სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მამუკა ტვილდიანი 1968-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი მამუკა ტვილდიანი 1968-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი მამუკა ტვილდიანი 1968-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ტვილდიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

17       ბეჭდვა

მამუკა ტვილდიანი 1968-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

მამუკა ტვილდიანი დაიბადა 1968 წლის 18 აპრილს ქ.სოხუმში.ბავშობიდან ფიზიკურად ძლიერი იყო.სპორტი იტაცებდა. დაამთავრა სოხუმის #5 საშუალო სკოლა, ჩაირიცხა აფხაზეთის უნივერსიტეტში, ფიზკულტურის ფაკულტეტზე. პირველი კურსის დახურვისთანავე გაიწვიეს სამხედრო სამსახურში ქ. ვოლგოგრადში, საიდანაც სერჟანტის წოდებით დაბრუნდა და სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტზე,რომელიც დაამთავრა 1990 წელს. მუშაობა დაიწყო ქ. სოხუმის M# 19  სკოლაში ფიზ-აღზრდისა და სამხედრო მომზადების მასწავლებლად.აფხაზეთის ცაზე მოულოდნელად შავი ღრებელი გამოჩნდა.მამუკა ტვილდიანს სამშობლო და თავისი სოხუმი უსაზღვროდ უყვარდა,ამიტომაც გადაწყვიტა, საბრძოლველად წასულიყო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაეცვა. 1993 წელს ქ. სოხუმის კომენდატურაში გამოცხადდა.

იმ ქარცეცხლიან დღეებში თავის მეგობრებთან ერთად იცავდა სოფელ ახალშენის მისადგომებს. ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა.1993 წლის 4 ივლისის დილა საბედისწერო აღმოჩნდა მამუკასათვის. ბრძოლა 2 საათი მიმდინარეობდა. მეომრებს ტყვია-წამალი გაუთავდათ. მარტო დარჩენილები სიკვდილს გმირულად შეხვდნენ. ექსტრემისტებმა ხელყუმბარებით გამოასალმეს სიცოცხლეს 9 ახალგაზრდა. მამუკა ტვილდიანი იმ დღიდან გმირად იქცა.

დაღუპული მებრძოლები ორმა მოხუცმა ქალმა დამარხა სოფელ ახალშენში,სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა.

ოცდათხუთმეტი დღის ძებნის შემდეგ მამუკას ნეშტი ახლობლებმა გადმოასვენეს და დაკრძალეს ქ. სოხუმში, საგვარეულო სასაფლაოზე, კელასურში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1


ტვილდიანი გიორგი ბათუს ძე მღვდელი დაბ. 1970წ.

2 0

ტვილდიანი

1 0

ლაშა ტვილდიანი დ.1987წ. ევროპის ჩემპიონი ძიუდო წარმ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი

1 0

1 0 0


ლაშა ტვილდიანი დ.2001წ. წარმ. სპორტსმენი ბერძნულ რომაული ჭიდაობა წარმ. სოფ. სოფ. ჯახუნდერი ლენტეხი

1 0

1 0 1