სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
ვალერი შოთას ძე მელაძე დ.1965წ. 200 მლნ. მომღერალი დაბ. ბათუმი ვალერი შოთას ძე მელაძე დ.1965წ. 200 მლნ. მომღერალი დაბ. ბათუმი
ბმულის კოპირება



გვარი მელაძე სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

389       ბეჭდვა

ვალერი შოთას ძე მელაძე დ.1965წ. 200 მლნ. მომღერალი დაბ. ბათუმი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Valeri Meladze

ვალერი შოთას ძე მელაძე (რუს. Валерий Шотаевич Меладзе; დ. 23 ივნისი1965ბათუმისაქართველოს სსრსსრკ) — ქართველი მომღერალი, რომელიც მოღვაწეობს რუსეთში. მისი ძმაა კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე, რომელიც ასევე წერს სიმღერებს მისთვის. ის არის რუსეთის დამსახურებული არტისტი (2006)[1] და ჩეჩნეთის სახალხო არტისტი(2008).

ვალერი მელაძე 1965 წლის 23 ივნისს ბათუმში დაიბადა. ოჯახში, მის გარდა, უფროსი ძმა კონსტანტინე და უმცროსი და ლიანა იზრდებოდნენ. მომღერლობა ბავშვობიდან სურდა, ამისათვის ბათუმის მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით ჩააბარა. კონსტანტინე კი ვიოლინოსა და ფორტეპიანოს უფრო ვირტუოზულად ფლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ძმებმა ნიკოლაევსკის გემთმშენებელ ინსტიტუტში ჩააბარეს.

მეორე კურსის სტუდენტი ვალერი ინსტიტუტის ანსამბლის რეპეტიციებზე მოხვდა, სადაც მისი უფროსი ძმა უკვე კლავიშებიან ინსტრუმენტზე უკრავდა. კონსტანტინეს თხოვნით, ვალერი ხმის რეჟისორის დამხმარე ტექნიკოსად აიყვანეს. ნახევარ წელიწადში კი ის უკვე ანსამბლის სოლისტი იყო.

1989 წელს ნიჭიერი ძმები მელაძეები მიიწვიეს ჯგუფში „დიალოგი“, რომელიც არტ–როკ სტილში მუშაობდა. მაშინ ჯგუფის ლიდერმა კიმ ბრეიტბორგმა ჩათვალა, რომ ვალერის ხმა ძალიან ჰგავდა ჯონ ანდერსონის ხმას. ვალერის სიმღერებმა უკრაინაში მალე მოიპოვა პოპულარობა და 1993 წელს მისი, როგორც სოლო მომღერლის, დებიუტი შედგა. მელაძის პირველი ჰიტი იყო რომანსი, რომლის დამსახურებითაც ის 1994 წლის აღმოჩენადაც დასახელდა. მალე ნიჭიერი მომღერალი რუსეთის პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ყურადღების ცენტრში მოხვდა და მან ვალერი იმავე წელს მიიწვია თავის საშობაო კონცერტზე.

1995 წელს გამოვიდა ალბომი Сэра, რომელიც მომენტალურად ჰიტად იქცა. მას შემდეგ კონსტანტინ მელაძის დაწერილი და ვალერის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა პოპულარული ხდებოდა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0