სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11164

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
გიორგი ( გოგიტა) კუდუხაშვილი 1971-2014წწ ვეტერანი დაბ. გორი გიორგი ( გოგიტა) კუდუხაშვილი 1971-2014წწ ვეტერანი დაბ. გორი

1971-2014 წწ. გარდ. 43 წლის

ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი კუდუხაშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

295       ბეჭდვა

გიორგი ( გოგიტა) კუდუხაშვილი 1971-2014წწ ვეტერანი დაბ. გორი

გიორგი ( გოგიტა) კუდუხაშვილი ნოდარის ძე დაიბადა 1971წ. 31 აგვისტო. ქალაქ გორში


გორის მე-5 სტანკო დივიზია. მემიზნე. აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომის ვეტერანი. 

დაინვალიდდა 2008 წელის ომის დროს, გარდაიცვალა ომიდან მიღებული ჭრილობების შემდეგ.2014 წლის 7 მარტს.

დარჩა მეუღლე და სამი შვილი


ცხინვალის შესასვლელთან, ჩიხში ტანკიდან ამოვიდა,  გზა უნდა ეჩვენებინა, ამდროს ჭურვი აფეთქდა და ტალღმ ჰაერში აისროლა, მერე აღარაფერი ახსოვდა, გონებაზე  ღუდუშაურის კლინიკაში მოვიდა. მთელი მარჯვენა მხარე, ზურგიდან დაცხრილული ჰქონდა, გამჭოლი ( სკვაზნოი) ჭრილობა ფილტვში, ზურგის მხარიდან შესული ნამსხვრევი ლავიწის ძვალთან გაჩერდა და უმრავი სხვილი თუ წვრილი ჭრილობით.

სამი დღე აპარატზე იყო, მარჯვენა ხელი მოტეხილი თაბაშირში. ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვიდა მე- 8 სავადმყოფოში გადაიყვანეს, მე და მისი ცოლი ვმორიგეობდით , ღამით ხან ის ხან მე დღე გამოშვებით. ერთხელ მივედი და მეუბნება, დაი( ასე იცოდა მიმართვა) მარჯვენა ხელს ვერ ვგრძნობო, ექიმს დავუძახე 

ქირურგმა მოტეხილობის ბრალია, გაგივლისო.

მერე გამოკვლევა ჩაუტარეს და აღმოჩნდა, ლავიწის ძვალთან გაჩხერილმა ნაღმის ნამსხვრევმა ნერვები დააზიანა და ხელის პარალიზება გამოიწვია. რეაბლიატაციას გადიოდა თურქეთში, კერძოდ ანკარაში, ლიტვაში და გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც, გაუკეთდა ოპერაცია, ნაღმის ნამტვრევიც ამოუღეს, მაგრამ ხელი სიცოცხლის ბოლომდე პარალიზებული ჰქონდა.

 ხშირად იტკიებდა თავს, ჯერ აფხაზეთის, მერე სამაჩაბლოს ომიდან გამოყოლილი კონტუზიაც ჰქონდა, ყურებიდან ხანდახან სითხე სდიოდა, მაშინ კარგად იყო, თუ გუბდებოდა ნერვიული აშლილობები ეწყებოდა, მკურნალობდა ამაზეც. 2014 წლის  25 იანვარს დილით რძალმა დამირეკა,( დედაჩვენმა ნერვიულობაზე თრომბი გადაიტანა და ჩემთან მყავდა) გოგიტა გაგვიხდა ცუდად, თვითონ სოფელში იყვნენ ბავშვებიც, გოგიტა იყო სახლში მარტო, რომ მისულა გათიშული დახვდა.

42 დღე გორმედის სავადმყოფოში აპარატზე მიერთებული იწვა, 7 მარტს დილით გარდაიცვალა. ისე რომ გონებაზე არ მოსულა.


ითანამშრომლა დამ იზა კუდუხაშვილი კაციაშვილი  დაბადებილია 1968 წელი ქალაქ გორში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.11.2021
ბოლო რედაქტირება 18.06.2024
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0