სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
თამაზ ვალერიანის ძე სომხიშვილი დ.1957წ. 700მლნ. ქველმოქმედი დაბ. საქართ თამაზ ვალერიანის ძე სომხიშვილი დ.1957წ. 700მლნ. ქველმოქმედი დაბ. საქართ
ბმულის კოპირება



გვარი სომხიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

469       ბეჭდვა

თამაზ ვალერიანის ძე სომხიშვილი დ.1957წ. 700მლნ. ქველმოქმედი დაბ. საქართ

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Tamaz Somkhishvili, Тамаз Сомхишвили


თამაზ სომხიშვილი 1957 წლის 22 ივნისს დაიბადა საქართველოში. იგი 30 წელია ბიზნესშია ჩართული და მისი ბიზნესსაქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს უკავშირდება.

ვინ არის თამაზ სომხიშვილი, რომელიც წყნეთში სასახლეს იშენებს  https://netgazeti.ge/news/264748/

წყნეთში, ყოფილი სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზე, ქართველი მილიონერი თამაზ სომხიშვილი საზაფხულო რეზიდენციას იშენებს.


აღწერის მიხედვით, შენობა ორსართულიანია, დაპროექტებულია მართკუთხა ფორმით, ტერასებით, ბრტყელი საექსპლუატაციო  სახურავით.


სახლს მთავარი შესასვლელი სამხრეთ ფასადის მხრიდან  აქვს, ასევე, ორი ტექნიკური შესასვლელი აღმოსავლეთი მხრიდან: ერთი – ცოკოლის სართულის დონეზე  – მომსახურე პერსონალისთვის; მეორე – პირველი სართულის დონეზე – სახლის მცხოვრებლებისთვის.

შენობას კიდევ ერთი გასასვლელი აუზის შენობიდან აქვს, რომელიც უშუალოდ აუზიდან ეზოს შიდა ტერასებზე გასვლისათვისაა გათვალისწინებული.


პროექტის მიხედვით, პირველი სართული აქტიური გართობისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს წინოთახს, გარდერობის ოთახს, წარმომადგენლობით დარბაზებს, კაბინეტს, საბილიარდოს, შემოქმედებით სტუდიას, სამზარეულოს, საოჯახო სასტუმრო ოთახს, ტერასას საუზმისთვის. ეზოს მხრიდან ფართო ტერასაა მასობრივი ღონისძიებებისთვის. ტერასა განლაგებულია აუზის საექსპლუატაციო სახურავზე. ტერასიდან ორი კიბით შესაძლებელია შიდა ბაღში ჩასვლა.


მეორე სართული განკუთვნილია მშვიდი დასვენებისა და გართობისთვის. სართულზე დაპროექტებული აპარტამენტები სააბაზანო ოთახით და გარდერობის ოთახით სახლის მფლობელებისთვის, საძინებელი ოთახები ბავშვებისთვის სააბაზანო ოთახით და გარდერობის ოთახით, საცხოვრებელი ოთახები სააბაზანოთი, სამი სასტუმრო ოთახი სანიტარული კვანძებით.


ცოკოლის სართული ითვალისწინებს ტექნიკური დანიშნულების სათავსოების, სამრეცხაოს და პერსონალის ოთახების განთავსებას. ცოკოლის სართულზე განლაგებულია აუზი (სიგანე – 4,7 მ, სიგრძე –16,5 მ, სიღრმით 1,8 მ), გამოსაცვლელი ოთახი, სპორტული დარბაზი, სააბაზანო ოთახები ჰიდრომასაჟით ბავშვებისა და უფროსებისთვის, BODY SPA SALON, აბაზანა.

ორსართულიანი შენობა აღჭურვილი იქნება მრუდწირული კიბითა და ლიფტით.  შენობის მოსაპირკეთებელ მასალებად გამოყენებულია მუქი ფერის გრანიტი, დამუშავებული ტრავერტინი, ტრავერტინის ფაქტურის ბუნებრივი ქვა. სასახლის გარდა, ასევე შენდება ცალკე სახლი მოსამსახურეებისა და დაცვის წევრებისთვის.


პროექტის ავტორი არის ალექსანდრ ლეონოვი, უკრაინული კომპანია “ლეონოვ არქიტექტსის” წარმომადგენელი. ამ ტერიტორიაზე მშენებელობის ნებართვის მისაღებად ნაკვეთის ზონალური ცვლილების შეთანხმებაზე 2010 წელს, გიგი უგულავა მერობის დროს, გასცეს.

მოსამსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი სახლის ასაშენებლად საჭირო გახდა ხეების მოჭრა, თბილისის გამწვანების სამსახურმა 2018 წლის 14 მარტს გასცა ნებართვა ხეების მოჭრაზე, რის სანაცვლოდაც სომხიშვილმა 15 680 ლარი გადაიხადა.


წყნეთში სომხიშვილი 5 ნაკვეთს ფლობს, რომლებიც ერთიანად 29 958 მ2 ფართობის ტეროტორიას ქმნის.


ინფორმაცია თამაზ სომხიშვილის რეზიდენციის მშენებლობის შესახებ თავდაპირველად 2020news-მა გაავრცელა.


რა ვიცით თამაზ სომხიშვილის შესახებ

თამაზ სომხიშვილი 1957 წლის 22 ივნისს დაიბადა საქართველოში. იგი 30 წელია ბიზნესშია ჩართული და მისი ბიზნესსაქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს უკავშირდება.


სომხიშვილი 1995 წელს კომპანია “რუსული ნავთობის ექსპორტის” დამფუძნებლად ფიქსირდება. სომხიშვილის ბიზნესსაქმიანობა ინდუსტრიულ და სამოქალაქო განვითარებას და მიწათმოქმედებას უკავშირდება. 


სომხიშვილი “ეაფლეინ ტექნიქსის” მთავარი ინვესტორია, რომელიც აფინანსებს სტუდენტურ პროექტს “თს ფონდისა” და გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.


2016 წლის 13 მაისს ლონდონში სტუმრად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თამაზ სომხიშვილს ლონდონში ეკლესიის გამოსყიდვისა და საპატრიარქოსთვის გადაცემისთვის. თამაზ სომხიშვილს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა აქვს.


თამაზ სომხიშვილი 2015 წელს იყო საქართველოს ბიზნესასოციაციის გამგეობის წევრი. არის საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი. საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ის ერთი კომპანიის – “პრაიმ ბიზნესი გრუპის” მეწილეა.

2015 წელს იგი ჩართული იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის ფილიალის გახსნაში, ამბობდა, რომ მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოვიდა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.


მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხზე შეხვდა ილია მეორესაც, განაცხადა, რომ მას უყვარს კათოლიკოს-პატრიარქი.


“[ილია მეორე] ყოველთვის მეუნებოდა, თამაზ, იქნებ, აიღო სოფელი და ამ სოფელს მიხედო… მე ვუთხარი, რომ ერთი სოფელი საქართველოს ვერ უშველის”, – განაცხადა ამ შეხვედრის შემდეგ სომხიშვილმა.


ამავე შეხვედრის შემდეგ სომხიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული “ქართული ოცნებისგან” შედგება, ბევრს აკეთებს და ოპოზიციას ნაკლებ კრიტიკას ურჩევს.


“დღევანდელი მთავრობა ბევრს აკეთებს, მაგრამ არის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც მარტო კრიტიკაშია. მივმართავ კიდევ ხალხს… ხალხო, სანამ ვინმეს გავაკრიტიკებთ და პირველ რიგში, მთავრობას, თქვენს თავს შეხედეთ და შეეკითხეთ, დღეს რა გავაკეთე… მე ვიცი, რომ მთავრობის მხრიდან მივიღებ მხარდაჭერას იმიტომ, რომ დღევანდელი მთავრობა ზრუნავს თავისი ხალხის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა თამაზ სომხიშვილმა.


амаз Валерианович СомхишвилиОснователь

Дата рождения: 22.06.1957

Образование:

Окончил Тобольский педагогический институт, физико-математический факультет в 1984

году.


Окончил Тюменский государственный университет, факультет финансов и кредитов в 1994

году.


Стал кандидатом экономических наук в Национальной академии экономики и

государственного управления при Президенте Российской Федерации в 2002.


Опыт:

1992-1993 гг. Генеральный директор, Лукойл (Тюмень, Российская Федерация).

Основатель с 1992 г.


1993–1999 годы Коммерческий директор «Лукойл Маркетс» (Москва, Российская

Федерация), 1993 год Основатель.


1995-2008 гг. Генеральный директор ОАО «Роснефтэкспорт» (Москва, Российская

Федерация). Основатель-партнер с 1995 г. (соучредители Лукойл и Роснефть).


2001-2005 Danao Engineering Основатель и представитель в Москве. Добывающая и

перерабатывающая деятельность как сырья, так и отходов.


2002-2004 гг. Акционер ОАО «Томская нефть». Строительство трубопроводов, управление

месторождениями.


2002-2008 ООО Сельскохозяйственная инвестиционная компания – член правления Agroco

2015 Основан Фонд образования, науки и технологий для успеха завтрашнего дня. В

настоящее время ТС Холдинг. Через которые важные инвестиционные проекты

управляются и выполняются

– Самолетная техника сертифицирована EASA. Техническая поддержка самолетов.

– ООО Здоровый образ жизни – органические и био удобрения

– ООО Инно-Лаб – исследования в области биотехнологий, электроактивной воды в

сельском хозяйстве и дезинфекции

– Фонд ТС для Завтрашнего Успеха, реализующий многочисленные проекты в сфере

образования, науки и культуры.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.12.2021
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0