სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12291

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თამაზ მუჯირიშვილი 1971-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. თამაზ მუჯირიშვილი 1971-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი. თამაზ მუჯირიშვილი 1971-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მუჯირიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

თამაზ მუჯირიშვილი 1971-1993წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

თამაზ მუჯირიშვილი დაიბადა 1971 წლის 10 სექტემბერს · თბილისში. თბილისის 84-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1988 წელს სწავლა განაგრძო კავშირგაბმულობის ტექნიკუმში, რომელიც დაასრულა 1990 წელს.


1990 წელს გაიწვიეს საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში.მსახურობდა დმანისის ბატალიონში. ამ დროს ატყდა სამაჩაბლოს კონფლიქტი, 


თამაზი ტერიტორიულ მთლიანობას .იცავდა ნიქოზში, ამას დაემატა აფხაზეთის ომი და აქაც ვაჟკაცურად იბრძოდა კინდღში, აძიუჟბაში, ლაბრაში, სოხუმში. მას გვერდით ამოუდგნენ ძმები: უფროსი– ლერი, 24 წლის, და უმცროსი – ზურაბი, 20 წლის. თითქმის სოხუმის დაცემამდე უმკლავდებოდნენ ბიჭები გადამთიელებსა და აფხაზ სეპარატისტებს. მადლობა ღმერთს, ლერი და ზურაბი ცოცხლები, მაგრამ გულ-ღვიძლ დაფლეთილები დაუბრუნდნენ ოჯახს, ხოლო თამაზი 1993 წლის 21 სექტემბერს სოფელ იაშტუსასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.22 სექტემბერს გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ზღვის სასაფლაოზე.

თამაზ მუჯირიშვილი თავისივე სიცოცხლეში დაჯილდოებული იყო მედლით„მხედრული მამაცობისათვის“, ხოლო სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.


 

  


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.07.2023
სულ რედაქტირებულია 1


შოთა მუჯირიშვილი 1976-1993წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0