ზურაბ ბიძინას ძე ვიბლიანი დაიბადა 1962 წლის 11 დეკემბერს მესტიის რაინი სოფელი ჭუბერი,
სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფის საშუალო სკოლაში. დაამთავრა თეატრლური ინსტიტუტი. მოღვაწეობდა სოხუმის დრამატულ თეატრში.1993 წლის 01 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელთა ბატალიონში. მე-2 ასეულის პირველი ოცეულის ყუმბარმტყორცნელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტის თავდაცვით ოპერაციებში მდინარე გუმისთის მისადგომებთან.
1993 წლის 16 მარტს აფხაზმა სეპარატისტებმა დაქირავებულ რუს ბოევიკებთან ერთად ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელეს. მე-2 ასეულის მებრძოლებმა მტერს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს და კონტრიერიშზეც გადავიდნენ. მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა. დაჭრილების გამოყვანის დროს, ერთ-ერთი ჭურვის აფეთქებამ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკრძალულია ქალაქ სოხუმში.
გარდაიცვალა ბიძაშვილთან ზვიად ცინდელიანთან ერთად
ზვიად ცინდელიანი 1964-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ჭუბერი მესტია სვანეთი