დიმიტრი ივანეს ძე ზოტოვი დაიბადა 1971 წელს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა ქალაქ სოხუმის მე-7 საშუალო სკოლა.
ქართულ-აფხაზური დაპირისპირებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონში, ხოლო 1993 წლის 1 თებერვალს დაინიშნა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის მეტყვიამფქვრევედ.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დიმიტრი ზოტოვმა თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის თავდადებულმა მებრძოლმა. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თავგანწირვა 1993 წლის 15-17 მარტის თავდაცვით ორთაბრძოლებში. 1993 წლის 17 მარტს მე-2 ბატალიონის სარეზერვო ძალები ატარებდნენ მტრის დივერსიული ჯგუფის ლიკვიდაციას. ამ ოპერაციის დროს დიმიტრი ზოტოვმა და ხვიჩა ცხადაიამ არნახული სიმამაცე გამოიჩინეს – გაანადგურეს აფხაზ ბოევიკთა თვითონაც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა თავგანწირვისათვის დიმიტრი ზოტოვი სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.