბათ აღარ არის ჩვენს გვერდით. ზოგმა დათოსავით,მართალია ქართულ მიწაში, მაგრამ მშობლიური სანახებიდან შორს იპოვა საფლავი. უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ბიჭები. მათი

საფლავები მოსვენებას არ გვაძლევენ.

დათოს ფრონტელმა მეგობარმა, ქალაქის მერის თემურ შაშიაშვილის მრჩეველმა სამხედრო საკითხებში, ბატონმა არჩილ (აჩიკოდ მოიხსენიებს მას ყველა) ნადირაშვილმა მოიტანა ეს ჩანაწერები რედაქციაში. უღრმესი მადლობა ამისთვის.

უღრმესი მადლობა კიდევ იმისთვის, რომ უკვე დაიწყო ზრუნვა დათოს ცხედრის გადმოსატანად.

დათოს ჩანაწერები მცირედი დამუშავების შემდეგ დაიბეჭდა გაზეთ „ქუთაისის“ ფურცლებზე.

დათო ზივზივაძეზე წერას კი ამით არ ვწყვეტთ. გმირის სიცოცხლე დამთავრდა. გმირის ცხოვრება აწი იწყება. ის ქვეყანა, რომელსაც დათოს მსგავსი მებრძოლები ჰყავს, ჭეშმარიტად ღირსია გამარჯვებისა.

კიდევ ერთი:

კაცის ბუნება ყველაზე მძიმე, კრიტიკულ მომენტში შეიცნობა.

ჩვენ თურმე არ ვიცნობდით დათოს ““ ეს სინანულით ნათქვამი სიტყვები მის ახლობლებს ეკუთვნის. '

ამ საკმაოდ მოზრდილ ჩანაწერებში ბევრია ისეთი წარმოდგენილი, რომელთაც დათოს მსგავსად არ ვიცნობდით თურმე. მათ ყველაზე მაღლა სამშობლოს სიყვარული დააყენეს.

როგორც უკვე გაუწყეთ, დათო ზივზივაძე 24 თუ 25 სექტემბერს სოხუმის ალყის დროს დაიღუპა. დათოს ცხოვრება, სხვანაირი, ისეთი, როგორც დაიმსახურა, ახლა იწყება.

მარცხნივ დათო ზივზივაძე, მარჯვნივ მეტსახელად სიბაზოლა (წყარომ გვარი ვერ გაიხსენა)

ფოტოები მოგვაწოდა დავით ახრახაძემ, ვეტერანი, დაბადებულია 1969 წელს, ქუთაისში. დათო ზივზივაძემ დაჭრილი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან და გადაარჩინა.


https://gmas.ge/2019/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%90/


https://kvirispalitra.ge/article/28741-qfekhi-thu-ar-mqonda-chakhmakhze-thithis-gamokvra-khom-shemedzloq/

ფოტო მოგვაწოდა ია ჯემალის ასულმა კუხალაშვილმა დაბადებულია 1960 წელს წყალტუბოში, მუშაობს ადგილობრივ მუზეუმში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.07.2021
ბოლო რედაქტირება 16.11.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0