სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ აბულაძე 1968-93წწ დაკარგ. 25 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. მეორე სვირი ზესტაფონი

1968-1993 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აბულაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

ვახტანგ აბულაძე 1968-93წწ დაკარგ. 25 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. მეორე სვირი ზესტაფონი

ვახტანგ აბულაძე საშას ძე დაიბადა 14 აპრილი 1968 წელს სოფელი მეორე სვირი ზესტაფონი 24 სექტემბერი 1993 წელი დაკარგულია


           განთიადის ზღვიდან შემოჭრილი ნიავი იქ,აფხაზეთში,ობლად გაწოლილ საფლავის ბორცვზე ამოსულ ბალახს მოეფერება,სუნთქვას შეწყვეტს და გაირინდება,თითქოს ყურს უგდებს საფლავიდან წამოსულ ხმას,შემდეგ ფრთას შეჰკრავს და იმერეთს მოეშურება.შორაპნის ციხესთან წამით ჩაიმუხლებს,ხავსმოდებულ ქვებს ებუტბუტება,მერე ზესტაფონის ქუჩებში გაინავარდებს,თვალწარმტაც სოფლებს მოინახულებს და სოფელ მეორე სვირში ერთ ჭიშკარს ააჭრიალებს.ვენახს,ოდასახლს,ჭურ-მარანს თვალს მოავლებს,ხის ტოტზე ჩამოჯდება და მზის სხივებით აციალებული ნამიანი ფოთლები,შორეული საფლავიდან გამოგზავნილი ვაჟკაცის მონატრებაზე ჩურჩულებენ.ენატრება ვახტანგს თბილი ხელები,დედის ცრემლი,სანთლის ციმციმი და ყვავილები...


         ვახტანგ აბულაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში 1968 წლის 14 აპრილს.დაამთავრა ამავე სოფლის ა. ბოჭორიშვილის სახელობის #1 სკოლა.სკოლის დამთავრებისთანავე 1985 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში.არმიიდან დაბრუნების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ეკონომიკის ფაკულტეტზე.

         1993 წლის აგვისტოში,როგორც რეზერვისტი,გაიწვიეს სამხედრო შეკრებაზე.მსახურობდა ქუთაისის ოცდამესამე ბატალიონის მესამე ბრიგადაში.იბრძოდა ხონში,ოჩამჩირეში,გულრიფშში,22 სექტემბერს.ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა.დაიღუპა 24 სექტემბერს.დაკრძალულია აგუძერას საავადმყოფოს ეზოში.საკუთარი ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო.

        დედა იგონებს:,,ვახტანგი იყო უაღრესად კეთილშობილი,ზრდილობიანი,განათლებული ახალგაზრდა.უყვარდა სიცოცხლე,მეგობრები,აღმერთებდა საქართველოს.როდესაც აფხაზეთში არეულობა დაიწყო,აღშფოტებული იყო,ხშირად ამბობდა: ,,ახლა ჭირდება საქართველოს შველა და ჩვენ თუ არ დავეხმარეთ,აბა სხვა ვინ გაირჯებაო“.ღრმად მორწმუნე იყო,ყოველი საქმის დაწყების წინ პირჯვარს გადაიწერდა და ღმერთს შემწეობას სთხოვდა.გატაცებული იყო სპორტით,უყვარდა ფეხბურთი,თვითონაც კარგად თამაშობდა.კეთილი გული ჰქონდა,ალალი.მენატრება ჩემი თმაქოჩორა ბიჭი,ღმერთს ვთხოვ,ისე ნუ მომკლავს მისი საფლავი არ ვნახო და მონატრებული ცრემლი მკერდზე არ დავაყარო....“

        ვახტანგის ოჯახს ხონიდან გამოგზავნილი დეპეშა აქვს შემორჩენილი: ,,ხონში ვარ,საშიში არაფერია,ვახტანგი“. .... იქ,კი,აფხაზეთში,განთიადის ზღვიდან შემოჭრილი ნიავი,ყოველდღიურად ეფერება ობლად გაწოლილ  საფლავის ბორცვებს ამოსულ ბალახს,გარინდებული თითქოს ყურს უგდებს საფლავიდან წამოსულ ხმას,შემდეგ ფრთას შეჰკრავს და იმერეთს მოეშურება.სოფელ მეორე სვირში ერთ ჭიშკარს ააჭრიალებს,ხის ტოტზე ჩამოჯდება და მზის სხივებით აციალებულ


ვახტანგ აბულაძე



დედა ციალა ავალოს ასული მუმლაძე აბულაძე 1934-2012


მამა საშა სანდროს ძე აბულაძე 1936-2013




ტექსტის აკრეფაში ითანამშრომლა მარიამ გიორგის ასული მანჯგალაძე, დაბადებულია 2003 წელს ბათუმში







ითანამშრომლა დიმიტრი ქათამაძე რამაზის ძე 1988 წელი დაბ. ზესტაფონი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.08.2021
ბოლო რედაქტირება 04.05.2022
სულ რედაქტირებულია 7




სევერიონი, მიხეილი, გურამი აბულაძე, ძმები მეორე მსიოფლიო ომი მონაწილე დაბ. სოფ. ქვედა სიმონეთი, თერჯოლა

2 0

სოფელი სიმონეთი თერჯოლა მეორე მსოფლიო ომი

2 0

აბულაძე ვლადიმერ დავითის ძე 1871-1962წწ მღვდელი დაბ. ზედა საქარა (ზესტაფონი)

2 0

მეუფე სპირიდონი (გოჩა ოთარის ძე აბულაძე დაბ 1950წწ ) სხალთელი მთავარეპისკოპოსი ზესტაფონი იმერეთი

1 0


აბულაძე - გვარის 24 ღვთისმსახური

1 0

აბულაძე გერასიმე დაბ. 1981წ. ბერი ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის მამათა მონასტერი დაბ. ზუგდიდი

2 0

როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

1 0


თენგიზ აბულაძე ესტატეს ძე (დ. 1953) საქართველოს გენერალი დაბ. ქუთაისი იმერეთი

1 0


ბესიკ აბულაძე 1971-93წწ. გარდ. სოფ გუმისთა სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

2 0


გია აბულაძე 1968-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

3 0


ტარიელ (ენვერი) აბულაძე 1941-1993წწ. გარდ. ვარჩე გულრიფში დაბ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი.

2 0


კობა აბულაძე 1976-93წ. დაკ. კინდღი ოჩამჩირე დ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

2 0


ზურაბ აბულაძე 1976-93წწ. დაკარგ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

6 0


ლევან ვენედიკტეს ძე აბულაძე 1947-1993 გარდ. 46 წლის ქუთაისში, მფრინავი დაბ. ქუთაისი

2 0

აბულაძე გვარის მებრძოლები როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31

1 0


ივანე აბულაძე 1959წ. მხატვარი, პედაგოგი , იმერეთი,დაბ. ქ. ბაღდადი.

1 0


ილია ვლადიმერის ძე აბულაძე 1901-1969წ. აკადემიკოსი, ფილოლოგი დაბ. სოფ, ზემო საქარა, ზესტაფონი, იმერეთი.

1 0


ქეთევან აბულაძე 1959წ. მსახიობი დაბ. თბილისი.

1 0


ოთარ აბულაძე დ.2000წ. მსოფლიო პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ხულო აჭარა

2 1

4 7 9


ვანო აბულაძე (კამბეჩუა) 1920-ანი წლები მოჭიდავე, ფალავანი დაბ. სოფ. ჯუგაანი სიღნაღი

2 0


ლერი აბულაძე დ.1999წ. მსოფლ. ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. ხულო აჭარა

1 0

20 8 5


ფრიდონ აბულაძე დ.2001წ. ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ხულო

1 0

3 1 0