სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
არჩილ ელიაშვილი 1973-2013წწ ვეტერანი დაბ. გორი არჩილ ელიაშვილი 1973-2013წწ ვეტერანი დაბ. გორი არჩილ ელიაშვილი 1973-2013წწ ვეტერანი დაბ. გორი არჩილ ელიაშვილი 1973-2013წწ ვეტერანი დაბ. გორი არჩილ ელიაშვილი 1973-2013წწ ვეტერანი დაბ. გორი არჩილ ელიაშვილი 1973-2013წწ ვეტერანი დაბ. გორი
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

არჩილ ელიაშვილი 1973-2013წწ ვეტერანი დაბ. გორი

არჩილ ისმაილის ძე ელიაშვილი 


დაიბადა ქალაქ გორში, 1973 წლის 7 მარტს. დაამთავრა გორის მე- 10 საშუალო სკოლა წარჩინებით. იმავე წერლს ჩაირიცხა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში. 

  შეიარაღებულ ძალებში შევიდა 2006 წელს. არტილერისტი. კაპრალი. ოცმეთაური.

  მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში, სადაც მრავალი მხედრული მამაცობა გამოიჩინა. 

2010 წლიდან მივლინებულ იქნა  თბილისის საავიაციო ქარხანაში, სადაც უშუალოდ მონაწილეობდა პირველი ქართული საარტილერიო დანადგარის შექმნაში. იყო მანქანის სამხედრო ჯგუფის მეთაური. საარტილერიო მანქანა გამოიცადა ვაზიანის პოლიგონზე, ქვეყნის და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთა თანდასწრებით. გამოცდისას არჩილ ელიაშვილი თავად , მარტო მართავდა პირველ საარტილერიო მანქანას და მარტომ განახორციელა პირველი ზალპური გასროლები. 



  დაჯილდოვებული იყო მედლით: ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი"- 

მედლით:- ,,მხედრული მამაცობისათვის" და მრავალი საპატიო და  სამადლობელი სიგელით. 

  საომარ მოქმედებებში დაზიანებული ჯანმრთელობის გამო, გარდაიცვალა 2013 წლის 30 მაისს. დაკრძალულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში. 

  არჩილი იყო სხვა ჯარისკაცებისათვის მაგალითი გონიერების, სიმშვიდის, ვაჟკაცობის, თავდადების და მამულის სიყვარულის. აგვისტოს ომში, მამასავით მზრუნველობდა ასაკით პატარა ჯარისკაცებს. ამხნევებდა და თავდადების მაგალითს უჩვენებდა. მისი ოცეულის ჯარისკაცები ყვებოდნენ, რომ ღამის დაზვერვიდან მოსული დაღლილი არჩილი, სხვა ჯარისკაცების ნაცვლად, ისევ თვითონ მიხოხავდა რამდენიმე კილომეტრს დაზვერვაზე. ამბობდა: მე ვაჟს ვუტოვებ სამშობლოს, შვილებს ვუტოვებ, ამ ბიჭებს კი ცხოვრება ჯერ არ დაუწყიათო. თავგანწირული მეგობარი იყო.



  არავინ იცის, სამუშაო ჯგუფს, საავიაციო ქარხანაში პირველი საარტილერიო დანადგარი, ჭურვებით სავსე, დაღმართზე დაუგორდათ. ტექნიკური პერსონალის შეცდომის გამო დიდი საფრთხე შეიქმნა. ყველამ წამიერად გააცნობიერა საფრთხის სიძლიერე. დატვირთული საარტილერიო მანქანა პირდაპირ უზარმაზარი ელექტროენერგიის გამანაწილებელი შენობისკენ მიექანებოდა. აფეთქება გარდაუვალი ჩანდა. არჩილი დაგორებულ მანქანას გაეკიდა. მოახერხა და დაეწია.შევიდა კაბინაში და ეცადა მანქანის დამუხრუჭებას. მანქანა სვლას უმატებდა , არჩილი კი ცდილობდა გაეჩერებინა. დამუხრუჭება ელექტროკიოსკიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრში მოახერხა. გაცნობიერებული ჰქონდა , აფეთქების მასშტაბები უზარმაზარი იქნებოდა. არა მარტო ქარხნის, თბილისის დიდ ნაწილსაც მოიცავდა.  ამიტომ საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე. ,,ვიჯექი საჭესთან და ვუყურებდი კიოსკის კედელს. მივხვდი რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. საჭეზე თავი დავდე და სიხარულით ვიტირე"- ყვებოდა შვილებთან.

  ეს იყო საზოგადოებრივი გმირობა, რომელიც არ გახმაურებულა. თავმდაბლად აარიდა თავი ქარხნის დირექციის მადლობებსაც. 

,, ქართული არტილერიისათვის არჩილ ელიაშვილი, მისი მათემატიკური , გენიალური გონებრივი მონაცემებით და ვაჟკაცური მაგალითებით, დიდი დანაკარგია" . -  პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ვ.მაისურაძე



 ინფორმაცია მოგვაწოდა ეთერ გივის ასული სადაღაშვილი, დაბადებულია 1975 წელი სოფელი ქვახვრელი გორი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2022
სულ რედაქტირებულია 6





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0