სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მიხეილ ნუგზარის ძე ლომთაძე 1975წ. 3,9 მილიარდი ბიზნესმენი დაბ. ბათუმი მიხეილ ნუგზარის ძე ლომთაძე 1975წ. 3,9 მილიარდი ბიზნესმენი დაბ. ბათუმი
ბმულის კოპირება



გვარი ლომთაძე სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

497       ბეჭდვა

მიხეილ ნუგზარის ძე ლომთაძე 1975წ. 3,9 მილიარდი ბიზნესმენი დაბ. ბათუმი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Михаил Нугзарович Ломтадзе  Mikheil Lomtadze (груз. მიხეილ ნუგზარის ძე ლომთაძე, р. 17 октября 1975 года, БатумиГрузинская ССРСССР) — технологический предприниматель[1]инвестор[2], сооснователь[3]акционер[4] и председатель правления[5] Kaspi.kz, акционер и председатель наблюдательного совета объединённой компании Колёса, Крыша, Маркет.

Занимает третью позицию рейтинга «50 богатейших бизнесменов Казахстана» по версии Forbes Kazakhstan с состоянием $3 900 млн.[6] 10-е место в рейтинге «Самые влиятельные бизнесмены Казахстана»[7]. В 2021 году впервые включен в глобальный список миллиардеров Forbes заняв 956-е место


https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9B%D0%BE%D0%BC%D1%82%D0%B0%D0%B4%D0%B7%D0%B5,_%D0%9C%D0%B8%D1%85%D0%B0%D0%B8%D0%BB_%D0%9D%D1%83%D0%B3%D0%B7%D0%B0%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87



ამბები.GE სტატია. ქართველი მილიარდერი "ყაზახური აქცენტით" - მიხეილ ლომთაძე შეცვლილი იმიჯით, შემცირებული ქონებით და კვლავაც განუყრელი წითელი ბოტასებით

ა.წ. თე­ბერ­ვალ­ში ყა­ზა­ხეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მი­ლი­არ­დერ­მა, ყა­ზა­ხუ­რი ბან­კის, Kaspi-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მი­ხე­ილ ლომ­თა­ძემ ფო­რუმ­ზე Digital Almaty ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბის მო­რი­გი პრე­ზენ­ტა­ცია შეც­ვლი­ლი იმი­ჯით გა­მარ­თა. ის ტრა­დი­ცი­უ­ლად შავ პუ­ლო­ვერ­სა და წი­თელ ბო­ტა­სებ­ში მარ­ტო იდგა სცე­ნა­ზე და წა­რად­გენ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ას, თუმ­ცა მი­ლი­არ­დე­რი ამ­ჯე­რად წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი, ლამ­ბერ­სექ­სუ­ა­ლის იმი­ჯით წარ­სდგა მომ­ხმა­რებ­ლის წი­ნა­შე.


შე­გახ­სე­ნებთ, ლომ­თა­ძე ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან, ვი­ა­ჩეს­ლავ კიმ­თან ერ­თად Kaspi-ს ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რია და მას ბან­კის 25% ეკუთ­ვნის. Forbes-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლია 3,7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით და იკა­ვებს მი­ლი­არ­დერ­თა სიის 766- ე პო­ზი­ცი­ას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2 წლის წინ, მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი. Forbes-ის რე­ა­ლურ დრო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი მი­ლი­არ­დერ­თა სი­ა­ში მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც გა­და­უს­წრო და 596-ე ად­გილს იკა­ვებ­და - 5.1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით, მაგ­რამ გა­სულ წელს მისი აქ­ტი­ვე­ბის ფასი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ე­ცა, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ლომ­თა­ძის ქო­ნე­ბა ისევ იზ­რდე­ბა. ეს კი ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე Kaspi-ს აქ­ცი­ე­ბის მა­ტე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რაც გა­სულ წელს უკ­რა­ი­ნის ომი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი. მი­ხე­ილ ლომ­თა­ძის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, უკი­დუ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, თუმ­ცა რთუ­ლიც იყო... მო­მა­ვა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი 1975 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა, ნუგ­ზარ ლომ­თა­ძე 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ი­ლი ამ­ბობს, რომ ამის გამო მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხში­რად უწევ­დათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლა, ამი­ტო­მაც მის­თვის ახალ ად­გი­ლას ფე­ხის მო­კი­დე­ბა მოზ­რდი­ლო­ბი­სას უკვე აღარ იყო რთუ­ლი.


მა­მას სურ­და შვილს ტექ­ნი­კუ­რი გან­ხრით ეს­წავ­ლა, თუმ­ცა ალ­ბათ ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და მის ასეთ დიდ წარ­მა­ტე­ბას.

ბიზ­ნეს­მენს ერთი და ჰყავს, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, უფრო ზუს­ტად კი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს.


ლომ­თა­ძემ ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტის ევ­რო­პულ სკო­ლა­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ სწავ­ლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ნაგ­რძო და მსოფ­ლი­ო­ში რი­გით მე-3 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა. 2002 წელს ლომ­თა­ძემ ჰარ­ვარ­დის მა­გის­ტრის MBA ხა­რის­ხი აიღო და დიდი გეგ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუნ­და.

1995 წელს, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნია "ჯი-სი-სი აუ­დი­ტი" და­ა­ფუძნა და ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. 2002 წელს, კომ­პა­ნია "ერსტ ენდ იან­გის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ამა­ვე წელს ლომ­თა­ძემ მუ­შა­ო­ბა რუ­სეთ­ში "ბე­ა­რინგ ვოს­ტოს კე­პი­ტალ პარ­ტერსში" და­ი­წყო და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ი­ღო, 2004 წელს ამ კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რიც გახ­და.

2003 წელს ბიზ­ნეს­მე­ნი რუ­სე­თის ლი­ზინ­გუ­რი კომ­პა­ნია, "ეუ­როპ­ლა­ნის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და 2005 წლი­დან სა­ბან­კო პროგ­რა­მუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის "ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რო­ბაც შე­ი­თავ­სა. 2008 წლი­დან ლომ­თა­ძე ყა­ზა­ხუ­რი პლატ­ფორ­მის Kaspi-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ხდე­ბა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.12.2021
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.06.2023
სულ რედაქტირებულია 3



150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0