სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დიმიტრი (დიმა) ჭურღულია 1951-93წწ. გარდ. 42 წლის აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი დიმიტრი (დიმა) ჭურღულია 1951-93წწ. გარდ. 42 წლის აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი დიმიტრი (დიმა) ჭურღულია 1951-93წწ. გარდ. 42 წლის აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1951-1993 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭურღულია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

105       ბეჭდვა

დიმიტრი (დიმა) ჭურღულია 1951-93წწ. გარდ. 42 წლის აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

დიმა ჭურღულია, სოხუმში გამორჩეული ვაჟკაცი, ქალაქის კოლორიტი, სულითხორცამდე საქართველოსთვის დაბადებული, ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა დედა-სამშობლოს. საქართველოს ჩემპიონი კრივში,ომშიც გამორჩეული იყო და ბოლო ამოსუნთქვამდე იდგა ბატონი ჟიული შარტავას გვერდით. მხოლოდ 42 წელი შესძლო ეცოცხლა, მოფერებოდა სამშობლოს და მის კეთილდღეობას შესწირვოდა. სიკვდილის შემდეგ მისი გმირობა „ვახტანგ გორგასლის“ II ხარისხის ორდენით აღინიშნა.




სოხუმის დაცემის დღეს, როდესაც ქალაქი ცეცხლსა და კვამლში იძირებოდა, ყაბარდოელმა ბოევიკებმა საქართველოს მინისტრთა საბჭოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ალი მთელ კორპუსს მოედო, მინები გამაყრუებელი ლაწალუწით სკდებოდა და ყველაფერი ნგრევის გარდაუვალობას ამცნობდა. სწორედ ამ ქაოსის შუაგულში, ყველასთვის მოულოდნელად, კვამლისა და ცეცხლის კორიანტელიდან ერთი ქართველი მებრძოლი გამოჩნდა — ავტომატი დაბლა დაშვებული ჰქონდა, მაგრამ ხელიდან არ უშვებდა.

 იგი მშვიდად, აუჩქარებლად ჩამოდიოდა კიბეებზე. არ ჩანდა შიში, არც სასოწარკვეთა. მისი სვლა იყო დინჯი და ღირსეული, თითქოს კარგად იცოდა, რას აკეთებდა და რატომ. ყაბარდოელმა ბოევიკებმა იარაღის დაგდება უბრძანეს. ქართველმა თითქოს ვერ გაიგონა — ნაბიჯს არ აჩქარებდა, არც შეაჩერა სვლა. ბრძანება კვლავ გაიმეორეს, მაგრამ ამჯერად მან ავტომატი მხარზე გადაიდო და გზა გააგრძელა.

 ამ სანახაობამ მოწინააღმდეგეებიც კი აღაფრთოვანა. ყაბარდოელები ერთმანეთს ნიშნებით აფრთხილებდნენ — არ ესროლოთო. მათ თვალწინ იდგა ადამიანი, რომელიც იარაღით ხელში, მაგრამ სროლის განზრახვის გარეშე, საკუთარი ღირსების დემონსტრირებას ახდენდა. თუმცა ერთმა აფსუამ მაინც დაარღვია ეს უხმო შეთანხმება — ავტომატის ჯერი გაისმა და ქართველი მებრძოლი ადგილზე ჩაცხრილა.

 როდესაც კონფედერატებმა მისი ავტომატი აიღეს, აღმოჩნდა, რომ მასში ერთი ტყვიაც კი არ იყო. ამ ფაქტმა მოვლენას სრულიად სხვა შინაარსი შესძინა: ეს აღარ წარმოადგენდა მხოლოდ საბრძოლო ვითარებაში დაღუპვას, არამედ გააზრებულ და ნებაყოფლობით არჩევანს. ქართველმა მებრძოლმა შეგნებულად უარყო დამამცირებელი ტყვეობა და სიცოცხლის უკანასკნელ წამს იარაღით ხელში ღირსეული სიკვდილი ამჯობინა. ეს იყო ადამიანური და ეროვნული ღირსების უკიდურესი გამოვლინება — უკანასკნელი, მაგრამ სიმბოლურად უკვდავი აქტი.

 ამ გმირის სახელი იყო დიმა ჭურღულია — აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) ყოფილი თანამშრომელი. ომის შემდეგ გროზნოში, გაზეთ «Вечерный Грозნო»-ში, დაიბეჭდა სტატია მისი გმირობის შესახებ. ნონა ჯღამაია იხსენებს ამ პუბლიკაციას და მწარე კითხვას სვამს: რატომ არ გააშუქა ეს ამბავი ჩვენმა არც ერთმა საინფორმაციო საშუალებამ?


უფროსი ლეიტენანტი დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია დაბ. 1951 წელს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის გენერალ-მაიორ თ. ნადარეიშვილის 1992 წლის 22 დეკემბრის ბრძანებულებით შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამთავრობო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის სპეციალური განყოფილება.
დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულია საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთანავე ჩაება ბრძოლაში. 1992 წლის დეკემბერში ის ჩაირიცხა ზემოთხსენებულ განყოფილებაში სპეციალური დანიშნულების ჯგუფის «იუპიტერი» ასეულის უფროსად. დ. ჭურღულია კეთილსინდისიერად და ხარისხიანად ასრულებდა თავის მოვალეობას, იყო მომთხოვნი თავისი თავისა და მებრძოლების მიმართ.
დიმიტრი ჭურღულია მონაწილეობას ღებულობდა რიგ საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქ. სოხუმზე თავდასხმის დროს 4-6 იანვარს, 14-16 მარტს, გუმისთის მიდამოებში, სოფელ შრომასთან, ცუგუროვკაში და ტამიშში.
1993 წლის სექტემბერში აფხაზ სეპარატისტთა და მათ მიერ დაქირავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ მთავრობის შენობაზე განხორციელებული შემოტევის დროს, დიმიტრი ტარიელის ძე ჭურღულიამ გამოიჩინა მამაცობა, სიცოცხლის ბოლომდე იგერიებდა მტრის შემოტევას. ძალთა არათანაფარდობის გამო, ბევრი მეომარი გმირულად დაიღუპა. მათ შორის დიმა ჭურღულიაც, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს ერთიანობას.

დიმა ჭურღულია, სოხუმში გამორჩეული ვაჟკაცი, ქალაქის კოლორიტი, სულითხორცამდე საქართველოსთვის დაბადებული, ყოველთვის იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა დედა-სამშობლოს. საქართველოს ჩემპიონი კრივში,ომშიც გამორჩეული იყო და ბოლო ამოსუნთქვამდე იდგა ბატონი ჟიული შარტავას გვერდით. მხოლოდ 42 წელი შესძლო ეცოცხლა, მოფერებოდა სამშობლოს და მის კეთილდღეობას შესწირვოდა. სიკვდილის შემდეგ მისი გმირობა „ვახტანგ გორგასლის“ II ხარისხის ორდენით აღინიშნა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.08.2021
ბოლო რედაქტირება 21.04.2026
სულ რედაქტირებულია 7

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 30.08.2021
სულ რედაქტირებულია 1


ჭურღულია - გვარის 3 ღვთისმსახური

2 0

ტარიელ ჭურღულია 1926-93წ. გარდ. 67 წლის, აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

3 0

ნანა ჭურღულია 1950წწ. მხატვარი.დაბ. გუდაუთა, აფხაზეთი.

1 0