სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
სპირიდონ ხუჯაძე 1881-1973წწ იმპერატორის მძღოლი დაბ. სოფ. ნაბოსლევი ტყიბული სპირიდონ ხუჯაძე 1881-1973წწ იმპერატორის მძღოლი დაბ. სოფ. ნაბოსლევი ტყიბული
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

სპირიდონ ხუჯაძე 1881-1973წწ იმპერატორის მძღოლი დაბ. სოფ. ნაბოსლევი ტყიბული

როგორ გახდა იმერელი კაცი პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ II-ის ძმის მძღოლი - "პირველად რომ მანქანა ნახა, დაიჩოქა და პირჯვრის წერა დაიწყო..."

09:10 / 18-05-2020

იმე­რუ­ლი სო­ფე­ლი ნა­ბოს­ლე­ვი თით­ქოს არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა სხვა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის­გან, თუმ­ცა, ამ სო­ფელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი - სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე, პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა XX სა­უ­კუ­ნის სა­ზა­რელ პირ­ველ მსოფ­ლიო ომს, ანუ დიდ ომს, რო­გორც მას 1939 წლამ­დე უწო­დებ­დნენ.

გა­ზეთ "კავ­კა­ზის" ცნო­ბით, 1914 წლის ივ­ლის­ში ნალ­ჩიკ­ში ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის სოფ­ლე­ბი­დან და და­სახ­ლე­ბე­ბი­დან რჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს, მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე კავ­კა­სი­ელ ცხე­ნო­სან­თა პოლ­კი შე­ექ­მნათ. იმ­პე­რა­ტორს დე­პე­შით გა­უგ­ზავ­ნეს მო­თხოვ­ნა, მათ­თვის ნება მი­ე­ცათ, რათა ომში გა­ეგ­ზავ­ნათ ოთხი ასე­უ­ლი ცხე­ნო­სა­ნი.

სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, "ვე­ლუ­რი დი­ვი­ზი­ის" (ასე შე­არ­ქმე­ვენ მუს­ლი­მე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბულ სამ დი­ვი­ზი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ექვს პოლკს - ყა­ბარ­დო­ულს, და­ღეს­ტნურს, თათ­რულს, ჩეჩ­ნურს, ინ­გუ­შურ­სა და ჩერ­ქე­ზულს) შექ­მნის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი გახ­ლდათ კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვა­ლი ილა­რი­ონ ვო­რონ­ცოვ-დაშ­კო­ვი. მე­ფის­ნაც­ვალ­მა ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლი და არა­სა­ი­მე­დო მუს­ლი­მი კავ­კა­სი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თურ­ქე­თი­სად­მი სიმ­პა­თი­ით იყ­ვნენ გამ­სჭვა­ლუ­ლი, თა­ვი­დან მო­ი­შო­რა და "ვე­ლურ დი­ვი­ზი­ა­ში" გა­ამ­წე­სა.

მე­ო­რე მხრივ, მე­ფის­ნაც­ვალს კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და: მას სურ­და, რა­მით დახ­მა­რე­ბო­და სა­მე­ფო ოჯა­ხის მიერ გა­რი­ყულ ნი­კო­ლოზ II-ის უმ­ცროს ძმას, მი­ხა­ილს, რა­მე­ნა­ი­რად გა­ნე­მუხ­ტა სა­მე­ფო კარ­ზე მის­და­მი არ­სე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მი­ხა­ი­ლი სად­მე გა­ნემ­წე­სე­ბი­ნა, კერ­ძოდ, "ვე­ლუ­რი დი­ვი­ზი­ის" უფ­რო­სად.

საქ­მე ის არის, რომ რო­მა­ნო­ვებ­მა მე­ფის უმ­ცროს ძმას ვერ აპა­ტი­ეს, როცა მან გა­ბე­და და ორ­ჯერ გა­ნა­თხო­ვარ, წმინ­და სის­ხლის არმ­ქო­ნე ქალ­ზე - ნა­ტა­ლია ბრა­სო­ვა­ზე იქორ­წი­ნა. ვო­რონ­ცო­ვი მი­ხა­ილს ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად იც­ნობ­და, მისი შვი­ლი, ილა­რი­ო­ნი, ში­ნა­უ­რო­ბა­ში ლარ­კა კი მი­ხა­ი­ლის მე­გო­ბა­რი იყო.

საკ­ვირ­ვე­ლია ნამ­დვი­ლად, რო­გორ მო­ახ­ვედ­რა ავ­ტო­მან­ქა­ნის სიყ­ვა­რულ­მა უბ­რა­ლო იმე­რე­ლი კაცი "ვე­ლურ დი­ვი­ზი­ა­ში", სა­დაც 1914-1916 წლებ­ში ის დიდი მთავ­რის, მი­ხა­ი­ლის მძღო­ლად მსა­ხუ­რობ­და. დიდი მთა­ვა­რი დი­ვი­ზი­ის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს 1914 წლის 23 აგ­ვის­ტოს, ხოლო სპი­რი­დონ­მა მას­თან სამ­სა­ხუ­რი 10 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო.

სპი­რი­დო­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, თა­მაზ ხუ­ჯა­ძის მო­ნა­ყო­ლით, ბა­ბუა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, იუ­მო­რით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. ის უმე­ტეს­წი­ლად ღია ფე­რის კი­ტე­ლებს ატა­რებ­და, თავ­ზე გა­ნუყ­რე­ლი შლა­პით. პირ­გა­უ­პარ­სა­ვი არა­სო­დეს გა­მო­ვი­დო­და გა­რეთ. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა გაწ­კე­პი­ლი ულ­ვა­შე­ბი, მის მო­სავ­ლე­ლად რამ­დე­ნი­მე ცალი შავი ხა­ვერ­დის ასაკ­რა­ვი ჰქონ­და, რომ­ლი­თაც ყო­ველ ღა­მეს ულ­ვაშს შე­მო­იკ­რავ­და. დი­ლა­ო­ბით ულ­ვა­ში ისე ჰქონ­და გაბ­ზე­კი­ლი, ძვე­ლად რომ იტყოდ­ნენ, ულ­ვა­შის წვერ­ზე ბუზი რომ და­აჯ­დეს, ზედ წა­მო­ე­გე­ბაო. სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯაგ­რი­სი ჰქონ­და, რო­მელ­საც მხო­ლოდ ულ­ვა­ში­სა და თმის­თვის ხმა­რობ­და.

სა­ნამ მძღო­ლი გახ­დე­ბო­და, ყმაწ­ვილ­მა სპი­რი­დონ­მა ქუ­თა­ის­ში ზე­ინ­კლო­ბა შე­ის­წავ­ლა - "ია­რა­ღე­ბით რკი­ნებს ვჭრი­დი, ვქლი­ბავ­დი, ვღუ­ნავ­დი, ვას­წო­რებ­დი, ვბურ­ღავ­დი და ვრჩი­ლავ­დიო"... ამ ჭრა-ქლიბ­ვა­ში შე­სა­ნიშ­ნავ ოს­ტა­ტად იქცა, მალე სამ­ხედ­რო ბე­გა­რა მო­ი­ხა­და და კვლავ ზე­ინ­კლო­ბას და­უბ­რუნ­და. ეს საქ­მე ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ში.

1909 წელ­მა გა­და­წყვი­ტა მეტ­წი­ლად მისი ბედი - ამ წელს სპი­რი­დო­ნი ბა­ქო­ში გა­ემ­გზავ­რა ნავ­თის სა­რე­წებ­ზე, რო­მე­ლიც იმ დროს ინ­გლი­სე­ლე­ბის ხელ­ში იყო. იქ სა­ზე­ინ­კლო სა­ამ­ქრო­ში და­ი­წყო თა­ვი­სი ხე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა. ერთხე­ლაც, ხელ­ფა­სის მი­ღე­ბის შემ­დეგ, კან­ტო­რი­დან გა­მო­სულ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ხალ­ხი რა­ღა­ცას გა­ფა­ცი­ცე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და. სწო­რედ მა­შინ ნახა სპი­რი­დონ­მა სი­ცო­ცხლე­ში პირ­ვე­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც და­ქო­ქი­ლი ფრუ­ტუ­ნებ­და... ამ სა­ოც­რე­ბის წი­ნა­შე სპი­რი­დონ­მა და­ი­ჩო­ქა და პირ­ჯვრის წერა და­ი­წყო. თურ­მე მან­ქა­ნას გარს უვ­ლი­და და გა­ი­ძა­ხო­და: ღმერ­თო ისე ნუ მომ­კლავ, ამა­ში ჩაჯ­დო­მა არ მე­ღირ­სო­სო!

მუხ­ლებ­ზე და­ცე­მულ კაცს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია ინ­გლი­სელ­მა მრეწ­ველ­მა იმერ­მა, გა­ი­გო სპი­რი­დო­ნის სურ­ვი­ლი და სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა. ამ ინ­გლი­სე­ლის წყა­ლო­ბით და თა­ვი­სი ხარ­ჯით, სპი­რი­დონ­მა მან­ქა­ნის მარ­თვის ექ­ვსთვი­ა­ნი კურ­სე­ბი გა­ი­ა­რა, რომ­ლის დრო­საც მას უნარ­ჩუნ­დე­ბო­და ხელ­ფა­სის 50%, ჰქონ­და უფა­სო კვე­ბა და ბინა. ასე და­ი­წყო თა­ვი­სი ახა­ლი პრო­ფე­სი­ით სპი­რი­დონ­მა სამ­სა­ხუ­რი, საკ­მაო თან­ხაც და­აგ­რო­ვა და გროზ­ნო­ში, სა­დაც მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა შე­ი­ძი­ნა. ინ­გლი­სე­ლი იმე­რის წყა­ლო­ბით (თა­ვის ერთ შვილს სპი­რი­დონ­მა მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა სა­ხე­ლი) ახალ­გა­მომ­ცხვა­რი იმე­რე­ლი მძღო­ლი ორი ნავ­თის სა­რე­წის მფლო­ბე­ლი გახ­და და რომ არა რე­ვო­ლუ­ცია და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბა, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი კა­ციც იქ­ნე­ბო­და...

მალე და­ი­წყო პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომი, ინ­გლი­სე­ლებ­მა კავ­კა­სია და­ტო­ვეს, ხოლო ხუ­ჯა­ძე ამი­ერ­კავ­კა­სი­ის შტა­ბის ავ­ტო­ნა­წილ­ში გა­იწ­ვი­ეს, რო­მე­ლიც მან­გლის­ში იყო და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი. მა­შინ მთელ ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში სულ 60 მძღო­ლი ირი­ცხე­ბო­და, ამათ­გან ორი ქარ­თვე­ლი იყო (სპი­რი­დო­ნი და ალექ­სი თურ­ქი­აშ­ვი­ლი), ერთი სო­მე­ხი - ავე­ტი­სი­ა­ნი, ერ­თიც დე­დით ქარ­თვე­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი რუ­სე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და ბე­ლო­რუ­სე­ბი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სტა­ჟი - 1911 წლი­დან - ხუ­ჯა­ძეს ჰქონ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით 1914 წელს, სტა­ჟი­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მძღო­ლებს გა­მოც­და ჩა­უ­ტარ­დათ - ისი­ნი ოთხ გე­ნე­რალ­თან ერ­თად ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­ემ­გზავრნენ. გზად სა­დღაც უღელ­ტე­ხილ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლან და მწვა­დი მი­ურ­თმე­ვი­ათ. გე­ნერ­ლე­ბი ცალ­კე ის­ხდნენ, მძღო­ლე­ბი ცალ­კე. რო­გორც სპი­რი­დო­ნი იხ­სე­ნებს, ერთი გე­ნე­რა­ლი გა­მო­ვი­და სა­სა­დი­ლო­დან და ჩუ­მად გა­და­კე­ტა სპი­რი­დო­ნის მან­ქა­ნა­ში ბენ­ზი­ნის მი­სა­წო­დე­ბე­ლი მილი. რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს - სა­კუ­თა­რი ფა­ვო­რი­ტი რომ გა­ეყ­ვა­ნა თუ მძღო­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­სა­მოწ­მებ­ლად, უც­ნო­ბია. მოკ­ლედ, როცა წას­ვლის დრო დად­გა, ყვე­ლა მან­ქა­ნა და­იძ­რა, სპი­რი­დო­ნის გარ­და. ცო­ტა­ო­დე­ნი ფიქ­რის შემ­დეგ, მძღოლ­მა ახა­და კა­პო­ტი, გა­მო­ას­წო­რა ყვე­ლა­ფე­რი და მალე წინ წა­სუ­ლებ­საც და­ე­წია.

როცა უკან დაბ­რუნ­დნენ და მან­გლის­ში და­ბი­ნავ­დნენ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ღა­მის ორ სა­ათ­ზე კა­პი­ტან ან­ტო­ნოვ­სკის ბრძა­ნე­ბით სპი­რი­დო­ნი გა­აღ­ვი­ძეს და უბ­რძა­ნეს, სას­წრა­ფოდ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო ავ­ტო­ნა­წი­ლის უფ­როს­თან. მო­საც­დელ­ში დახ­ვდნენ ქარ­თვე­ლი თერ­ძე­ბი - ნი­კო­დი­მე კვიმ­სა­ძე და ონი­სი­მე ხუ­ციშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც უნა­გი­რებ­სა და ჩოხა-ახა­ლუხს კე­რავ­დნენ. არც მათ იცოდ­ნენ გა­მო­ძა­ხე­ბის მი­ზე­ზი.

მალე მათ­თან მი­ვი­და სამ­ხედ­რო პირი და თერ­ძებს მოს­თხო­ვა, ხუ­ჯა­ძის­თვის სას­წრა­ფოდ აე­ღოთ ზო­მე­ბი. სპი­რი­დონს ფერი ეც­ვა­ლა - ალ­ბათ რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი მი­მი­ძღვის, დახ­ვრე­ტას მი­პი­რე­ბენ და კუ­ბოს ზო­მას იღე­ბე­ნო... ასე გა­ი­ა­რა რამ­დე­ნი­მე წუთ­მა, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი სპი­რი­დო­ნის­თვის კი სა­უ­კუ­ნემ და მხო­ლოდ მა­შინ მო­ით­ქვა სული, როცა მას­თან მი­ვი­და შტაბ­სკა­პი­ტა­ნი, ხელი ჩა­მო­არ­თვა, მე­ო­რე ხელი კი ბე­ჭებ­ზე დაჰ­კრა და უთხრა: სპი­რი­დონ, ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზე ყო­ფილ­ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი! ხვალ და­ის­ვე­ნე და ზეგ და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში გა­გამ­წე­სეს მა­ღა­ლი ჩი­ნის კაც­თან, ვინ და რა არის, ად­გილ­ზე შე­ი­ტყო­ბო და და­ა­მა­ტა, - მეც ნუ და­მი­ვი­წყე­ბო.

შე­უ­კე­რეს ექ­ვსი სხვა­დას­ხვა ფე­რის ჩოხა-ახა­ლუ­ხი - კი გა­უკ­ვირ­და სპი­რი­დონს, ამ­დე­ნი ჩოხა რად მინ­დაო, მაგ­რამ მი­ზე­ზი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო - მი­ხა­ილ რო­მა­ნო­ვი, დი­ვი­ზი­ის რო­მელ პოლკ­შიც მი­დი­ო­და, იმ პოლ­კის ჩო­ხას იც­ვამ­და, იმა­ვეს აკე­თებ­და მისი გა­რე­მოც­ვა და სპი­რი­დო­ნიც. სწო­რედ ამი­ტომ იყო შე­კე­რი­ლი "ექ­ვსი ხელი" ჩოხა.

გა­მო­ემ­შვი­დო­ბა სპი­რი­დო­ნი ოჯახს და ერთ პოდ­პო­რუ­ჩიკ­თან ერ­თად, მან­ქა­ნით გა­უდ­გნენ გზას. ქა­ლაქ ტერ­ნო­პოლ­ში მე­ხუ­თე დღეს ჩა­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე ჩა­სუ­ლი სპი­რი­დო­ნი "აუთ­ვა­ლი­ერ-ჩა­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ათ", სხვა­დას­ხვა პი­რებს დე­ტა­ლუ­რად გა­მო­უ­კი­თხავთ მისი საქ­მი­ა­ნო­ბის, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. მერე ვი­ღაც პოლ­კოვ­ნიკ­მა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლად აქ­ცენ­ტით სა­უბ­რობ­და, ინ­სტრუქ­ტა­ჟი ჩა­უ­ტა­რა და მხო­ლოდ შემ­დეგ უთხრა, რომ სპი­რი­დო­ნი იქ­ნე­ბო­და დიდი მთავ­რის, მი­ხა­ილ ალექ­სან­დრო­ვიჩ რო­მა­ნო­ვის, ანუ ნი­კო­ლოზ II-ის უმ­ცრო­სი ძმის პი­რა­დი მძღო­ლი...

ეს რომ გა­ვი­გე, თავი სიზ­მარ­ში მე­გო­ნაო, უყ­ვე­ბო­და სპი­რი­დო­ნი შვი­ლებს, ლა­მის სი­ხა­რუ­ლით ჭკუ­ი­დან შე­ვი­შა­ლეო. აბა, ხუმ­რო­ბა ამ­ბა­ვია, მე­ფის ძმას­თან მძღო­ლად მუ­შა­ო­ბა?

მი­ხა­ილ რო­მა­ნოვს მო­ახ­სე­ნეს ახა­ლი მძღო­ლის ჩა­მოს­ვლა, მა­ნაც მიყ­ვა­ნა ბრძა­ნა. სპი­რი­დო­ნი ეახ­ლა, რო­მა­ნოვ­მა ხელი გა­უ­წო­და და ეტი­კე­ტის თა­ნახ­მად, რო­გორც ას­წავ­ლეს, ხუ­ჯა­ძემ მარ­ჯვე­ნა მუხ­ლზე ჩა­ი­ჩო­ქა და ჩო­ხის კალ­თას ეამ­ბო­რა. შემ­დეგ რო­მა­ნოვ­მა გა­მოჰ­კი­თხა ოჯა­ხის შე­სა­ხებ და მცი­რე სა­უბ­რის შემ­დეგ ისი­ნი პო­ლი­გონ­ზე გა­ვიდ­ნენ. იქ რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი მან­ქა­ნა მდგა­რა, სა­ი­და­ნაც ხუთი ცალი უნდა ამო­ერ­ჩია. სპი­რი­დონ­მა სხვა­დას­ხვა ფირ­მის ხუთი მან­ქა­ნა შე­არ­ჩია, რომ­ლე­ბიც სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მათ მო­წეს­რი­გე­ბას შე­უდ­გნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო სპი­რი­დონ­მა, რომ თურ­მე და­სა­წყის­ში რო­მა­ნო­ვის­თვის რუსი მძღო­ლი შე­ურ­ჩე­ვი­ათ, რომ­ლის კან­დი­და­ტუ­რა­ზე მთა­ვარს კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთ­ქვამს და მო­უ­თხო­ვია - იქ­ნებ კავ­კა­სი­ა­ში მო­მი­ძებ­ნოთ მძღო­ლი, თა­ნაც არ იყოს ღვი­ნის მსმე­ლი და მწე­ვე­ლიო.

...სპი­რი­დო­ნი გა­ბე­დუ­ლი და უში­შა­რი კაცი იყო, რაც მისი და­ხა­სი­ა­თე­ბი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რო­მე­ლიც 1917 წლის აპ­რილ­ში მის სა­ხელ­ზე გას­ცა დიდ მთა­ვარ მი­ხა­ილ ალექ­სან­დრო­ვი­ჩის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლომ. პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, დიდ­მა მთა­ვარ­მა სპი­რი­დონს ჯი­ბის სა­ა­თიც უსახ­სოვ­რა, რო­მე­ლიც დღემ­დე ინა­ხე­ბა სპი­რი­დო­ნის შვი­ლიშ­ვი­ლის, თა­მაზ ხუ­ჯა­ძის ოჯახ­ში. 1916 წელს პოლ­კის უფ­რო­სის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ის წმინ­და გი­ორ­გის მე­ო­თხე ხა­რის­ხის ჯვრით და­ა­ჯილ­დო­ვეს - კო­ლო­ნის წინა ორი მან­ქა­ნა ხრამ­ში გა­და­ი­ჩე­ხა და რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცე­რი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო პოლ­კის უფ­რო­სი სპი­რი­დონ­მა გა­და­არ­ჩი­ნა.

გად­მო­ცე­მით, 1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, სა­მე­ფო ოჯა­ხის ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბი უცხო­ეთ­ში გა­ხიზ­ვნას აპი­რებ­დნენ. თურ­მე მი­ხა­ილს სპი­რი­დო­ნის ოჯა­ხის­თვის ტან­საც­მე­ლი და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ვა­გო­ნი გა­უგ­ზავ­ნია გროზ­ნო­ში, რათა ისი­ნი ამა­ვე ვა­გო­ნით ჩა­სუ­ლიყ­ვნენ პეტ­როგ­რად­ში და შემ­დეგ უცხო­ეთ­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უთხრეს პეტ­როგ­რად­ში მყოფ სპი­რი­დონს. ისიც სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­და ოჯა­ხის ჩა­მოს­ვლას.

გა­ვი­და რა­ღაც დრო და ვა­გო­ნი უკან ცა­რი­ე­ლი დაბ­რუნ­და. სპი­რი­დონს ლა­მის ინ­ფარ­ქტმა და­არ­ტყა: თურ­მე მე­უღ­ლეს კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნუ­ცხა­დე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე, ხელი და­უვ­ლია ბავ­შვე­ბის­თვის, სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი შე­უკ­რე­ბია და სა­ქარ­თვე­ლო­ში გაქ­ცე­უ­ლა. ეს სპი­რი­დონ­მა მე­უღ­ლეს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვერ აპა­ტია და ხში­რად გულ­მო­სუ­ლი ეტყო­და თურ­მე: ნა­დია, შე ქალო, რო­გორ არ­ჩიე შენი სოფ­ლის პრა­სი პა­რიზ­სო!

სხვა­დას­ხვა თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და პე­რი­პე­ტი­ე­ბის შემ­დეგ (ხან თეთ­რებ­თან და ხან ბოლ­შე­ვი­კებ­თან) ის სა­ქარ­თვე­ლო­ში 1919 წელს დაბ­რუნ­და და ისევ ზე­ინ­კლად მუ­შა­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ ხუ­ჯა­ძეს შინ­სა­ხკო­მი არ ას­ვე­ნებ­და, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ჩხრი­კეს მის სახ­ლი, კედ­ლე­ბიც კი და­უნ­გრი­ეს - თურ­მე ოქ­რო­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბებს ეძებ­დნენ.

მისი შვი­ლი, იმე­რი ხუ­ჯა­ძე იგო­ნებ­და: "ჩვენს ოჯახს ჰქონ­და მი­ხა­ილ რო­მა­ნო­ვის ნა­ჩუ­ქა­რი ბევ­რი ძვირ­ფა­სი ნივ­თი, თუმ­ცა ომი­ა­ნო­ბის შემ­დეგ დედა ოქ­რო­უ­ლო­ბას საჭ­მელ­ზე ცვლი­და და ისე გვზრდი­და ხუთ შვილს... მახ­სოვს, ერთხელ დე­დამ მე­ზო­ბელს ოქ­რო­უ­ლო­ბის აცმა გა­ა­ტა­ნა სურ­სათ­ზე გა­და­საც­ვლე­ლად.... ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრში, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში იყო მა­ღა­ზია, სა­დაც ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ სურ­სათს იძ­ლე­ოდ­ნენ. დე­და­მაც შაქ­რის, კა­რა­ქი­სა და სხვა პრო­დუქ­ტე­ბის მო­სა­ტა­ნად გა­ა­ტა­ნა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, მე­ზო­ბე­ლი დაბ­რუნ­და და თქვა წა­მარ­თვე­სო, მოკ­ლე ხან­ში კი, სახ­ლი გა­ყი­და და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გა­და­ვი­და..."

სპი­რი­დო­ნი ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში მე­ქა­ნი­კო­სად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს რი­ო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბი­სას სა­ფი­ჩხი­ა­ზე გან­ლა­გე­ბულ მე­ო­რე დამ­ხმა­რე სა­ამ­ქრო­ში. რი­ო­ნ­ჰე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წყალ­ტუ­ბო­ში მა­ცივ­რე­ბის შემ­კე­თებ­ლად გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა, პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ კი ქუ­თა­ის­ში, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე სა­კუ­თარ კარ-მი­და­მოს უვ­ლი­და. სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა რეპ­რე­სი­ებს და 1973 წელს, 92 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა...

ავ­ტო­რი: ირაკ­ლი მა­ხა­რა­ძე

სრუ­ლი ვერ­სია წა­ი­კი­თხეთ ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბით ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ან­ში"

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: სპი­რი­დონ ხუ­ჯა­ძე, მი­ხა­ილ რო­მა­ნოვ­თან და გე­ნე­რალ დი­მიტ­რი ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად

https://www.ambebi.ge/article/232152-rogor-gaxda-imereli-kaci-pirvel-msoplio-omshi-nikoloz-ii-is-zmis-mzgoli-pirvelad-rom-mankana-naxa-daichoka-da-pirjvris-cera-daicqo/?fbclid=IwAR0qX3mC8rD4I4spjVLmudvn4gCbqKD65-tZzuhK9immSsddyLDNV63akko


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.08.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0