სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
ზაზა ოქრუაშვილი დ.1963 წ. 100 მლნ ბიზნემენი დაბ. თბილისი ზაზა ოქრუაშვილი დ.1963 წ. 100 მლნ ბიზნემენი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება



გვარი ოქრუაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

415       ბეჭდვა

ზაზა ოქრუაშვილი დ.1963 წ. 100 მლნ ბიზნემენი დაბ. თბილისი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Заза Окуашвили, Zaza Okuashvili

ზაზა ოქუაშვილი (დ. 31 მაისი 1963თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი, ექიმი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედი, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებისა და სატელევიზიო არხ „იბერიას“ დამფუძნებელი და მფლობელი.[1] საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში,[2] 2016-2019 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ოქუაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, 1963 წლის 31 მაისს.[3] მამამისი ინჟინერი, ხოლო დედამისი კი ექიმი იყო. ქალაქ თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ,[1] სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა და ექიმად მუშაობა დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში (ანესთეზია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება).

991 წელს ოქუაშვილმა დააარსა „ომეგა ჯგუფი“,[3] რომელიც დღეის მდგომარეობით ძალიან დივერსიფიცირებულია საქმიანობის კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ დამსაქმებელსა და გადასახადების გადამხდელს საქართველოში. „ომეგა“ მოიცავს „ომეგა მოტორსს“[4](წარმოადგენს შემდეგ კომპანიებს: BMW, Mini, IvecoOpelChevroletMaserati და Bentley); კომპანია „ოჯთ“-ს (სიგარეტების წარმოება, Philip Morris, Rothmans და R.J.Reynolds-თან პარტნიორობის ფარგლებში); და „ომეგა თეგი“ (სტამბა Heidelberg-თან პარტნიორობის ფარგლებში).

ოქუაშვილმა ასევე შექმნა მედია კომპანიები. აღნიშნულ სეგმენტში აღსანიშნავია ტელეარხი „იბერია“, ეროვნული დამოუკიდებელი არხი, რომელიც პირველად ეთერში 2000 წელს გავიდა.[5] შემდგომი სამი წლის განმავლობაში მან გაზეთი „ახალი ეპოქა“ დააარსა; ლიტერატურული ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“; საინფორმაციო სააგენტო „მედია ნიუსი“ და საქართველოს მწერალთა კავშირი, „ომეგა კლუბი“. მან ასევე დააარსა ლიტერატურული პრემია და ჟურნალისტებისათვის ყოველწლიური ჯილდო, „ივერიელი“.

2004 წლის 19 თებერვალს სპეცრაზმის შეიარაღებული და ნიღბიანი პირები ტელეარხ „იბერია ტვ“-ში შეიჭრნენ და „ომეგა ჯგუფის“ შენობა დაიკავეს. „იბერია“ იძულებული გახდა ეთერიდან გასულიყო, ლიცენზია გაუქმდა.[6]

ოქუაშვილი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი მიიღო. დიდ ბრიტანეთში მან დააარსა ბრიტანული ამხანაგობა და ასევე ახალი კომპანია AGT, რომელიც საქართველოში მისი ჰოლდინგების კონტროლს ახორციელებდა.

თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური ჩარევის შედეგად 2004 წელს მას „ომეგას“ აქტივები დაუბრუნეს. 2013 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „იბერია ტვ“-ს აღუდგინეს ლიცენზია და ტელეარხი კვლავ ეთერში გავიდა.[7]

2016 წელს ოქუაშვილი „ოქროს ფრთის“ ლაურეატი გახდა, მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.[8] ასევე, 2016 წელს ოქუაშვილი „ჯორჯიან თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და საერთაშორისო ბიზნეს კვლევის ორგანიზაციის („გორბი“) მიერ წლის საუკეთესო ინვესტორად იქნა აღიარებული,[9] ხოლო „ომეგა ჯგუფმა“ ჯილდოები მიიღო შემდეგ ნომინაციებში: უმსხვილესი ინვესტორი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების შემოღება, ახალი სამუშაო ადგილები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები. „იბერია ტვ“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.[10]

2010 წელს ოქუაშვილს ბიზნესისა და სამართლის თბილისის საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. იმავე წელს მან მიიღო საპატრიარქოს სპეციალური დიპლომი საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

2019 წლის აპრილში, ვაშინგტონში ზაზა ოქუაშვილს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. ზაზა ოქუაშვილს ჯერ კონგრესის მიღებათა დარბაზში მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტში გაზეთმა The New York Times Magazine-მა ჯილდო გადასცა, ნომინაციით „Enterepreneur ZAZA OKUASHVILI for Introducing World’s leading brands in Georgia“

2016-2019 წლებში ოქუაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო.[13] ის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხებისა და ფინანსების, ბიუჯეტისა და ეკონომიკის კომიტეტების წევრი იყო.

1991-1999 წლებში ოქუაშვილი აჭარის ინვალიდთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების არმიის მაიორის წოდება.

2015 წლიდან ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0