მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი "წიგნიდან საქართველოსთვის"
გივი ვლადიმერის ძე ფარჯიანი დაიბადა 1954 წლის 11 აპრილს ქალაქ სტავროპოლში. გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის სასუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის დაზვერვის ოცეულში,მზვერავად.
1993 წლის 16 მარტს აფხაზ სეპარატისტთა მიერ განხორციელებული შემოტევის დროს დაიჭრა,მაგრამ ჭრილობის მიუხედავად,ბრძოლას მაინც განაგრძობდა.ყუმბარტყორცნიდან გასროლილი ჭურვის აფეთქება სასიკვდილო აღმოჩნდა მისთვის.
გივი ფარჯიანი დაკრძალულია გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გივი ფარჯიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.