სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
პაატა სულხანიშვილი 1960-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი პაატა სულხანიშვილი 1960-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი პაატა სულხანიშვილი 1960-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი სულხანიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

70       ბეჭდვა

პაატა სულხანიშვილი 1960-93წწ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

პაატა სულხანიშვილი დაიბადა 1960 წლის 2 ოქტომბერს თბილისში. მშობლები გაცილდნენ, პაატას აღზრდა დედამ, პედაგოგმა-ისტორიკოსმა მაყვალა პატარკაციშვილმა იტვირთა.პაატა კეთილშობილი, განათლებული, მოყვასისადმი ერთგული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, პატრიოტიზმით აღსავსე პიროვნება გახლდათ. მასთან ურთიერთობა დიდი სიამოვნება იყო, არ

მოიწყენდი. მის ოჯახში წიგნის კულტი მეფობდა. აი ერთხელ შეძლებულ ნათესავს ვესტუმრეთ, – იხსენებს პაატას დედა, ქალბატონი მაყვალა, “ ოთახი სავსე იყო ანტიკვარული ნივთებით, პაატა პატარა იყო, სახლში რომ დავბრუნდით, ·



შემომჩივლა: დედა, ჩვენ რატომ არა ვართ · ”ასეთი მდიდრებიო, მე წიგნების კარადასთან მივიყვანე, – აი, შვილო, ჩვენი სიმდიდრე, მათ ხომ არ ჰქონდათ ამდენი წიგნი-მეთქი. მართლაც, პაატა თუ ფულს რამეში გაიმეტებდა, უპირველეს ყოვლისა, წიგნებში“. საერთოდაც, ხელგაშლილი ბიჭი იყო, მეგობარს უკანასკნელ პერანგს აჩუქებდა. მრავალმხრივი ტალანტით დაჯილდოებულ ბიჭს ყველაფერი უნდოდა მოესწრო, იყო მონკავშირის წევრი, ნარდის ფედერაციის წევრი. პაატა ლექსებსაც წერდა, ჩუმად, თავისთვის,

მეგობრებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ ამის შესახებ. ლექსებში იგრძნობა გულწრფელობა, პატრიოტიზმი, კაცთმოყვარეობა. პაატას სამედიცინო განათლება ჰქონდა. იგი ჩაირიცხა პირველ პატრიოტულ” სამხედრო ორგანიზაცია „იმედში“, რომელიც სახალხო ფრონტის ბაზაზე შეიქმნა. პაატა სამედიცინო ხაზით მუშაობდა. დედაჩემისთვის ერთადერთი ანთებული სანთელი ვარო, –ხშირად მეტყოდა ხოლმე. დედისერთა ბიჭი უყოყმანოდ დადგა სამშობლოს დაცვის სადარაჯოზე. პაატა სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად აღესრულა.

მას ორი ვაჟი დარჩა – დათუნა და სულხანი. მისი მიზანი კი არანაკლებ ხუთი შვილის ყოლა იყო. არ დასცალდა. დაე, მისმა შვილებმა იცხოვრონ ბედნიერ საქართველოში. მამასავით ლამაზი სულის მქონე პიროვნებები გაიზარდონ.


გოჩა ხარებავა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.07.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2026
სულ რედაქტირებულია 3




სულხანიშვილი - გვარის 10 ღვთისმსახური

1 0

ბაქარ სულხანიშვილი 1971-92წწ გარდ. 21 წლის, სამაჩბლოში, შსს მთაწინდის რაიონის რიგითი პოლიციელი. დაბ. სოფ.გომბორი საგარეჯო კახეთი

3 0


სულხან (სუხია) სულხანიშვილი 1965-1992წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. თბილისი.

3 0

ზვიად სულხანიშვილი 1990-2013წწ გარდ. ავღანეთი დ. სოფ. ძეგვი მცხეთა

2 0


ნიკო სულხანიშვილი 1871-1919წწ კომპოზიტორი, ლოტბარი, 1912–1914წწ. იმოგზაურა კახეთში და ჩაიწერა ხალხური სიმღერები; დაბ. სოფ. აწყური ახმეტა ცხოვრ. თელავი

2 0

სულხან სულხანიშვილი 1925-1989წწ. მხატვარი, პედაგოგი. დაბ. ქ. სამტრედია, იმერეთი.

1 0


ალექსანდრე სულხანიშვილი 1896-1989 სამხედრო პირი (1924 წ. აჯანყება), ბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. დაბ. სოფ. აწყური ახმეტა კახეთი

2 0