მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია
150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი
http://www.compromat.ru/page_20210.htm
Teimuraz Karchava, Теймураз Карчава
თეიმურაზ ქარჩავას ბიზნეს ჯგუფის კონსორციუმი “ანაკლია ეკო პარკი და პორტი„ რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა, ამერიკული „Aecom”, ბრიტანული „British Power” და ჩინური “Power China” 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერში იღებდა მონაწილობას და წარადგინა ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია და დაფინანსების გარანტირებული წყაროები, რის საფუძველზეც პროცესის ფინალურ ეტაპზე გავიდა თიბისი კონტი ჯგუფთან ერთად. ამასთან, ფინალურ ეტაპზე საქართველოს მთავრობის მაშინდელი წევრების გიორგი კვირიკაშვილის და დიმიტრი ქუმსიშვილის ხაზარაძის კონსორციუმის მიმართ აშკარა პრეფერენციული დამოკიდებულების გამო, სატენდერო კომისიამ არ გაითვალისწინა “ანაკლია ეკო პარკი და პორტის„ სამართლიანი ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი შენიშვნები სახელშეკრულებო პირობებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ამ პროექტის განვითარების და დაფინანსების წყაროების ხისტ და არაბანკირებად მოდელს. შესაბამისად, ჩვენი კონსორციუმი იძულებული გახდა თავი შეეკავებინა მონაწილეობა მიეღო სასტარტო ნიშნულშივე წარუმატებლობისათვის განწირულო BOT სახელშეკრულებო სამართალ-ურთოერთობაში.