სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11468

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ანზორ რატიანი 1939-96წწ სვანეთის ამაგდარი ექიმი დაბ. სოფ. უშგული მესტია სვანეთი ანზორ რატიანი 1939-96წწ სვანეთის ამაგდარი ექიმი დაბ. სოფ. უშგული მესტია სვანეთი
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი რატიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1216       ბეჭდვა

ანზორ რატიანი 1939-96წწ სვანეთის ამაგდარი ექიმი დაბ. სოფ. უშგული მესტია სვანეთი

ანზორ დავითის ძე რატიანი დაიბადა 1939 წლის 1 ოქტომბერს,მესტიის რაიონის სოფელ უშგულში;

1966 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;

სამუშაოდ იქვე,კათედრაზე, ტოვებდნენ,მაგრამ მან მშობლიურ სოფელში დაბრუნება არჩია.

1988 წელს აირჩიეს ექიმთა საკავშირო ყრილობის დელეგატად;

დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით;

1987 წლის ზამთრის სტიქიის შედეგად,სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში ჩაასახლეს.მას ფეხიც არ მოუცვლია.ერთი კაციც რომ დარჩეს სოფელში,იმ ერთი კაცის ექიმი ვიქნებიო,- თქვა და არ გადათქვა;

უშგულში მოღვაწეობდა 1996 წლის 24 ივნისამდე,მანამ,სანამ ულმობელმა ბედისწერამ 56 წლის ასაკში მომავლის გზა არ ჩაუკეტა...



მეუღლესთან ციალა ივანეს ასული. მარგველანი დაბადებულია 1940 წელი სოფ. მულახი მესტია. ციალას ოჯახში გაიზარდა 4 დედმამიშვილი. 1960-იანი წლების ფოტო


მეუღლე ციალა 2021 წელი ფოტო


შვილთან დავით რატიანთან ერთად. დავითი დაბადებულია 1964 წელს ამჟამად ოჯახთან ( შვილები ანზორ, ლიკა, ლანა, ლილე) ერთად ცხოვრობს უშგულში აქვთ საოჯახო ბიზნესი.


შვილი ნონა ანზორის ასული რატიანი უშგულის სკოლის დირექტორი 2005 წლიდან.

შვილი ნინო ანზორის ასული რატიანი გარდაცვლილია

ნინო რატიანი მეუღლესთან,ბორის ნიჟარაძესთან ერთად.ორივე  2001 წლის შემოდგომაზე დაიღუპა ავარიით.

შვილიშვილი ბელა ბორისის ასული ნიჟარაძე

შვილიშვილი ლელა ბორისის ასული ნიჟარაძე

შვილი ნანა ანზორის ასული რატიანი მეუღლესთან ბეჟან ჟვანიასთან და  შვილთან ილიასთან ერთად


დავით რატიანი მეუღლესთან ნანული ვახტანგის ასული ჭელიძესთან ერთად დაბ 1963 წელი მესტია. ამჟამად ქალბატონი ნანული მუშაობს უშგულის ეთნოგრაფიოული მუზეუმის ხელმძღვანელად


დავით რატიანი შვილისშვილთან დავითთან (დაბ. 2019 წელი ანზორისგან) ერთად. ფოტო 2021 წელი


შვილიშვილი ანზორ რატიანი (დავითისგან) დაბადებულია 1991 წელი მეუღლესთან ნინი ტურაშვილთან (დაბადებულია საგარეჯო კახეთი) ერთად ფოტო 2018 წელს

შვილიშვილი ანზორ რატიანი მეუღლესთან ნინო ტურაშვილთან და შვილთან დავით რატიანთან ერთად.


შვილიშვილი ლანა დავითის ასული რატიანი ფოტო 2018 წელი


შვილის შვილი ლიკა დავითის ასული რატიანი 

შვილიშვილი ლიკა,მეუღლესთან ერეკლე კვიციანთან ერთად


შვილისშვილი ლილე დავითის ასული რატიანი


ლილე დავითის ასული რატიანი მეუღლესთან ალეკო კობალაძე და შვილი ნინანო.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.10.2021
ბოლო რედაქტირება 26.06.2025
სულ რედაქტირებულია 15





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0