მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია
150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი
http://www.compromat.ru/page_20210.htm
Kakha Bendukidze, Каха Бендукидзе
კახა ბენდუქიძე (დ. 20 აპრილი, 1956, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 2014, ლონდონი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.[1]
განათლებით ბიოლოგმა, კახა ბენდუქიძემ მისი პირველი ბიზნესი, „ბიოპროცესი“ დააარსა 1987 წელს. მალევე ის ცნობილი გახდა, როგორც რუსეთის წამყვანი ლიბერტარიანელი. რუსეთში საქმიანობისას ის აქტიურად მუშაობდა ინდუსტრიალისტთა კავშირის გადასახადებისა და სავალუტო ჯგუფში. ჯგუფის მუშაობის მიზანი იყო რუსეთის საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა და ფიქსირებული 13 პროცენტიანი საშემოსავლო განაკვეთის შემოღება. რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლისა და მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავების შემდეგ ბენდუქიძემ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.[2]
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას წარდგინებით კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დანიშნა.[3] საქართველოში კახა ბენდუქიძე მსახურობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად (2004 წლის ივნის-დეკემბერი), რეფორმების კოორდინაციის მინისტრად (2004 წლის დეკემბერი – 2008 წლის იანვარი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად (2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის თებერვლამდე). სწორად ბენდუქიძე იყო იმ ლიბერალური რეფორმების ავტორი, რომლებმაც კარდინალურად შემოაბრუნა პოსტ-საბჭოთა ეკონომიკა.
ეკონომიკის მინისტრად ბენდუქიძის დანიშნვამ 2004-2007 წლებში გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 9.3%-ით, გასულ წლებთან შედარებით გაოთხმაგდა უცხოური ინვესტიციები; სახელმწიფომ ოთხჯერ შეამცირა საგადასახადო წნეხი, ხოლო სავალდებულო ლიცენზიების რაოდენობა 90%-ით შეამცირა და მოახდინა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ მიიღო მანამდე თითქმის არ არსებული საშუალო კლასი.[3]
2007 წლის ბოლოს კახა ბენდუქიძემ დააფუძნა ცოდნის ფონდი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი.[2]
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ კახა ბენდუქიძე დაინიშნა უკრაინის მთავრობის მრჩევლად
Ка́ха Автанди́лович Бендуки́дзе (груз. კახა ავთანდილის ძე ბენდუქიძე; 20 апреля 1956, Тбилиси — 13 ноября 2014, Лондон) — российский и грузинский предприниматель, государственный деятель, филантроп. Основатель Фонда знаний.
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D0%B5%D0%BD%D0%B4%D1%83%D0%BA%D0%B8%D0%B4%D0%B7%D0%B5,_%D0%9A%D0%B0%D1%85%D0%B0_%D0%90%D0%B2%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B4%D0%B8%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87